გებრეისუსი: ”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ რამდენიმე თვე რთული იქნება”

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 13:58

”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) მართვის თვალსაზრისით რამდენიმე თვე რთული იქნება” - განაცხადა  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

ტ. გებრეისუსმა ჯანმოს შვეიცარიის ქალაქ ჟენევასი მდებარე ცენტრში ვიდეო კონფერენციით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ Covid-19-ის ეპიდემია ”საგანგაშო ეტაპზე გადავიდა”.

"ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის დაწყებისთანავე ვხედავთ, რომ შემთხვევები სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ვიცით, რომ როდესაც ზამთარი დადგება, რამდენიმე თვე რთული იქნება." - დამაატა ტ. გებრეისუსმა.
მისივე თქმით, იგი კმაყოფილია მრავალი ქვეყნის ლიდერის მიერ ვირუსის გავრცელების შენელების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ჯანდაცვის სისტემების დაცვის მიზნით გატარებული ზომებით და აქვე დაამატა: ”ექთნებმა და ექიმებმა ახლა უკეთ იციან, როგორ იზრუნონ ინფიცირებულ პაციენტებზე, ვიდრე ეპიდემიის პირველ დღეებში. თუმცა, როდესაც საავადმყოფოს მოცულობა შეივსება და გადააჭარბებს, ძალიან მძიმე და საშიში სიტუაცია შეიქმნება როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის. ამის გამო მნიშვნელოვანია ყველა მთავრობამ ყურადღების კონცენტრირება მოახდინოს ისეთ ფუნდამეტურ პრინციპებზე როგორიცაა დაინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაზე და როგორც სიცოცხლის ასევე საარსებო წყაროს გადარჩენაზე“, - აღნიშნა მან.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ძირითადი პრინციპები არის აქტიური შემთხვევების გამოვლენა, კლასტერების კვლევა იმ რეგიონებში, სადაც ვირუსი გავრცელებულია, ყველა შემთხვევის იზოლირება, კონტაქტების კარანტინი, კარგი კლინიკური მოვლის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის პერსონალის დახმარება და დაცვა.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური