საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 12:12

საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ბატონი ჟან-ივ ლე დრიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს 2016 წლის 10 – 12 სექტემბერს. ეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში. ამის შესახებ საფრანგეთის საელჩო იტყობინება.
შაბათს, პირველ შეხვედრას იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ ლევან იზორიასთან გამართავს, შემდეგ კი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
კვირას, 11 სეატემბერს, მას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს. შეხვედრის შემდეგ იგი დაესწრება ოფიციალურ ვახშამს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად.
12 სექტემბერს, ბატონი ლე დრიანი გაემგზავრება საჩხერეში სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად, რომელიც ფრანგული მხარის მიერ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იქნა დაარსებული.
საჩხერიდან დაბრუნების შემდეგ, მას საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შემდეგ, ბატონი ლე დრიანი გადასცემს მედლებს იმ ქართველ სამხედროებს რომლებიც ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების გვერდით მსახურობდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოში საჯარო მოხსენებით წარდგა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 10:30

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. „ნატოს გაფართოების მომავალი და ახალი საზღვრები ევროპის უსაფრთხოებაში" - ამ სახელწოდების სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში (ACUS) საჯარო მოხსენებით წარდგა. კვლევით ორგანიზაციაში გამართულ კონფერენციას აშშ-ის აკადემიური და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დღეს ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა სურს რუსეთს და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი გაღიზიანების, რაც ჩვენი ფუნდამენტური შეცდომა მგონია“, - ამ სიტყვებით დაიწყო ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის გამოსვლა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, არსებული გარემოება ქვეყანას აიძულებს, იცხოვროს სამყაროში, სადაც დომინანტი კვლავ რუსეთის ინტერესები და სურვილები რჩება, სწორედ, ამ ფაქტის გამო აქვს პრობლემები ცივილურ სამყაროს.

"საქმე არ ეხება ნატოს გაფართოებას, რაც ჩვენ რუსეთის გაღიზიანების მთავარი მიზეზი გვგონია, არც ის არის განმსაზღვრელი, რას აპირებს ნატო საქართველოსა და უკრაინაში... მიზეზები უფრო შორს და სხვაგან უნდა ვეძებოთ. რუსეთის გაღიზიანების მიზეზი არის ენერგოუსაფრთხოება, საკითხი, რომელზეც დღეს ევროპაში ასე აქტიურად საუბრობენ და რომელიც ენერგომატარებლების დივერსიფიკაციას ეხება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, 3.5-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ნატოს შეუერთდება თუ არა. საქმე, სწორედ, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაშია, რომელიც ევროპას ალტერნატიული ენერგორესურსებით მომარაგებას ჰპირდება, რუსეთს კი საერთო ენერგომომარაგების სურათს მიღმა ტოვებს...ფუნდამენტური და ფილოსოფიური პრობლემა არის ის, რომ ჩვენ პოლიტიკას ვაფუძნებთ შიშზე", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სადაც უცხოელ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს საშუალება მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის შეკითხვები საქართველო-ნატოს ურთიერთობის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ პირადად დაესვათ. თინათინ ხიდაშელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში ხვალ ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის(ACT) სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ დენის მერსიერთან შეხვედრით გაგრძელდება

 

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური