სოსო რობაქიძე - სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 23:11

სად იყავი ზაზა, როდესაც ბუტას კლავდნენ, სანდროს კლავდნენ, არ იყავი ამ ქვეყანაზე?! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა. 
მისი თქმით, ზაზა სარალიძე წაგებული დარჩება, თუ კვლავ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდება. “კაცურად დარჩები ცუდი კაცი, თუ ჩვენთან არ მოხვალ და გვერდით არ დაგვიდგები. ამათთან ერთად შენ ვერ მოიგებ. ჩვენ გაპოვნინებთ სამართალს და თუ საჭიროა, შევეწირები შენი შვილის ამბავს. ზვიად კუპრავა ზონდერია. ყველა, ვინც მანდ მოდის, ზონდერია. გუშინ დავინახე, გურამ დონაძე მისულა იქ, რა უნდა უთხრას დონაძემ ვინმეს?!“, - აღნიშნა სოსო რობაქიძემ. 

ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 15:23

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

„ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ზაზა სარალიძე - სუს-მა ჩემი "მოპარვა" სცადა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 23:59

ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, - ამის შესაებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სუს-მა მისი "მოპარვა" სცადა. "რა ვქნა, გავყვე?! ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს. ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა, სად ან რა ვითარებაში სცადა სუს-მა მისი „მოპარვა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შსს ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს. „არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა - ზვიად კუპრავა შს მინისტრს მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 23:34

თინა ხიდაშელის ძმამ, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია გვითხრა, რომ იგეგმება აქციაზე პროვოკაცია - ეს განცხადება აქციაზე ზვიად კუპრავამ გააკეთა.

„მივმართავ გვახარიას, დაიბაროს ეს ადამიანი და დაკითხონ, ამავდროულად მოვუწოდებ, მოვიდეს აქ ჯგუფი შს სამინისტროსი და მე მივცემ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რას გეგმავს სუს-ის პროვოკატორთა ჯგუდი, საუბარია ზაზას დაჭრის მცდელობაზე და ა.შ. „ - განაცხადა კუპრავამ.

ლევან დადუნაშვილის მამა ზაზა სარალიძეს - რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 23:07

ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობა შენს გვერდშია, - ამ სიტყვებით მიმართა მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძეს. 
„მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ და მის გვერდში ვარ. ჩემი ტრაგედია და ზაზას ტრაგედია ერთია. მინდა ყველას მოგმართოთ, მოდით ის გამოძიება, რომელზეც კითხვები გვიჩნდება, გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ“, - განაცხადა დადუნაშვილმა.

ვიღებ პასუხისმგებლობას და პირადად მოვითხოვ მთავრობა გადადგეს - ზაზა სარალიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 20:43

ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომას ითხოვს - განცხადება მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სარალიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს.  

„აქ ვხედავ ისეთ პლაკატებს-„არა პარტიულობას“. ეს პირადად ჩემი შვილის შეურაცხყოფაა. აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის გთხოვთ ასეთი პლაკატებისა და ასეთი ხმაურისგან თავი შეიკავოთ.ძალიან გთხოვთ.

ჩვენს რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიები მე მათ ვუყურებ,როგორც საქართველოს მოქალაქეებს,

მე არ ვიცი ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთშვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. ძალიან მიმძიმს ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ იძულებული გამხადა სისტემამ მე დღეს და სისტემის მფარველებმა,“- მიმართა ზაზა სარალიძემ შეკრებილებს.

მისი თქმით, მას და ყველა შვილმოკლულ მშობლებს დღეს კიდევ ერთხელ შეაფურთხეს სულში, რადგან სისტემის მფარველებმა მასთან მოლაპარაკებისთვის რამდენიმე ადამიანი გამოუგზავნეს
„თითქოს მათ შექმნეს რაღაც ჯგუფები რომლებიც დაიწყებენ გამოძიებას, გამოძიება აღარ არსებობს, მოწმეები აღარ არსებობს, მტკიცებულებები აღარ არსებობს, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. კიდევ უნდათ რომ მომატყუონ მე ამას არ დავუშვებ.

ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს შვილები ერთად ვიბრძვით რელიგიური მრწამსი და პოლიტიკურობის მიუხედავად მე ყველა გიყურებთ როგორც ჩემს დებსა და ძმებს, შვილებს.

არცერთი დამნაშავე პირი, რომელის სრული საფუძველი აქვთ,რომ დაკავებული იყოს არ აპირებენ არაფერს. არ აპირებენ იმიტომ,რომ სისტემის მფარველმა მთავრობამ ომი გამოგვიცხადა და არ აღელვებთ ჩვენი მომავალი.

 პირადად მოვითხოვ მთავრობა გადადგეს...დაუყოვნებლივ გამოვიდეს კვირიკაშვილი და გააკეთოს განცხადება გადადგომაზე და არა მარტო კვირიკაშვილმა, მისმა არჩეულმა მთავრობამ. ყველამ აბსოლუტურად.“-განაცხადა სარალიძემ.

შსს ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეცღონისძიებებს სთავაზობს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 ივნისი 2018 20:29

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტროზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძე ბავშვობაში, მშობლებთან ერთად

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 13:15

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

ელენე ხოშტარია - პროკურატურამ უთხრა სარალიძეს, რომ "შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 13:07

„ევროპული საქართველო“ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძე პარლამენტში იბარებს. როგორც ბიუროს სხდომაზე ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ეს ის მომენტია, როდესაც პარლამენტი გადამწყვეტად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში. მან კიდევ ერთხელ მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით მთელი ამ ხნის განმავლობაში ზაზა სარალიძე საუბრობდა იმაზე, რომ პროკურატურა ხელს აფარებდა კონკრეტულ ადამიანებს და დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ მისი შვილის მკვლელი არ არის დაკავებული.

„პირდაპირ სილა გააწნა ამ ადამიანს პროკურატურამ რომელმაც უთხრა რომ შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

„გთხოვთ, გემუდარებით, დამიდექით გვერდში“ - ზაზა სარალიძე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 12:12

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა, საპროტესტო აქციები დაანონოსა. ზაზა სარალიძე მოსამართლის განაჩენს არ ეთანხმება.

ზაზა სარალიძემ საზოგადოებას აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

"მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, შემომიერთდით. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს,"-აცხადებს ზაზა სარალიძე. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური