"ზიკა" ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ტეხასში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 12:22

"ზიკა" ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ტეხასში. დაღუპულია ბავშვი, რომელიც მიკროცეფალიით დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, ორსულობის დროს დედა ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმყოფებოდა სამოგზაუროდ. 

ზიკას გადამტანი კოღო აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 12:57

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკას ვირუსთან  არ არის კავშირში.

„ამ შემთხვევაში, ეს ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის, რადგან ზიკას ვირუსის გადამტანი არ არის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კოღო ანოფელესი. ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, მასთან ბრძოლა მიმდინარეობს. თევზი გამბუზია ანოფელესს ანადგურებს. რაც შეეხება ზიკას, მისი გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე,“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ზიკას ვირუსი ევროპას უტევს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 12:25

პირველად ებოლას ვირუსის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალურ საფრთხედ ახალი ეპიდემია, ზიკა დაასახელა. ამჯერად ვირუსი 26 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ყოველდღიურად მეტი ბავშვი მიკროცეფალიის დიაგნოზით იბადება. მხოლოდ ბრაზილიაში დაავადებულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ზიკასგან დამცვავ საშუალებებად, ამ დროისთვის, მხოლოდ კოღოების საწინააღმდეგო სპრეი და დაცული სექსი სახელდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაისხან იმ ადამიანთა სისხლი, რომლებიც ზიკას ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ. ზიკას პირველი ფაქტი დაფიქსირდა ესპანეთში, სადაც ვირუსი ფეხმძიმე ქალს აღმოაჩნდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დაინფიცირებული ქალი კოლუმბიაში იმყოფებოდა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური