ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მიღებას მართავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 14:19

გამარჯვების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მიღებას გამართავს. თურქეთში ყოველი წლის 30 აგვისტოს გამარჯვების დღესასწაული და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება.

„1919-1922 წლებში თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სამამულო ომი, რომლის დროსაც ყველაზე მნიშვნელოვანი და უკანასკნელი ბრძოლა მოხდა 1922 წლის 30 აგვისტოს, რის შედეგადაც დასრულდა თურქეთის სამამულო ომი და თურქეთი ოკუპაციისაგან გათავისუფლდა“, - აცხადებენ საელჩოში.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ,,თურქეთი დემოკრატიული ქვეყანაა, ის იმართება კანონის მიხედვით და ჩვენი ხელისუფელბა პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა''

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 23 ივლისი 2016 14:16

ბატონო ელჩო, მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში.

ელჩი - გამარჯობა, მადლობა მობრძანებისთვის, ყოველთვის, როდესაც თქვენ ინტერვიუს გაძლევთ, ცუდ ამბებზე გვიხდება საუბარი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს კარგ ამბებზეც მოგვიწევს საუბარი.

ჟურნალისტი - დიახ, მეც ვიმედოვნებ, რომ კარგ თემებზეც მოგვიწევს საუბარია, თუმცა ახლა მინდა განვიხილოთ თურქეთში განვითარებული მოვლენები. თქვენ ახლახან დაბრუნდით თურქეთიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რა ვითარებაა ახლა თურქეთში?

ელჩი- ვითარება ამ დროისთვის საკმაოდ სტაბილურია. თქვენ იცით, რომ სამხედროთა ნაწილმა, რომლებმაც ინსტრუქციები მიიღეს ფეთჰულაჰ გულენის ტერორისტული ორგანიზაციიდან, სამხედრო გადატრიალება სცადა. მადლობა ღმერთს, რომ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მე თურქეთში  ვიმყოფებოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით. გაიმართა პირველი შეხვედრა მაღალი რანგის სტატეგიული თანამშრომლობის საბჭოში. ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. ყველა შეხვედრამ მაღალ დონეზე ჩაიარა.

ჟურნალისტი - თურქეთის ხელისუფლება ცდილობს მკაცრად დასაჯოს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები და მათთან კავშირში მყოფი პირები. ისინი საუბრობენ სიკვდილით დასჯის აღდგენაზე. რამდენად მოდის ეს შესაბამისობაში საერთაშორისო მოთხოვნებთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებები შესახებ?

ელჩი - ის რაც მოხდა თურქეთში ერთი კვირის წინ, ეს წარმოუდგენელია. იმ ადამიანების დასჯა, ვინც დგას ამ გადატრიალების მცდელობის უკან არის არა მხოლოდ თურქეთის ხელისუფების სურვილი, არამედ თავად თურქი ხალხის სურვილი. სამხედრო გადატრიალების ადგილი არ არის 21-ე საუკუნის თურქეთში.  ისინი, კი  ვინც მსგავსი რამ გადაწყვიტეს და მისი განხორციელება დაგეგმეს აუცილებლად უნდა წარსდგნენ კანონის წინაშე და ისინი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. თურქეთი დემოკრატიული ქვეყანაა, ის იმართება კანონის მიხედვით და ჩვენი ხელისუფელბა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ვიცავთ საერთაშორისო ნორმებს, ასე, რომ როგორც გინდა მოხდეს ამ ადამიანების დასჯა, ეს მოხდება კანონისა და დემოკრატიის ნორმების სრული დაცვით. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ აქ რამე რევანშს ექნება ადგილი. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ცივი გონებით და დემოკრატიული ნორმების სრული დაცვით გავაკეთებთ. სიკვდილის დასჯის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ასეთი გზით იქნება მიღებული.

ჟურნალისტი - ბატონო ელჩო, თურქეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს გარკვეული რეგულაციები. რანდენად უსაფრხოა დღეს ტურისტებისთვის  და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქ მოგზაურობა, მაგალითად მე მაქვს თურქეთში დასვენება დაგეგმილი რამდენიმე დღეში, მაგრამ არ ვიცი წავიდე თუ არა?

ელჩი - აუცილებლად წადით, თურქეთი უსაფრთხოა ტურისტებისთვის. საგანგებო მდომარეობასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული რეგულაციები, მაგრამ საგანგებო მდოგამრეობაა საფრანგეთშიც მაგალითდ  და ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ტურისტები ვერ ჩადიან. ამიტომ, ეს ყველაფერი თურქეთში გამიზნულია უფრო მეტ უსაფრთხოებსა და წესრიგზე.  სხვა მხრივ იქ ცხოვრების წესი არ შეცვლილა. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად იმოგზაუროთ, არ არის არანაირი შეზღუდვა ადამიანების გადაადგილებასთან დაკავშირებით არც დღისით, დეა არც ღამით, ეს რეგულაციები გულისხმობს მეტ კონტროლს ქვეყანაში შესვლისას და გასვლისას, სადაც საპასპორტო კონტროლი ხდება. საგანგებო მდოგმარეობა არ ნიშნავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას. ასე რომ, ჩამობრძანდით თურქეთში, ეს სრულიად უსაფრთხოა.

„არ უნდა დავუშვათ, რომ ტერორიზმმა მიაღიოს საკუთარ მიზანს“ - ზექი ლევენთ გუმრუქჩუ (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 ივლისი 2016 13:13

„სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსწორეთ თვალი საშინელ ტერორისტული აქტს სტამბოლში. ტერორიზმი, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ჩვენ ეს ტერაქტი არ უნდა აღვიქვათ, როგორც თავდასხმა თურქეთზე ან თურქ ხალხზე. ეს არის თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე. სამწუხაროდ, დღეს ტერორიზმი არ ცნობს არანაირ საზღვრებს, რასაც ცხადყოფს თავდასხმები პარიზში, ბრიუსელში,სტამბოლში, სხვა ევროპულ ქვეყნებსა თუ იემენში. ტერორიზმის მიზანია ჩვენი დაშინება. ისინი გვაიძულებენ, რომ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი.   რადიკალი ისლამისტები ჩვეს დატერორებას ცდილობენ. ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ უფლება მიაღწიონ საკუთარ მიზანს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და გავაღრმავოთ თანამშრომლობა...ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. სწორედ ეს არის ნამდვილი მეგობრობა და სოლიდარობა, სწორედ ეს გვაძლიერებს ჩვენ და გვმატებს თავდაჯერებულობას...მინდა ქართველ ხალს ვუთხრა, რომ მსგავსი რამ შეიძლება ყველგან მოხდეს. თურქი სამართალდამცავები აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ უსაფრთხოების ზომები როგორც სტამბოლში, ასევე ანკარაში, იზმირსა თუ სხვა ქალაქებში. ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ტერორისტების. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება.“ - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ პასუხობს.

თურქეთის საელჩო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016 13:48

 თურქეთ-საქართველოს საზღვართან დაკავშირებით პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუსათვის დასმული შეკითხვის პასუხად, გაცნობებთ შემდეგს: თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ყველაზე ნათლად განმარტავს ამ საკითხთან დაკავშირებულ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა. ამ თვეში, შესაბამმა უწყებებმა ჩაატარეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით. თურქეთ-საქართველოს საზღვარი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დადგინდა 1970-იან წლებში, რაც აღიარეს მხარეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას და ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი სასაზღვრო პრობლემა არ არსებობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური