სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 16 დეკემბერი 2018 20:31

თელავში დღეს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე და მან ინაუგურაციის სტუმრებსა და საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის მისი მიზანი. „გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი. როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

შაშიაშვილი ვაშაძისა და ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინტელიგენციისგან - დებატებზე შუამდგომლობას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 22:08

დღეს, 8 ოქტომბერს,  პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ  შაშიაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესსკონფერენცია გამართა.

მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დანარჩენი  პრეზიდენტობის კანდიდატებისგან  ერთობლივი შეხვედრის ჩატარება ამომრჩევლის წინაშე. ისაუბრა შიშზე, რადგან ყოფილი და ახლანდელი მმართველი გუნდების წარმომადგენლები ძალიან უფრთხიან  მასთან  დებატებს.

თემურ შაშიაშვილმა მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ლადო კახაძეს, რეზო ამაშუკელსა და ზურა ყიფშიძეს ,  რომლებიც ღიად აფიქსირებენ  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის  მხარდაჭერას და დანარჩენ საზოგადოებას ოცნების მიერ მხარდაჭერილი  ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ  .

თეიმურაზ შაშიაშვილმა მოითხოვა, უშუამდგომლონ  მას, როგორც ძველ მეგობარს,  ქბ-ნ სალომე ზურაბიშვილთან , რათა ეს უკანასკნელი პირდაპირ  ეთერში  ბატონ თემურთან დებატებში დაჯდეს.

იგივე სახის გზავნილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  სააკაშვილის კანდიდატის მხარდამჭერ ბასსაც აახლა და  მოითხოვა  პაატა ბურჭულაძისგან, იყოს შუამავალი   მის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძესთან, რათა თეიმურაზ შაშიაშვილმა  მისგანაც   მიიღოს დებატებზე თანხმობა. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ხვალ ბორჯომში  მისი პროგრამული ორიენტირების რეგიონალური წარდგენა დააანონსა, რომელზეც , ტრადიციულად,  კონკურენტი კანდიდატები  მიიწვია.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის განცხადებას"რუსთავი-2"თან დაკავშირებით აკრიტიკებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:29

პარტია „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს.

როგორც ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტის განცხადება ყველა ზომიერების ნორმას გადაცდა.

“ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას… ასეთი განცხადება სწორედაც იმას უწყობს ხელს, რასაც, ვითომცდა, პრევენციას უკეთებს… „ნაცების“ პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს… მთავრობას რომ ბევრი ნაკლი აქვს, ფაქტია, მაგრამ ეს იმის საფუძველი ვერ იქნება, რომ „ნაცების“ სტრატეგიას მხარი აუბა! პირადმა ამბიციამ და ქიშპობამ როგორ უნდა დაგაბრმავოს იმ დონეზე, რომ „ნაცების“ ატეხილი სამოქალაქო დაპირისპირების სცენარი პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გააჟღერო და ლეგიტიმაცია მისცე”, – წერს ზურაბიშვილი.

წამპალი მიიჩნევს, რომ უკვე შეიძლება უფრთო ანგელოზად გაასაღოს თავი, რაც იდიოტის წყობიდან გამოსვლას იწვევს-ზურაბიშვილის პოსტი ცოლიალურ ქსელში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 13:56

დედაქალაქის საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„აი, ნამეტანი წამპალი რომ არის ტიპი და იცის რომ იდიოტთან აქვს საქმე და უცებ ეს იდიოტი რომ ისეთ სისულელეს აკეთებს, ის წამპალი მართალი რომ გამოდის და თან ეს სიმართლეც ნამეტანი აშკარა რომაა (იდიოტი რისი იდიოტია აბა?), წამპალი კი ამ სიმართლეს ისე აფორმებს, თითქოს მამა აბრამის ბატკანი იყოს კუბში, არადა ყველამ იცის რომ წამპალია, თვით იმ იდიოტმაც, რომელიც, აღშფოთებული ასეთი წამპლური უტიფრობით, კიდევ უარეს იდიოტობას სჩადის, რის გამოც წამპალი მიიჩნევს, რომ უკვე შეიძლება უფრთო ანგელოზად გაასაღოს თავი, რაც იდიოტის წყობიდან გამოსვლას იწვევს და შესაბამისად მისი ქმედებებიც მთლად იდიოტური ხდება, თუმცა წამპალი, იჯერებს რა რომ ამდენი იდიოტობის ფონზე მისი წამპლობა სახსენებელიც არაა, გულწრფელად იწყებს იმის დაჯერებას, რომ ის იდიოტი არა მხოლოდ იდიოტია, არამედ მასზე უფრო წამპალი, რასაც მისთვის დამახასიათებელი წამპლურობით ამცნობს იმ იდიოტსაც, რომელიც უკვე ჭკუიდანაა გადასული და რას აკეთებს თვითონაც არ იცის, მხოლოდ სიძულვილს ჰყავს ატანილი და უნდა ეს წამპალი ტიპი საერთოდ გააქროს, მაგრამ ის კი არ ქრება, პირიქით, უფრო მეტს ყვირის, ისტერიას ტეხს, და უკვე სერიოზულ სტადიაში გადადის იდიოტის აღშფოთება და მის ხმაურსა და მძვინვარებას არ აქვს სამზღვარი...

უილიამ ფოლკნერის გამოუქვეყნებელი წერილიდან "ხმაური, მძვინვარება, და ფანტაზია"

(გაგრძელება იქნება)“ - წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის Facebook- პოსტი - რუსეთი, ენერგეტიკა, გაზპრომი, და ჩვენ!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 12:19

გაზპრომის გავლენის გაზრდას ქართულ ენერგეტიკაში არ ვუჭერ მხარს! ასევე არ ვუჭერ მხარსჩვენ ამ ფორმით უფრო მჭიდროდ მიბმას რუსეთზე?

ეს იმ დროს როცა ირანი უბრუნდება საერთაშორისო ბაზარს და როცა ბევრად მნიშვნელოვანიავეძებოთ ალტერნატიული წყარო მაგალითად სომხეთსე გამვლელ მილის გამტარიანობისგაზრდით და იქიდან ირანის გაზის შემოტანით ; ამავე დროს გათბობაზე თუ არის საუბარი, და მზის ენერგიასთან ერთად - რომელზედაცროგორს სჩანს მთავრობამ დაიწყო ზრუნვა (და იმედი მაქვს არა მხოლოდ როგორცკონტრარგუმენტი გაზპრომის წინაარმდეგ დაფიქსისრებული პოზიციებისა) რატომ არ ვიყენებთჩვენთან არსებულ თბოენერგიის წყაროებს, რითაც ოდესრაც თბილისის რამოდენიმე უბანისგათბობა ხერხდებოდა, რომელიც ასევე თითქმის მთელ სამეგრელოს ტერიტორიაზე ადვილადმოიპოვება?ან კიდევ რატომ არ მოვითხოვთ, ამ სტრატეგიულ მიზნის მისახწევად -რასაც ჰქვია ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნება- ნატოს დახმარებას, ნატოსი, რომელიც ჩვენ სხვა მოლოდინსალბათ კარგა ხანს ვერ დაგვიკმაყოფილებს, და ვთხოვოთ ნატოში შემავალ პარტნიორებსსაქართველოს მზის და ქარის ენერგიის დანადგარების შეძენაში მოკლე ვადიანი დახმარება

გაუწიონ.კიდევ ზღვის ენერგია და ბიომასები... ანუ ჩვენ ვართ ის ქვეყანა რომელსაც გააჩნია ყველაზედიდი ამპლიტუდა შესაძლებლობების და მისი მცირე მაშტაბიდან გამომდინარე შეიძლებაგახდეს პატარა მაგალითი თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დივერსიფიცირებული ენერგიტკა

ქვეყანაში...იმის მაგივრად რომ გავხდეთ მოდელი, ამ რეგიონში ავანგარდი, გზები ვეძებოთ ( მეტადრემსოფლიო კლიმატურ კონფერენციის მზადების პერიოდში), რატომღაც ჩვეენი ენერგეტიკისმინისტრის მოსაზრებები მხოლოდ წარსულს უტრიალებს: მეგალოჰესები (რომლებიც მთელმსოფლიოში უკვე კითხვის ქვეშ იმყოფებიან) და რუსეთის გაზი (რომლის იმპორტსი შემცირებას

ყველა ცდილობს დღეს ... ევროპაც კი!) ... ან მას რაღაც სხვა ინტერესი ამოძრავებს ან არ იცისთავისი საქმე ბოლომდე!ვეთანხმები იმასაც რომ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ანგარიში ამ საკითთანმიმართებაში....და რომ მთავრობა ვალდებულია ყურად მიიღოს ეს ბუნებრივი და ლეგიტიმური

აღშფოთება და გაიხსენოს რომ არჩევენბი არც ისე შორია!თუმცა 17 ოქტომბრის გამოსვლას არ ვეთანხმები, რამეთუ აქ ენერგეტიკა, დამოუკიდებლობა,და საქართველოს ბედი არაფერ შუაშია...საქართველოს დამოუკიდებლობის გამყარებაზე რომ ეფიქრა იმ ძალას, ვინც დღეს გევძახისგამოსვლისკენ, მაშინ როდესაც აიეს-თელასი რუსულ რაოესს მიჰყიდეს, და კიდევ ენგურჰესი,ელექტრო და თბოსადგურები,სპილენძი, ოქრო,თბილისის წყალი, ოდნავ მაინც დამაჯერებელიიქნებოდა დღეს! მაგრამ მაშინ სად იყო და რატომ სიტყვა არ თქმულა საქართველოსინეტრესების დასაცავად რუსეთის იმპერიალისტურ გეგმების წინაშე !? ანუ აქ გვაქვს საქმეჩვეულებრივ ფარისევლობასთან და პოლიტიკურ მანიპულაციასთან... ექს ნაციონალები , რაღადარჩენიათ , რუსეთის თემით - ხან ოკუპაციის წინააღმდეგ , ხან გაზპრომის, ცდილობენდაიმკვიდრონ პატრიოტული ნიშა.... მაგრამ წარსული რომ გვახსოვს, მათი ყველაფერი რომ გვახსოვს ამას ვერას უზამენ!

გამოკითხულთა 83 პროცენტის აზრით, ისინი უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 11:57

NDI-ის მიერ ჩატერებული კვლევების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი კარგი ადგილია ბავშვის აღსაზრდელად 25 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.გამოკითხულთა 83 პროცენტს მიაჩნია, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას ცხოვრობენ, 15 პროცენტი კი პირიქით ფიქრობს.გამოკითხულთა შორის არის როგორც დედაქალაქის, ასევე 9 რეგიონის მოსახლეობა.ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა  საზოგადოებრივი კვლევის დროს 4 ათას 500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. კვლევა  საქართველოში თვითმმართველობის ინსტიტუტის მუშაობას ეხება. 

"მიშა, მოქალაქეობა, ნაცების წასვლა/გადასვლა და ოდესა"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 ივნისი 2015 15:05

პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტს ავრცელებს, თემაზე:

"მიშა, მოქალაქეობა, ნაცების წასვლა/გადასვლა და ოდესა"

"ძალიან არ მსიამოვნებს მიშაზე წერა.... და მართლაც დიდი ხანია არც მიხსენებია, ვცდილობ მისი სურათები ნაკლებად გავაზიარო და მის ყოველი ნაბიჯი არ გავაკომენტარო.
მაგრამ ჩემდაუნებურად ეხლა მიხდება ამ ბოლო ეპიზოდებზე კომენტარის გაკეთება რამეთუ ვგრძნობ რომ, კიდევ ერთხელ შესაძლოა მის გამო, ხელი შეეშალოს კარგ და აუცილებელ ქართულ საქმეს.
ჯერ იმით დავიწყოთ რომ მიშას ქმედებებიდან არა მგონია რომ ყველაზე "სამარცხვინო" ან "მიუღებელი" იყოს მისგან მოქალაქეობის დატოვება: ჯერ ერთი რომ თვითონ არ ტოვებს მოქალაქეობას, არსებული კანონი (რომლის შეცვლას ვითხოვთ ამდენი ხანია --- სხვა მიზეზების გამო) ასე მოითხოვს როგორც შედეგი მის მიერ მიღებული უკრაინულ მოქალაქეობისა.
ჩემის აზრით ბევრად უფრო შეურაცხყოფელი იყო პრეზიდენტობის ინსტიტუტისთვის მის მიერ სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლის ადგილის დაკავება (ამისგამო და იმიტომ რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის ინსტიტუტები დააკნეინო, უარი ვთქვი არა ერთხელ შემოთავაზებულ საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში ელჩის რანგით თუნდაც პრესტიჟუ ქვეყანაში დაბრუნებაზე, რამეთუ საქართველოს მინისტრი არ უნდა დავიდეს სხვა ქვეყნის ელჩობაზე, და არც პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მრჩევლობაზე ან გუბერნატორობაზე) ... მაგრამ ეს, ჩემის აზრით, ეკუთვნის უფრო "შეცდომის" ან კიდევ სწორი ეთიკურ სკალის უქონოლობის და პიროვნულ ნორმების არღვევის კატეგორიებს, რომლებზედაც როგორც გემოვნებაზე არ დაობენ! ბევრად უფრო მიუღებელი იყო მისი საქციელი ქვეყნის და მის მოსახლეობის მიმარ, რისთვის ჯერ პასუხი არ უგია - ომის დროს და ომის შემდეგ - რომ ამაზე არ ატყდეს ასეთი აჟიოტაჟი. მიშა უნდა დაისაჯოს დანაშაულების გამო და არა მასგან მოვითხოვოთ უცებ "ჩერჩილობა" ან "რუზველტობა" !
მე უფრო მაღელვებს ამ შემთხვევაში არა მიშასგან - ან უფრო სწორედ იუსუტიციის მინისტრის მიერ - მოქალაქეობის ჩამორთმევა, ვიდრე ის თუ რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი ჩვენს მიერ წამოწყებულ და ჯერ შუაგზაზე გაჩერებულ მოქალაქეობის არ ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტაზე. მე უფრო მადარდებს ემიგრანტების ბედი და მათთვის უკანა გზის არ გადაჭრა, ვიდრე მიშას ჩამოერთმევა თუ არა მოქალაქეობა როცა მის მიმართ სასამართლოს ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს.
სამაგიეროდ მაოცებს საჯარო რეაქციები ხელისუფლების ზოგიერთი პირის, კერძოდ თეა წლუკიანი მართლაც უფრო დ აუფრო მაკვირვებს , რას ნიშნავს "როცა მოგვინდება" და "დამოკლესის მახვილიო მის თავზე ეკიდოს"? კანონი ან არსებობს ან არა ? და სხვათაშორის კანონი არ მოითხოვს პრეზიდენტისგან "ჩამორთმევის გადაწყვეტილებას" (პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭიროა დღევანდელ კანონმდებლობით მხოლოდ მინიჭებისთვის, მაგრამ არა იმ ავტომატურ ჩამორთმევისთვის რომელიც თან ახლავს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას!) ... ანუ იუსტიციის მინისტრისთვის უცნობია საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა და ამავდრმოულად ის უყურებს კანონს როგორც დასჯის ინსტრუმენტს ( თავზე ეკიდოს და ვნახოთ როდის ვიხმაროთ) და არა როგორც ყველასთვის ერთს და ყველაზე ერთნაირად გავრცელებულ ნორმას! ისიც არ იცის ან ყოველშმეთხვევაში არ გვეუბნება მიშაზე ვრცელდება თუ არა ის საპირისპირო კანონი ანუ მოქალაქეობის არ ჩამორთმევის როცა ადამიანი ან ბრალდებულია და ან განაჩენის ქვეშ! იმყოფება!
მოკლედ მიშას მიხედონ სასამართლოთი.... და მას არ გადააყოლონ კანონის შეცვლა რომელიც ბედს გადუწყვიტას უამრავ ემიგრანტს და რომელიც აუცილებელია კონფლიკტურ რეგიონებში პასპორტიზაციის პოლიტიკის დასამარცხებლად!
ორი სიტყვა ნაცების წასვლაზე თუ გადაბარგებაზე : რამდენი ხანია ნაციონალური მოძრაობა მისასგან და ბედისგან მიტოვებული იშლება... ეს დაშლა და მისი ნამდვილი ძალის გამოჩენა ხელოვნურად შეჩერებული იქნა დღევანდელ ხელისუფლების მიერ როცა მან ეს ძალა "გახადა", "დატოვა" როგორც ერთადერთი ოპოზიცია და მას მონოპოლია ოპოზიციონერობის გადასცა ხელში. ამის მიზეზიც გასაგები იყო - დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც არც ნდობა და არც ხალხში გავლება აღარ გააჩნია ყველაზე კომფორტაბილური ოპოზიცია გახლავთ ხელისუფლებისთვის რომელიც თავის ქმედებებში დარწმუნებული ვერაა... რეს უკვე თუმცა კერ კიდევ დისკრედიტირებული, ხელისუფლების უნიათობით ცოტა არ იყოს გამაგრდა ოპოზიცია ... ნაცების დაბრუნების შანსი ქვეყანაში არ არსებობს რეალურად, მაგრამ თუ ახალი სახეები, მიშასგან ჩამოშორებულნი, ვითომც და ნაკლებად "პასუხისმგებლები" წინა რეჟიმის დანაშაულებებზე შეიკრიბება შესაძლოა რომ მათ მოახერხონ ბარიერის გადალახვა და ამდენად სამომავლოდ ნაციონალური პარტიის კონსერვაცია! ეს განახლება , ახალ სამოსსში გარდაქმნა არის ცნობილი ხერხი თავის დროზე კომუნისტურ პარტიების მიერ გამოყენებული და არა ახალი... რამდენად დამაჯერებლები იქნებიან ესენი ძნელი სათქმელია ...ე ს იფრო პიროვნულ გადარჩენის და საპარლამენტო სკამის გადარჩენის მცდელობას ჰგავს და დიდ საფღთხეს არ წარლოადგენს რამეთუ მეხსიერება კიდევ გააჩნია ქართულ სახოგადოებას... ანუ დიდ დროს და მჯელობას ამ გადარბენებს ნუ დავუთმობთ!
რაც ეხება ოდესას, შესაძლოა დიდი საფრთხე იყოს ჩამარხული... რომელიც უფრო უნდა აღლევებდეს უკრაინელებს ვიდრე ცვენ... მაგრამ როგორც უკრაინის მეგობარი და მისი დამოუკიდებლობის გულშემატკივარი, ნადმვილად არ ვანდობდი ამ ქალაქის ბედს იმ პიროვენბას რომელმაც შეძლო ამდენი საქართველოს ტერიორიის დაუკარგა და რუსეთისთვის გადაცემა !
ვუსურვოთ ოდესას რომ მიშა მალე კიდევ სხვა ადგილას გადაიყვანონ... დროულად.... შეიძლება ბოლოს და ბოლოს ჩვენთან და თავის ქვეყნის სასამრთლოს წინაშე წარდგეს ..... როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს !", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური