საქართველო და ლიეტუვა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 08 მარტი 2019 15:18

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვას რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას  ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში გაიმართა.

“ამ სფეროში როგორც ნატომ, ისე მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოება აიყვანეს  ოპერატიული განზომილების სივრცეში და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა, განიხილება ახალ ოპერატიულ განზომილებად.  ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კიბერშემოტევების შედეგად შეიძლება გარკვეული საფრთხეები შეექმნას. ამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ.

გაფორმებული დოკუმენტი მიზნად ისახავს კაუნასის რეგიონალური კიბერთავდაცის ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კიბერსწავლებების დაგეგმვა-აღსრულებასა და ძალისხმევის კონცენტრაციას ეროვნული და საერთაშორისო კიბერინციდენტების შემთხვევაში. აღნიშნული ასევე ემსახურება როგორც ზოგადად კიბერუსაფრთხოების სფეროს განმტკიცებასა და გაძლიერებას, ასევე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სეგმენტის მეტ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოსთან ურთიერთავსებადობის მაღალი სტანდარტის მიღწევას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ლიეტუვას ეროვნულ სწავლებაში “Amber Mist 2019”.

წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა, - ჯანელიძე თავდაცვის სამინისტოს სკანდალზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 10:25

თავდაცვის ყოფილი მინისტრის  მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების სამხედრო ობიექტებიდან ინფორმაციის შესაძლო გაცემის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილ

" აბსურდული ბრალდებაა. ეს  პოლიტიკურ სპეკულაციას უფრო გავს, ვიდრე რამე საქმეზე ლაპარაკს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა  და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო,  თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი," - აცხადებს მინდია ჯანელიძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური