შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 12 მარტი 2019 13:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 8 მარტს გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

შსს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 13:59

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. მათივე ცნობით, გუგეშაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული მისი შვილი კი გარდაიცვალა. 

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირანის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 12:45

ირანის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Tasnim იუწყება. 
არსებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც ცნობილი გახდა, ოთხი უცნობი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, ასევე იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო. 

ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს, - შალვა ხუციშვილი ხვედელიძეზე თავდასხმის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 15:01

"პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ  ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენს ალბათ გვეტყვის  გამოძიება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, სანამ გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთი რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს და დაწყებულია გამოძიება 117-ე მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას ანუ ცემას,“  - აღნიშნული განცახადებაშს მინისტრის  მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძეზე განხორციელებული თავდასხმის სესახებ გააკეთა.

თავდასხმა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 12:43

 თავდასხმა მოხდა გელა ხვედელიძეზე, -  შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. 

 

საფრანგეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ქალი დაჭრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 10:24

თავდასხმა საფრანგეთში.  ქალაქ მონტო-ბანეში შეიარაღებული მამაკაცი ცივი იარაღით, ქუჩაში გამვლელ ქალს თავს დაესხა. 

ეჭვმიტანილი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და გაჩერების შესახებ პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.  შემდეგ, ეჭვმიტანილმა ავტომობილი მიატოვა და გამვლელებს დანით დაესხა თავს. მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა. 

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ციურიხის ისლამური ცენტრის შენობასთან სროლების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 23:50

შვეიცარიაში, ციურიხის ისლამური ცენტრის შენობასთან სროლების შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყდნობით იუწყება. 
ციურიხის პოლიცია ამ მონაცემებს ადასტურებს. თუმცა, ამ დრომდე დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. სამართალდამცველებს შემოსაზღვრული აქვთ ტერიტორია. ამ დროისთვის დაუზუსტებელია, იყო თუ არა ისლამური ცენტრი თავდასხმის მიზანი.

რუსეთის ელჩი ანკარაში თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 20:48

რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში, რომელზე თავდასხმაც ანკარაში ერთ-ერთ გალერეაში განხორციელდა გარდაიცვალა. მისი მისამართით თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა რამდენიმეჯერ განახორციელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა გასროლის შემდეგ წარმოტქვა სიტყვები: „ჩვენ დავიხოცეთ ალეპოში, თქვენ დაიხოცეთ აქ“. ამასთანავე ვრცელდება ფოტო, სადაც მკვლელი არის ასახული, რომელსაც შავი პიჯაკი აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' რაიონული ორგანიზაციის ოფისს თავს დაესხნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 13:48

გუშინ ღამით  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს  რაიონული ორგანიზაციის ოფისს თავს დაესხნენ. ქვებისა და საღებავის გამოყენებით  დაზიანებულია ფანჯრის მინები და შეღებილია რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერი.  მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. 

მერსი სულხანიშვილს თავს დაესხნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 16:39

მერსი სულხანიშვილს თავს დაესხნენ, ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჟურნალისტი ავრცელებს. მისი თქმით აღნიშნულ ფაქტზე საქმე უკვე აღძრულია:

"დღეს დაახლოებით 21:45 წუთზე ვიმყოფებოდი აღმაშენებლის 75 ნომერში ვიჯექი კიბეზე მეგობართან ერთად, მოულოდნელად ჩემთვის სრულიად უცნობი გოგონა მომვარდა, (სამი გოგო იყო მათგან ერთერთმა) ჯერ სიტყვიერი შეურაწყოფა მომაყენა შემდეგ კოკაკოლა შემასხა და გაიქცნენ ვარდების ბაღში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. იმედია მალე იპოვიან დამნაშავეებს და მალე დაისჯებიან კანონის შესაბამისად. უკვე მერამდენედ შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივი პროვოკაციული თავდასხმა? პირველი ნიკორას ამბავი შეგრჩათ ეს აღარ შეგრჩებათ! საკმარისია საზოგადოების აბუჩად აგდება და მანიპულირება. 
P.S ერთი ბრძოლის მოგება ომის მოგებას კი არ ნიშნავს."- წერს მერსი სულხანიშვილი ფეისბუკზე.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური