ჯარისკაცმა თავი მოიკლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 14:36

დღეს 06:50 სთ-ზე „ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კარისკაცმა თავი მოიკლა. ამი შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. 

ქართველი გენერალი ლატვიის ეროვნული გვარდიის იუბილეს დაესწრო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 10:01

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ოფიციალური მიწვევით ლატვიის დედაქალაქში იმყოფებოდა. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველი გენერალი რიგაში ლატვიის ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ვიზიტისას ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში  რამდენიმე შეხვედრა შედგა, მათ შორის ლატვიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ რაიმონდს გრაუბესთან და ლატვიელ კოლეგასთან, ლეონიდას კალინასთან. ლევან გამყრელიძემ ლატვიელ კოლეგებთან ერთად ლატვიის თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„იმედი მაქვს, კონსტიტუციაზე ძალადობაც ისტორიის კუთვნილება გახდება“ - თინათინ ხიდაშელი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 აგვისტო 2015 15:40

საქართველოს კონსტიტუციის დღეს, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.  

თინათინ ხიდაშელმა კონსტიტუციის დღის და ქვეყნის მთავარი კანონის  მნიშვნელობაზე ისაუბრა და წლების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ  კონსტიტუციის ხელყოფის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემი კარიერა მთლიანად კონსტიტუციასთან  იყო დაკავშირებული, ამიტომ ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს კონსტიტუცია ხშირად გამხდარა ხელყოფის, ძალადობის საგანი. კონსტიტუციაზე ძალადობით იყო დაკავებული  ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ჰყავდა 2012 წლამდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ სხვა ამბავთან ერთად, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ისტორიას ჩავაბარეთ, ასევე ისტორიის კუთვნილება გახდება კონსტიტუციაზე ძალადობაც“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის 20 წლისთავის აღსანიშნავად  900-მდე სტუმარი შეიკრიბა - მოქმედი და ყოფილი პარლამენტის წევრები, კონსტიტუციის ავტორები, მთავრობის, სასამართლოს, ასევე სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საზოგადოების  წარმომადგენლები. 

საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო.

„თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები გარდაუვალია“ - თინა ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 12:27

თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი უწყებაში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა მისი თქმით, მოადგილეებისა და მრჩევლების შეცვლა არის ახალი მინისტრის მოსვლასთან დაკავშირებული ავტომატური ნაწილი. თინა ხიდაშელის განცხადებით, სამინისტროს სხვა თანამშრომლების ბედი მათ პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული.

გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, გიგლა აგულაშვილის თქმით, სამინისტროში აუცილებლად დარჩებიან პატიოსანი და პროფესიონალი თანამშრომლები. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროშ ამჟამად აუდიტის სამსახურია შესული.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს სავარაუდოდ კვირის ბოლოს გადაუგზავნის.

"თავდაცვის სამინისტროში მნიშნელოვანი და კარგი ცვლილებებია" - გიორგი თავდგირიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 10:14
თავდაცვის მინისტრის მრჩევლმა გიორგი თავდგირიძემ თავდაცვის სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის პოლიტიკაში კარდინალური ცვლილებებია, რაც მნიშნელოვანი და საჭიროა ქვეყნისთვის.
"ასეთი რადიკალური ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში ჯერ არ მომხდარა. მნიშვნელოვანი ცვლილებებია, კარგი ცვლილებებია, რაც ძალიან კარგია და ქვეყანას სჭირდება", - აღნიშნა თავდგირიძემ.
თავდაცვის სამინისტროსთან ამ წუთებში მინდია ჯანელიძესა და თინა ხიდაშელს ელოდებიან.
გვერდი 29/ 29-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური