ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 13:49

10 აპრილს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ სტრასბურგში მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზას დაიტანენ: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თ. ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

პრეზიდენტმა მოხსენების დაწყებამდე ზურაბ ჟვანიას ხსოვნას მიაგო პატივი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 14:38

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მხოსენება წუთიერი დუმილით დაიწყო. პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს 11 წლის წინ გარდაცვლილ პრემიერმინისტრს ზურაბ ჟვანიას. 

“მე მიდნა გავიხსენო ადამინი, რომელიც იყო ჩემი მეგობარი, თქვენი ბევრის თანამებრძოლი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთერთი მთავარი არქიტექტორი. 11 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა, დღევანდელ დღეს, ჩვენი მეგობარი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია. მე გთხოვთ, რომ ჩვენი თანამებრძოლის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ", - განაცხადა გიროგი მარგევლაშვილმა. 

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა, გარდაცვალების ოფიციალური ვერსია გაზის გაჟონვაა. 

პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 17:31

9 დეკემბერს ზურაბ ჟვანია 52 წლის გახდებოდა. ზურაბ ჟვანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა.

ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზის პასუხები-რას ამბობს გარდაცვლილის ძმა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:39

ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ჩიხში არ შესულა, პირიქით, ძალიან საინტერესო დეტალები იკვეთება და საქმის გასახსნელად ინტენსიური მუშაობა გრძელდება, - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის , ზურაბ ჟვანიას ძმა, დეპუტატი გოგლა ჟვანია . 
გოგლა ჟვანია ელოდება, რომ ძალიან მალე სერიოზული ძვრები მოხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
"ცხადია, არის სიახლეები, რომლებზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი.
FBI-ს დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ის ადასტურებს, რომ იქ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. შეფასებით ნაწილში კი ორაზროვანი ფრაზებია. ვფიქრობ, მთავარი მაინც ექსპერიმენტული ნაწილია. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია - სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, CO სწორედ არასრული წვის პროდუქტია", - აცხადებს გოგლა ჟვანია. 
მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მოწმეებიც არსებობენ; ასევე, ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩნდა ფირი, სადაც ზურაბ ჟვანიასთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები ჩანს. 
"ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან უამრავ მასალას შორის მას კარგად არ დააკვირდნენ. ის გადაიღო შსს-ს ოპერატორმა, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია ჩაკერებული. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვ. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს. ამ დასკვნაში წერია ის, რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება", - განმარტავს გოგლა ჟვანია. 

კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას სულს პატიებას სთხოვს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 11 ივლისი 2015 11:28

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გუშინ სასამართლოში განხილვა გაიმართა. გარდაცვლილის დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის განცხადებით, იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა. 

ამის შესახებ გუშინ, სასამართლოში შესავალი სიტყვის დროს ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პატიებას სთხოვს ზურაბ ჟვანიას სულს. კობა ხარშილაძემ განაცხადა,  რომ ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა. 

ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ აქამდე არც მას და არც ძაძამიას არავითარი საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ და არც ერთ ინტერვიუში არ უსაბრიათ. 10 წლის განმავლობაში, როგორც ხარშილაძე ამბობს, ეს თემა არაერთხელ გამოიყენეს,  მათ შორის პოლიტიკური დივიდენდებისთვის.

 კობა ხარშილაძემდე შესავალი სიტყვით სასამრთლოს წინაშე ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია წარსდგა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და კობა ხარშილაძე, ღმერთის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე სუფთა ადამიანები არიან. პროცესი შესავალი სიტყვების შემდეგ გადაიდო და 14 ივლისს, 11:00 საათზე გაგრძელდება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური