”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა, - ზაზა ფაჩულია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 22 იანვარი 2016 11:14

"ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. 
ძალა ერთობაშია," - ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და „დალას მავერიკსის“ კალათბურთელი ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში გასვლამდე 14 000 ხმა დააკლდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „დალას მავერიკსის“ ცენტრი დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის, რომელთაგანაც საოლსტარე გუნდის სასტარტო ხუთეულში საუკეთესო 3 გადიოდა, მე-4 ადგილი დაიკავა. ფაჩულიამ  მთლიანობაში 768,112 ხმა დააგროვა და ოდნავ ჩამორჩა „სან ანტონიოს“ წევრ კავაი ლეონარდს, რომელიც ოლ სტარის სასტარტოებში 782,339 ხმით შევიდ.

  1. კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)  1 891 614
  2. კევინ დიურანტი (ოკლაჰომა სიტი) – 980 787
  3. კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) – 782 339
  4. ზაზა ფაჩულია (დალასი) – 768 112
  5. დრაიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) – 726 616
  6. ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) – 651 860
  7. ენეს კანტერი (ოკლაჰომა სიტი) – 534 499

 

ზაზა ფაჩულია NBA All Star-ის გამოკითხვაში მეოთხე ადგილზე გავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 22 იანვარი 2016 09:55

ზაზა ფაჩულია NBA All Star-ის გამოკითხვაში მეოთხე ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს სულ რაღაც 14 000 ხმა დააკლდა. საბოლოო შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმა დააგროვა. შეგახსენებთ რომ შუალედური შედეგების მიხედვით, რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა ფაჩულია 299 584 ხმით გამოკითხვაში მე-8-ე ადგილს იკავებდა.  NBA All Star 14 თებერვალს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.

ზაზა ფაჩულიას 19 მოხსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 19 იანვარი 2016 12:11

ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი გამორჩეული შედეგი. მართალია, „დალას მავერიკსის“ ქართველ ცენტრს ორმაგი დუბლი არ მიუთვლია, თუმცა „ბოსტონთან“ მატჩში 19 მოხსნა მოაგროვა, რაც ნებისმიერი მეფარისთვის ბრწყინვალე შედეგია.

„დალასი“ „ბოსტონ სელტიქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრა დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში მოიგო - 118:113. ფაჩულიამ 36 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 19 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ზაზა სამიანებს არ ესვრის და ამჯერად საკუთარი მოედნიდან ტყორცნა მოუხდა, რადგან დრო იწურებოდა. ქართველ ცენტრს რომ ჩაეგდო, ოვერტაიმი აღარ ნაინიშნებოდა, მაგრამ... დალასელთაგან საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 31 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა ჰქონდა დერონ უილიამსს, ხოლო 16 ჩანდლერ პერსონსს.

ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს „მემფისთან“ იყოფს. ორივე გუნდს 24 მოგება და 19 მარცხი აქვს. შემდეგ მატჩს დალასელები ისევ შინ, ჩვენი დროით 21 იანვრის გარიჟრაჟზე, „მინესოტასთან“ გამართავს.

 

რამდენიმე საათი ქართული სპორტის ემოციური ისტორიის შესაქმნელად

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 12:49

რამდენიმე საათში ცნობილი გახდება, სრულიად საქართველომ ერთოვლივი ძალისხმევით, შეძლო თუ არა ქართული სპორტის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი დაეწერა. თბილისის დროით, 19 იანვარს,  09:00 საათზე, NBA-ს "ოლ სტარის" გამოკითხვა შეწყდება. 

იმისთვის რომ ზაზამ ვარსკვლავებთან ერთად ითამაშოს  მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქცია გაიმართა. ზაზას მხარდამჭერ აქციაში მინისტრები, სპორტსმენები, ვეტერანი სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ჩაერთნენ. ერთიანობა ზაზასთვის, თუმცა ამ შემთხვევაშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა, საზოგადოების მცირე ნაწილი ვერ იგებს რატომ უნდა მივცეთ ხმა ამერიკაში მოთამაშე ქართველს. დიახ, ვარსკვლავთა მატჩში მოხვედრის შემთხვევაში ზაზა ფაჩულია „დალას მავერიკს“  წარმოადგენს, მაგრამ ის საქართველოს ნაკრების კალათბურთელია და საკუთარ ქვეყანას ემსახურება. პირველად საქართველოს ისტორიაში გვეძლევა შესაძლებლობა ქართველმა კალათბურთელმა მსოფლიოს საუკეთესოებს შორის ითამაშოს.

თუ თქვენ ერთხელ მაინც გინახავთ ზაზს თამაში ან დასწრებიხართ მის ვარჯიშს აუცილებლად შეამჩნევდით, როგორი თავნაგნწირვით იბრძვის, თუ სპორტულ კარიერას თვალს გადაავლებთ, ზაზას ნაკრებში ჩატარებულ მატჩებს კიდევ ერთხელ შეავლებთ თვალს აუცილებლად მიხვდებით რატომ #NBAVOTE ZAZA PACHULAI.

ქართული სპორტის ემოციური ისტორიის შეასქმნელად რამდენიმე საათი და რამდენიმე გზა  გვრჩება:

 1) შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.

 თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე:https://secure.nba.com/membership/user/register/

 2) ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდან. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #nbavote zaza pachulia და ვპოსტავთ.

  3) შედიხართ საიტზე google.com. საძიებო სისტემაში ვწერთ nba vote mavs, რის შემდეგაც სისტემა მოძებნის „დალასის“ შემადგენლობას. მოვნიშნავთ ზაზა ფაჩულიას და ვაჭერთ „submit vote”. როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ხმის მიცემა აქაც შესაძლებელია დღეში ერთხელ.

 4) ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც.

 შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის შედეგად 10 კალათბურთელი უნდა შეირჩეს, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთის კონფერენციის გუნდების ხუთეულებს შეავსებენ. ოლ სტარის გუნდების დანარჩენ 7-7 კალათბურთელს კი მწვრთნელები დაასახელებენ.

 გამოკითხვის შედეგად თითოეული კონფერენციის წინახაზელებიდან 3-3 საუკეთესო მოხვდება ხუთეულში, ხოლო უკანახაზელებიდან - საუკეთესო 2-2 კალათბურთელი. ოლ სტარის მატში 14 თებერვალსაა დაგეგმილი.

 

 

 

ზაზა ფაჩულია ისევ მე-8 ადგილზე - #NBAVOTE ZAZA PACHULIA

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 10:00

საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას NBA-ს "ოლ სტარის გამოკითხვაში" უკვე 299.584 ხმა აქვს. გამოკითხვის მესამე შუალედირი შედეგების მიხედვით "დალას მავერიქსის" ცენტრი დასავლეთის კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. 

შეგახსენებთ, რომ ათი დღის წინათ მას 194.124 ხმა ჰქონდა და მაშინაც მერვე იყო. თუმცა ამჯერად კიდევ უფრო შეამცირა სხვაობა მეშვიდეადგილოსან ტიმ დანკანთან, რომლის აქტივში 303.498 ხმაა. "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად აუცილებელია დასავლეთის კონფერენციის წინახაზელთა ტოპ-ტრიოში მოხვედრა. პირველია კობი ბრაიანტი (1.533.432 ხმა), მეორე - კევინ დურანტი (774.782), მესამე - დრემონდ გრინი (499.947).

ვარსკვლავთა მატჩის სასტარტო ხუთეულების გამოსავლენი გამოკითხვა 18 იანვრამდე გრძელდება.

 

შეგახსენებთ, ხმის მიცემის რამდენიმე პროცედურას:

1) შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.

თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე:https://secure.nba.com/membership/user/register/

2) ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდან. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #nbavote zaza pachulia და ვპოსტავთ.

 3) შედიხართ საიტზე google.com. საძიებო სისტემაში ვწერთ nba vote mavs, რის შემდეგაც სისტემა მოძებნის „დალასის“ შემადგენლობას. მოვნიშნავთ ზაზა ფაჩულიას და ვაჭერთ „submit vote”. როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ხმის მიცემა აქაც შესაძლებელია დღეში ერთხელ.

4) ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც. 

იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ ზაზა ფაჩულიას!!!

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი,-#NBAVOTE ZAZA PACHULIA !

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 13:21

14 იანვარს, 19 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (მაღლივ კორპუსთან) ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ვეტერანი კალათბურთელები, სპორტსმენები და ჟურნალისტები.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონს ატარებს და ახლოსაა ისტორიულ მიღწევასთან - მონაწილეობას მიიღოს ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება. ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრიდან მიმდინარეობს და დღევანდელი მატჩიც სწორედ პროცესის გააქტიურებისთვის გაიმართება.

მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი ჭიდაობაში, საქართველოს წლის სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; მსოფლიოს 2015 ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; მინისტრის მოადგილეები; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები; ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი; ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი; სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები; ვეტერანი კალათბურთელები - ასეთია დღევანდელი ამხანაგური შეხვედრის მონაწილეთა არასრული სია.

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ მატჩზე დასწრება თავისუფალია. თამაშის ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კალათბურთის ფედერაციასთან ერთად, მხარდამჭერი კი დეველოპერული კომპანია Royal Group.

ზაზა ფაჩულიას მორიგი დუბლი NBA-ში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 14:49

ზაზა ფაჩულიას მორიგი დუბლი ნბა-ში. მინეაპოლისში „მინესოტასთან“ მატჩში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, მისმა „დალასმა“ კი მასპინძლები 93:87 დაამარცხა.

ფაჩულიასთვის ეს გახლდათ სეზონის მე-19 ორმაგი დუბლი. ზაზამ მინესოტასთან მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და დალასელებს მესამე პეიროდამდე ლიდერობდა. შემდეგ კი ლიდერობა დირკ ნოვიცკიმ გადაიბარა და ტეხასური გუნდი გამარჯვებამდე მივიდა.

ფაჩულიამ 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან ხუთივე საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულასა და 11 მოხსნასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. „დალასში“ 29 ქულით საუკეთესო იყო დირკ ნოვიცკი, 14 ქულა დააგროვა ჩენდლერ პერსონსმა.

დალასელებს 22 მოგების წილ 16 მარცხი აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზე არიან. 13 იანვარს ფაჩულიას გუნდი ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს“ უმასპინძლებს. 

 

ფაჩულიას 9 ქულა, 15 მოხსნა და ქულით წაგებული მატჩი მილუოკიში

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 10 იანვარი 2016 12:22

დასანანი მატჩი წააგო საქართველოს ნაკრების ცენტრის ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ მილუოკიში. შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე კრის მიდლტონმა გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და მასპინძლები 96:95 დააწინაურა. საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი დერონ უილიამსის გამარჯვების ორქულიანი, სამწუხაროდ, კალათში არ ჩაეშვა.
29 დეკემბერს, როცა „მავერიკსმა“ მილუოკელებს უმასპინძლა და სძლიეს, ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო შედეგიანობით გამოირჩა და ასე იყო დღესაც - 9 ქულით, 15 მოხსნით, 3 პასით და 1 ჩაჭრით ზაზა დალასელთაგან საუკეთესო იყო. მართალია, „მავერიკსში“ 20 ქულით ბომბარდირი ნოვიცკი გახდა, ხოლო დევინ ჰარისმა 19 ქულა მიითვალა, თუმცა გამაერთიანებელი სტატისტიკით ტეხასურ გუნდში საუკეთესო შედეგი ქართველ ცენტრს ჰქონდა.
21 მოგებითა და 16 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მილუოკიდან ფაჩულიას გუნდი მინესოტაში გადაინაცვლებენ, სადაც ხვალ „ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდება.

ზაზა ფაჩულია მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 11:43

ზაზა ფაჩულია საქართველოს შობას ულოცავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

„გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია" - წერს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

NBA-ს ოფიციალური საიტის ახალი მონაცემების თანახმად, “All-Star“-ის კანდიდატების რეიტინგში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა დიდი წინსვლა განიცადა და 194 421 ხმით დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

ზაზა ფაჩულია მე-8 ადგილზეა! - #NBABOTE ZAZA PACHULIA ხმა მიეცით ზაზას

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 11:40

სასიხარულო ინფორმაცია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციიდან. ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მეორე და ბოლო საშუალედო შედეგები გამოქყვეყნდა, სადაც „დალას მავერიკსის“ ქართველი ფორვარდი ზაზა ფაჩულია 194,421 ხმით დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის მე-8 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ამის წინ, 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ საშუალედო შედეგებში ფაჩულია 10-ეულშიც კი არ იყო. ფაჩულიას კონკურენტებს შორის მე-10 ადგილზე 42 ათასი ხმით კევინ გარნეტი იყო, ხოლო უშუალოდ ქართველის ხმათა რაოდენობა (ათეულში ვერმოხვედრის გამო) საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. დღეს კი შედეგები რადიკალურად განსხვავებულია. ზაზამ 10-ეულში შეაბიჯა და სადღეისოდ მე-8 ადგილზე იმყოფება.

ფაჩულია დაახლოებით 4300 ხმით უსწრებს საკრამენტოელ სუპერვარსკვლავ დემარკუს ქაზენსს, 11 000-ით - ოკლაჰომელ ენეს კანტერს, ხოლო სანანტონიეოლ ლამარკუს ოლდრიჯს მთელი 72 000-ით ჯობნის. ზაზას კონკურენტია მისი თანაგუნდელი დიკრ ნოვიცკი, რომელიც მე-13 ადგილზეა და ზაზას მთელი 95 000 ხმით ჩამორჩება.

ფაჩულიას ნომინაციაში პირველ ადგილზეა კობი ბრაიანტი 1 262 118 ხმით. ამ შედეგით კობი მთელი გამოკითხვის ლიდერია. მეორე პოზიციაზეა დასავლეთ კონფერენციის უკანახაზელთა ლიდერი სტივ კარი (925 789 ხმა).

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის შედეგად 10 კალათბურთელი უნდა შეირჩეს, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთის კონფერენციის გუნდების ხუთეულებს შეავსებენ. ოლ სტარის გუნდების დანარჩენ 7-7 კალათბურთელს კი მწვრთნელები დაასახელებენ.

გამოკითხვის შედეგად თითოეული კონფერენციის წინახაზელებიდან 3-3 საუკეთესო მოხვდება ხუთეულში, ხოლო უკანახაზელებიდან - საუკეთესო 2-2 კალათბურთელი. გამოკითხვა 18 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო უშუალოდ ოლ სტარი 14 თებერვალსაა დაგეგმილი.

აღმოსავლეთ კონფერენცია
წინახაზელები

1          ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) 636,388

2          პოლ ჯორჯი (ინდიანა) 457,554

3          ანდრე დრამონდი (დეტროიტი) 261,158

 

აღმოსავლეთ კონფერენცია
უკანახაზელები

1          დუეინ ვეიდი (მაიამი) 562,558

2          კაირ ირვინი (კლივლენდი) 271,094

3          კაილი ლოური (ტორონტო) 242,276

 

დასავლეთ კონფერენცია
წინახაზელები

1          კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) 1,262,118

2          კევინ დიურანტი (ოკლაჰომა) 616,096

3          დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) 332,223

4          კაუვი ლეონარდი (სან ანტონიო) 330,929

5          ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) 298,212

6          ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) 261,491

7          ტინ დანკანი (სან ანტონიო) 228,995

8          ზაზა ფაჩულია (დალასი) 194,421                                             

 

დასავლეთ კონფერენცია

უკანახაზელები

 

1          სტივ კარი (გოლდენ სტეიტი) 925,789

2          რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა) 479,512

3          კრის პოლი (კლიპერსი) 268,672

შეგახსენებთ, ხმის მიცემის რამდენიმე პროცედურას:

1) შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.

თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე:https://secure.nba.com/membership/user/register/

2) ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდან. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #nbavote zaza pachulia და ვპოსტავთ.

 3) შედიხართ საიტზე google.com. საძიებო სისტემაში ვწერთ nba vote mavs, რის შემდეგაც სისტემა მოძებნის „დალასის“ შემადგენლობას. მოვნიშნავთ ზაზა ფაჩულიას და ვაჭერთ „submit vote”. როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ხმის მიცემა აქაც შესაძლებელია დღეში ერთხელ.

4) ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც. 

იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ ზაზა ფაჩულიას!!!

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური