მსოფლიოში ზიკას ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:55

ზიკას ვირუსმა ვენესუელაში სამი ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში ინფიცირების 319 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან სამი პაციენტი იმდენად დამძიმდა, რომ მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მესამე პაციენტი გარდაიცვალა ვირუსის გართულებით ბრაზილიაში. ორი ახალი შემთხვევა კი პერუში დადასტურდა. საშიში ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად 15 ფარმაცევტული კომპანია მუშაობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინების ფართომასშტაბიანი გამოცდები მხოლოდ 18 თვის შემდეგ დაიწყება. ორგანიზაციის ინფრომაციით, უახლოეს დღეებში ბაზარზე სპეციალური დიაგნოსტიკური ტესტები გამოჩნდება, რომლებიც ზიკას ვირუსის გამოვლენას გახდის შესაძლებელს.

ჩინეთში ზიკას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 13:40

ჩინეთში ზიკას ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი 34 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ სამხრეთ ამერიკიდან ქვეყანაში დაბრუნდა. ის 6 თებერვლიდან კარანტინშია მოთავსებული. 

ზიკას ვირუსი, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც ინფიცირებულ ადამიანს მისი გამოვლენა უჭირს. 

ვირუსი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა, ორსულობის პერიოდში ინფიცირების შემთხვევაში, ნაყოფს, შესაძლოა, მიკროცეფალია განუვითარდეს. ბრაზილიაში ამ დიაგნოზით უკვე რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა.

ზიკას ვირუსი ევროპას უტევს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 12:25

პირველად ებოლას ვირუსის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალურ საფრთხედ ახალი ეპიდემია, ზიკა დაასახელა. ამჯერად ვირუსი 26 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ყოველდღიურად მეტი ბავშვი მიკროცეფალიის დიაგნოზით იბადება. მხოლოდ ბრაზილიაში დაავადებულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ზიკასგან დამცვავ საშუალებებად, ამ დროისთვის, მხოლოდ კოღოების საწინააღმდეგო სპრეი და დაცული სექსი სახელდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაისხან იმ ადამიანთა სისხლი, რომლებიც ზიკას ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ. ზიკას პირველი ფაქტი დაფიქსირდა ესპანეთში, სადაც ვირუსი ფეხმძიმე ქალს აღმოაჩნდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დაინფიცირებული ქალი კოლუმბიაში იმყოფებოდა

მსოფლიოში ზიკას ვირუსის საგანგაშო სტატისტიკა ფიქსირდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 29 იანვარი 2016 12:55

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზიკას ვირუსის გავრცელების ტემპს საგანგაშოს უწოდებს. ვირუსის შემთხვევები უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი. ჟენევაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა,ზიკას ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს.3 შემთხვევა ნიუ-იორკში დადასტურდა. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში კი უკვე მასშტაბურ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. კოსტა რიკისა და ჩილეს აეროპორტებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მგზავრთა სამედიცინო შემოწმება დაიწყეს. ზიკას ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან ის ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური