ზურაბ ჯაფარიძე ჯონ მაკკეინს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 11:24

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. ზურაბ ჯაფარიძემ სენატორს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის კადრები გადასცა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემები. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სენატორმა ხაზი გაუსვა ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მეშვეობით, უცხოელი დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს

„ივანიშვილი არც არასდროს წასულა პოლიტიკიდან“ - ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 11 ივნისი 2016 22:56

„მთავარი პრობლემა ამ ხელისუფლების და ალბათ, ივანიშვილისაც არის ის, რომ მათ კარგად არ აქვთ გააზრებული, რა არის ეკონომიკა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკა არ წასულა რეცესიაში, ბოლო წლებში არ მომხდარა ეკონომიკის შემცირება. გვაქვს ზრდა, მაგრამ ეს ზრდა არის მინიმალური. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მაღალგანვითარებული ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა, აკმაყოფილებდეს 2-3%-იანი ზრდა, მაშინ ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. ეს ზუსტად აჩვენებს სად ვიქნებით 5, 10, 20, 50 წელიწადში. ამიტომ მთავარი არჩევანი, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ გასაკეთებელი, არის - რა გვინდა ჩვენ, რამდენ ხანში გვინდა მივაღწიოთ, იმას რომ ვიყოთ ნორმალური განვითარებული ქვეყანა. რაც არ ესმის „ქართულ ოცნებას“ არის ის, რომ მათ გადადგეს უამრავი არასწორი ნაბიჯი ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით...რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მან ერთხელ თქვა უკვე რომ წავიდა და აღარ არის პრემიერ-მინისტრი, თუმცა რეალურად არც არასდროს წასულა და ის არის ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. არც ახლა გააქტიურდება განსაკუთრებულად, უბრალოდ ახლა საჯაროდ გამოჩნდება.“ - განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის შეკითხვებს“ ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს.

ზურაბ ჯაფარიძე ყოფილ და მოქმედ პრემიერს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 15:43

პარლამენტის სხდომაზე განცხადებები საპარლამენტო ოპოზიციამ გააკეთა. ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ ეკონომიკურ პროგრამასთან დაკავშირებით მზად არის დებატებში დაუჯდეს.„შევხვდები და დეტალებში მოვუყვები, ვაჩვენებ გავლებს, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ლუკა კურტანიძემ განცხადება გააკეთა.„ჩვენს პარლამენტს აქვს მაგალითი, რომ გვერდზე სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ერის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, ეს არის ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის იდეის ქვეშ გაერთიანებული ხალხი, რომელიც გამარჯვებული იქნება,“- განაცხადა ლუკა კურტანიძემ. 

„საარჩევნო რეჟიმის თვალსაზრისით სრულ გაუგებრობაში ვართ“ - ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 09 აპრილი 2016 20:31

„საარჩევნო რეჟიმის თვალსაზრისით სრულ გაუგებრობაში ვართ. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ რაღაც კაზუსური შექმნა, თუმცა სერიოზულ ტრაგედიას ამაში მე ვერ ვხედავ. ამით არსებითად არაფერი იცვლება. ოფიციალურად იქნება თუ არა ეს 7 თვე საარჩევნო კამპანიად გამოცხადებული, ამით, შეიძლება, გარკვეული ბარიერები ჰქონოდა თვითონ ხელისუფლებას, მაგრამ ამის გარეშეც მთელი სახელწმიფო ბიუჯეტი მათ ხელშია და ვხედავთ რაშიც ხარჯავენ. ისედაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი ხმარდება იმას, რომ მათ არჩევნები მოიგონ. ისინი არ არიან წელს ფოკუსირებული იმაზე, რომ რაიმე ნაბიჯები გადადგან, იმისათვის, რომ კონკრეტული პრობლემები მოგვარდეს ქვეყანაში. ამიტომ, თარიღის გამო შეზღუდვები ექნებოდათ თუ არა, ამით მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, ჩემი აზრით. ისედაც, სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც წელს იხარჯება, ხმარდება ქართული ოცნების ერთგვარ პარტიულ მანქანას.“ - განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, სტარვიზიის ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm-ზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს.

ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ანგარიშზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 09:58

ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა უფლებამოსილების ამოწურვამდე პარლამენტში, გიორგი ქადაგიძის მოსმენა.

როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ეს აქამდე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მმართველი გუნდის ნაწილი ისევ აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ წარადგენს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს.

იმავდროულად არ გამორიცხავენ, რომ 2014 და 2015 წლის ანგარიში ერთდროულად მოისმინონ, თუმცა ვისგან, ამას ამ ეტაზე ვერ აკონკრეტებენ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩშიც.

„ის რაც ხდება საქართველოს პარლამენტში, ეს არის ბავშვური სიჯიუტე, ან უბრალოდ შიში, რომ არგუმენტები არ აქვთ და ვერ დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას, სხვა ახსნა ამას არ აქვს,“ - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა 26 თებერვალს ეწურება.

 

ზურაბ ჯაფარიძე ლარის კურსზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 15:58

ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. სამუშაო შეხვედრას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის, საფინანსო და ეკონომიკის ექსპერტები დაესწრებიან.

“იქნება განხილვა იმისა, რა სიტუაციაშიც ახლა ვართ და მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის ასეთი კონსტრიციული განხილვისთვის, ნებისმიერი შემადგენლობით“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარის თქმით, გამოსავალი არის ერთადერთი, ქვეყანაში უნდა იყოს დაშვებული თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.

"მაინტერესებს პირველ რიგში ეროვნული ბანკის პოზიცია ეკონომიკურ პრობლემებზე. როგორ ხედავს ეროვნული ბანკი რა არის აქედან გამოსავალი, ასევე მაინტერესებს რა კითხვები აქვს საბიუჯეტო კომიტეტეს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. გამოსავალი არის ჩემი აზრით ერთადერთი - ეს არის ქვეყანაში უნდა იყოს დაშვებული თავისუფალი სავალუტო რეჟიმი და უნდა მოხდეს ლარის კურსის ფიქსირება რომელიმე ვალუტასთან“, - განაცხადა ზრაბ ჯაფარიძემ.

„საქართველოს გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია სჭირდება“ - ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 14:58

ექსპერტთა განცხადებით, იმის გამო, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ გაზზე ყოველწლიურად გაზრდილი მოთხოვნილების ფონზე არ დაიჭირა თადარიგი და არ იზრუნა აზერბაიჯანიდან მიეღო დამატებითი მოცულობები, დღეს საქართველოს უწევს „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება. თუმცა მათი აზრით, ქვეყანას შეუძლია დასახოს ამ პრობლემის მოგვარების გრძელვადიანი სტრატეგიაც.

ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთერთ ასეთ გრძელვადიან სტრატეგიად შეგვიძლია გაზსაცავის მშენებლობა ჩავთვალოთ. გარდა ამისა, იგი ეხება ირანის საკითხსაც:

„გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს სხვა დამატებითი ალტერნატივების ამუშავებას. მაგალითად, ირანის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ირანული გაზი საქართველოში მოხვდეს. ტექნიკურად შეუძლებელია, რომ პირდაპირ ირანიდან საქართველომ გაზი მიიღოს. ირანული გაზი უნდა მოხვდეს ჯერ ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში და შემდეგ მათგან მივიღოთ ჩვენ.“ - განაცხადა ჯაფარიძემ სტარვიზიის ეთერში. 

„ენერგეტიკის სამინისტრომ არ იზრუნა, რომ არ გავმხდარიყავით ამდენად დამოკიდებული გაზპრომზე“ -ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 14:54

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებლის, პარლამენტარ ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ ერთი-ორი წლის წინ უნდა გაეთვალა მოსალოდნელი შედეგი, რათა არ დავმდგარიყავით ასეთი რეალობის წინაშე. „ენერგეტიკის სამინისტრომ არ იზრუნა, რომ არ გავმხდარიყავით ამდენად დამოკიდებული გაზპრომზე“ - განაცხადა ჯაფარიძემ სტარვიზიის ეთერში.

დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანის ‘სოკარს“ აქვს იმის საშუალება, რომ მეორე მთავარი მილიდან საქართველოს მიაწოდოსბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები. გარდა ამისა, აზერბაიჯანული მხარე მზად არის, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობაში ინვესტირებისთვისაც. ამ ეტაპზე  არსებობს ტექნიკური ხასიათის პრობლემები: ამ დროისათვის აზერბაიჯანიდან შემომავალი ორი მილი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობის ბუნებრივი აირის გატარებას. საჭიროა დამატებითი კომპრესორის დაყენება. მისი განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროს შეეძლო გაზზე გაზრდილი მოთხოვნილება გაეთვალისწინებინა და წლების წინ ეზრუნა „სოკართან“ ტექნიკური პრობლემების მოგვარებაზე.

ჯაფარიძე მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ „ეს არ არის ის მოცულობა, რომლის გათიშვაც საქართველოს დაანგრევს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ე.წ. კომერციული გაზი და რაღაც დონის ბერკეტი აღმოჩნდება გაზპრომის ხელში. მისი გათიშვა ქვეყანას არ დააანგრევს, მაგრამ სერიოზული ზიანის მოყენება შეუძლია“.

ზურაბ ჯაფარიძე "გაზპრომთან" დაკავშირებით (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 14:11

„ენერგეტიკის სამინისტრომ არ იზრუნა თავის დროზე და ვერ გათვალა ის, რომ დღეს შეიძლება დავმდგარიყავით ასეთი რეალობის წინაშე და გავმხდარიყავით დამოკიდებული "გაზპრომზე". რუსული კომერციული გაზი, რომელიც მიეწოდება საწარმოებს, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები, რაღაც დონის ბერკეტი უკვე აღმოჩნდება “გაზპრომის“ ხელში და გათიშვის შემთხვევაში, შეიძლება არ დაგვანგრიოს, მაგრამ დაგვაზიანებს როგორც მინიმუმ,“- განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ „აქტუალურ თემასთან“ ინტერვიუში. გასაიდუმლოებული მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ - ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხი - უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დეპუტატი, პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს. გადაცემის სრული ვერსია ნახეთ დღეს, 15 იანვარს, 21 საათსა და 30 წუთზე.

ზურაბ ჯაფარიძე გაზპრომთან კალაძის მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 15:29

ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე გაზპრომსა და კახა კალაძეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება. 

დეპუტატი მოითხოვს, რომ მინისტრმა სრულყოფილი ინფორმაცია გაასაჯაროოს თუ რა თემებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

"საქართველოს თუ ჭირდება დამატებითი ბუნებრივი აირი ეს აზერბაიჯანს შეუძლია უზრუნველყოს. სართოდ რატომ დაიწყო მოლაპარაკებები, რაზე არის მოლაპარკებები 
და რა საფრთხეებს შეიძლება ველოდოთ. ინფორმაციას კონკრეტულად უნდა ვიღებდით, უნდა ვიცოდეთ რაზე არის საუბარი და მერე ჩვენ გადავწყვეტთ არსებობს
თუ არა საფრთხეები,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

 

 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური