სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებთან ერთად ანტინიკოტინური კამპანია დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:48

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტიკური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. 

კამპანიას მხარს უჭერენ მოქმედი გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, რომელთა მოწოდებებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კამპანიის მიზნების განხორციელებაში.

კამპანიის მთავარ მიზანია მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ასევე, მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა დროს ჩატარებული კვალიფიციური კვლევებით.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება შესაბამისი ბანერების, ვიდეორგოლების, ფლაერების და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. 

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასევე მოეწყობა რამდენიმე „ანტინიკოტიკური" ღონისძიება, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად ჩაერთვებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები. 

ხინჩეგაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 18:15
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერი ხინჩეგაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს. 57 კგ. წონით კატეგოარიაში მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი 4:3 დაამარცხა. ხინჩეგაშვილმა მერვედფინალში ყაზახ ნურისლამ სანაევს დამაჯერებლად, 4:3 მოუგო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვლმა და გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო რეიტნგში ლიდერობა შეინარჩუნეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 09 მაისი 2016 14:09

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ  ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსგავსად რეიტინგ ლისტი თავისუფალ სტილშიც გაანაახლა. ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა რეიტინგში პირლივე ადგილები შეინარჩუნეს.

 ხინჩეგაშვილი (57) აგერ უკვე 6 თვეა რაც მსოფლიო რეიტინგს უდგას სათავეში მას შემდეგ რაც  ლას ვეგაში პირველად მოიპოვა პლანეტის უძლიერესი ფალავანის ტიტული. პეტრიაშვილი (125) კი რეიტინგის სათავეში რიგაში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ მოექცა, როდესაც პირველივე შეხვედრაში დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რეიტინგის ლიდერი თურქი ტახა აკგული.

 მათ გარდა რეიტინგში კიდევ 8 ქართველი შევიდა.

 61 კგ - ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ბექა ლომთაძე მე-16 ადგილზეა, ამავე წონაში შოთა ფარტენაძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით მე-20 ადგილზეა.

65 კგ - ზურაბ იაკობიშვილმა ულანბატორში მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირზე მოპოვებული მეორე ადგილის შემდეგ მე-15 დან მეათე ადგილზე გადაინაცვლა.

70 კგ - ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი დავით ტლაშაძე მე-7 ადგილზეა.

74 კგ - ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი იაკობ მაქარაშვილი მე-14.

86 კგ - მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი მე-5, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი დავით მარსაგიშვილი მე-12.

97 კგ - ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე მე-5.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური