ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ინტერესებს ორი ახალი ადვოკატი დაიცავს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 12:17

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ინტერესებს ალეკო ელისაშვილის დახმარებით ორი ახალი ადვოკატი დაიცავს. ამის შესახებ  ამ საქმეში მსჯავრდებულის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. ნიკოლაძის თქმით 

 ანასტასია ზაუტაშვილს ალეკო ელისაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა, რომ მსჯავრდებულების განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმეების გამოძიებაში დაეხმარებოდა. 

"შეხვედრა შედგა საპატიმრო პირობებში. ამ შეხვედრაზე ბატონმა ელისაშვილმა როდესაც მოისმინა ქალბატონი ანასტასიასგან საქმეების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ამ თუ იმ ფორმით, რომ მიღწეულიყო შედეგი. ეს დახმარება იმაში აისახა, რომ მისი ნდობით აღჭურვილი ადვოკატები ჩაერთვენენ ამ საქმეში და ერთობლივი კოორდინაციით გავაგრძელებთ მსჯავრდებულების ინტერესების დაცვას", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

მისივე თქმით, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები  სხეულის თვითდაზიანებებით იმუქრებიან თუ მათი ცემა-წამებისა და სხვა მიმართულებებით დაწყებული გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება და დამნაშავეები არ დაისჯებიან. 


"აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე – პატიმართა ცემა-წამების, მოწმეთა ცემა-წამების, თანხების მითვისების და სხვა ფაქტებზე. დღემდე განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ არც ერთ საქმეზე პროკურატურა არ აპირებს არანაირი შედეგის დაყენებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეფექტური საგამოძიებო მოქმედებებიც არ მიმდინარეობს. მე დამიკავშირდნენ მსჯავრდებულები და მითხრეს, რომ ისინი აპირებენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას – სხეულის დაზიანებას. თუ პროკურატურა აღნიშნულ პირებს არ ცნობს დაზარალებულებად, თუ პროკურატურა არ მოგვცემს საშუალებას გვქონდეს წვდომა საქმის მასალებზე, თუ პროკურატურა დამნაშავეებს არ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მსჯავრდებულები აპირებენ მიმართონ პროტესტის ამ უკიდურეს ზომას", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

ალეკო ელისაშვილი მირიან ნიკოლაძის ბრალდებებს პასუხობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 18:27

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის ბრალდებებს პასუხობს და მათ "სასაცილოს" უწოდებს. 

ელისაშვილი პროკურატურას ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.

„ნამდვილად სასაცილოა, მე რა შუაში ვარ ამ მიმოწერასთან. გზაში ვიყავი და ფეისბუკში ვნახე ეს ამბავი. პროკურატურამ გამოიძიოს და დაადგინოს ავთენტურია არაა ავთენტური, შემდეგ წავიდეს საგამოძიებო პროცესი, დაკითხონ ის ბიჭები, ვინც ასეთ რაღაცას ამბობს და გაირკვეს ეს ყველაფერი,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ალეკო ელისაშვილს ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ფულის აღების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი ელისაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 17:45

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას ეხმაურება, როგორც ნიკოლაძე ამბობს, ალეკო ელისაშვილი ნაციონალურ მოძრაობის ინტერესებით მოქმედებს და ამით ცდილობს არსებული ვითარების გადაფარვას.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ფულის აღების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სწორედ ამის გამო მედიაში არარეალური ინფორმაცია ვრცელდება. ნიკოლაძე ინფორმაციის გამავრცელებლების დადგენას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ მოცემულ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილი და ეს არის საერთო ხელწერა. ჩანაწერის გავრცელებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. აღმოჩნდა, რომ ელისაშვილმა ვერც მესიჯები წარადგინა, სავარაუდოდ თავისივე წაშლილები. ელისაშვილმა ვერ დაუსახელა ლეგენდარული და მისტიური მოწმე გამოძიებას და შესაბამისად ვერანაირი მტკიცებულება ვერ მიაწოდა პროკურატურას. ახლა ეს უნდა გადაიფაროს რაღაცით,“ - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართული გაზეთის დღევანდელი მასალის თანახმად ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს და ასევე მიუთითებს თანხის დაახლოებით ოდენობას. სტატიაში ნათქვამია, რომ არსებობს მიმოწერის ამსახველი ფოტო მასალაც, რომელიც გაზეთს ლაშა ორბელაძესთან პირად ურთიერთობაში მყოფმა პირმა გადასცა.

პირადად,ლაშა ორბელიძე ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს,რომ მიმოწერა, რომლითაც თითქოს მტკიცდება უმრავლესობის დეპუტატების მიერ ფულის აღების ფაქტი მას არ ეკუთვნის და ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძესთან ფულზე საუბარი არასდროს ქონია. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური