საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლის სამუშაო ვიზიტი ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:26

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მიერ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მიმდინარეობისა და შესრულებული ამოცანების ადგილზე გაცნობის მიზნით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ სარდალს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და ქვედანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის, ასევე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
   
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ღირსეული  სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე აღმოსავლეთის სარდლის რანგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველად იმყოფებოდა. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე I ქვეითი ბრიგადა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში იყო. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ივლისში გაემგზავრა და აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი. 

წყარო: https://mod.gov.ge/ge/news/read/7997/saqartvelos-tavdacvis-dzalebis-agmosavletis-sardlis-samushao-viziti-avganetshi

 

თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფები ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020 17:19

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, დაიწყო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანური უპილოტო სადაზვერვო სისტემები მარნეულის საავიაციო ბაზაზე დაათვალიერა და სადემონსტრაციო ფრენას დაესწრო. 
უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლება და შეძენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. 
„უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების, თანამედროვე საარტილერიო და სადაზვერვო სისტემების შეძენა და ამ შესაძლებლობების განვითარება.
თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პრიორიტეტებია. 

აღნიშნული სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაში და ასევე, გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებსა და სამაშველო ღონისძიებებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური