ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 16:35

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.

ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან  ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს და თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებს.

ასევე, სი ძინპინი დაესწრება პეტერბურგის 23-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 6-8 ივნისს გაიმართება. ჩინეთის პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვითაც გამოვა.

მიმდინარე წელს ჩინეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვის ზოოპარკში პანდის სახლს გახსნის და დიდ თეატრში საბალეტო წარმოდგენას დაესწრება.

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩადის, რათა, კრემლის ოფიციალური პირის განცხადებით, ამ ვიზიტით აღნიშნოს ახალი ეპოქის დასაწყისი მეგობრობასა და ეკონომიკურ კავშირებში.

სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებიდან ხუთი წლის შემდეგ - მოვლენის, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა მოსკოვის ურთიერთობა დასავლეთთან. იუწყებიან, რომ სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს 6-8 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დანიშნულ ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც პუტინი უმასპინძლებს.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩეველი, იური უშაკოვი ამბობს, სი ძინპინის ვიზიტი "უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისო". რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ უშაკოვის სიტყვებს - რომ სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი გააფორმებენ ახალ დეკლარაციას "გლობალურ პარტნიორობაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომლებიც ახალ ეპოქაში შედის".

 

 

 

სახიფათო კავშირი: რაში მდგომარეობს ყირიმის ხიდის საფრთხე უკრაინისთვის და მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 23:07

2018 წლის 14 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ყირიმი მოინახულა. მისი ინსპექტირების პირველი ობიექტი გახდა ყირიმის ხიდი, რომელიც კონტინენტალურ რუსეთს ახლადანექსირებულ ტერიტორიას აკავშირებს.

ჯერ-ჯერობით რუსეთი იძულებულია ნახევარკუნძულზე ადამიანები და ტვირთები მხოლოდ საჰაერო, ან საზღვაო გზით ჩაიყვანოს, ვინაიდან სახმელეთო გზა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. რათა შეცვალოს სიტუაცია, კრემლმა გადაწყვიტა ააგოს 19 კილომეტრიანი ხიდი ქერჩის სრუტეზე ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს შორის. პროექტი დაამტკიცეს 2015 წლის იანვარში. პროექტის ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს. პროექტს ანხორციელებს ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობრის, რუსი ოლიგარქის არკადი როტენბერგის კომპანია შპს „სტროიგაზმონტაჟი“.

ხიდის საამშენებლო სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო. საავტომობილო ხიდის გახსნა 2018 წლის 18 დეკემბერს იყო დაგეგმილი, ხოლო სარკინიგზო ნაწილის გახსნა 2019 წლის ბოლოსთვის გადაიდო. დროის გახანგრძლივებამ პროექტის გაძვირება გამოიწვია. 2018 წლის პირველი მარტის მდგომარეობით ხიდის მშენებლობის საპროექტო ფასი 4 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

უკვე მშენებლობის საწყის ეტაპზე, ეს ხიდი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შავი და აზოვის ზღვის ბუნებას. გარდა ამისა, იგი დიდ ზიანს აყენებს  უკრაინის ეკონომიკას და ქმნის კიევზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღს. მაშ რაში მდგომარეობს ყირიმის ხიდის მთავარი საფრთხე უკრაინისა და შავი ზღვის რეგიონისთვის?

ხიდი ზიანს აყენებს უკრაინის ეკონომიკას

ვინაიდან აზოვის ზღვაში უკრაინის და რუსებთის ინტერესები იკვეთება, რუსეთის ეს პროექტი აუცილებლად დააზარალებს უკრაინის ეკონომიკას და მთლიანად რეგიონს.

პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყირიმის ხიდის პროექტი ზღუდავს აზოვის ზღვის პორტში შემავალი გემების შესაძლებლობებს. აზოვის  შემოგარენის განვითარების სააგენტოს დირექტორი კონსტანტინე ბატოზსკი აღნიშნავს, რომ 160 მეტრი სიგრძისა და 31 მეტრი სიგანის გემები რომლებიც 33 მეტრისა და მეტი სიმაღლისანი არიან, ფიზიკურად ვერ გაივლიან ხიდის ქვეშ. „პანამაქსის“ ტიპის გემები ვერ ეტევიან ამ ჩარჩოებში. „ეს კი არსებითად ზღუდავს ტვირთების დიაპაზონს და მოცულობას, რომლებიც შესაძლებელია ჩაიტანონ საზღვავო გზით ბერდიანსკისა და მარიუპოლის აზოვის ზღვის პორტებში“, - ამბობს ბატოზსკი. ასე, მეტალურგიული პროდუქცია და კონტეინერების გაგზავნა ამჟამად შესაძლებელი იქნება მხოლოდ შავი ზღვის პორტების დახმარებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმელეთზე ტვირთების ტრანსპორტირებისათვის უფრო მეტი ფული დაიხარჯება, ხოლო პორტების ინფრასტრუქტურა თანდათანობით  არარენტაბელური გახდება. ასეთმა სცენარმა შესაძლებელია მიგვიყვანოს დიდი მოგების დაკარგვამდე, რომელიც დაემატება სხვა წამგებიან თანხას, რომელიც შესაბამისად დადგება ყირიმის ანექსიის შედეგად. 

ხიდი-რუსეთის აგრესიის ინსტრუმენტი უკრაინის წინააღმდეგ

ყირიმის ხიდი-ეს არის პოლიტიკური პროექტი, რომელიც მიმართულია რამოდენიმე მიზნის მისაღწევად.

პირველ რიგში, ხიდი საჭიროა იმისთვის, რომ განამტკიცოს ყირიმის ანექსია. ყირიმის სახლის საპროგრამო დირექტორის ალიმ ალიევის თქმით, ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ხიდს, რათა აჩვენოს ყირიმელ ხალხს, თუ როგორ ზრუნავს რუსეთი მათზე. ხიდი დაეხმარება რუსეთს სწრაფად ჩაიტანოს ტვირთები ნახევარკუნძულზე, მათ შორის, სამხედრო ტვირთები და ამგვარად დაიცვას ყირიმის ანექსია.

მეორე, რუსეთს შეუძლია დაკეტოს ქერჩის სრუტე ყველა გემებისთვის. ასეთი ქმედება აზოვის ზღვას ტბად გადააქცევს და სავაჭრო ბლოკადის შესაძლებლობას გაუხსნის უკრაინის პორტებს. რუსეთს შეუძლია ეს შესაძლებლობა გამოიყენოს სხადასხანაირად. მაგალითად, ბლოკადას გამოიყენებს კიევზე ზეწოლის იარაღად, რათა აიძულოს იგი ნახევარკუნძულზე განაახლოს წყლისა და ენერგიის მიწოდება.

აღსანიშნავია ის, რომ რუსეთი უგულველყოფს „გაეროს“ კონვენციის (UNCLOS) საზღვაო სრუტეების ქვეპუნქტებს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სრუტესთან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სატრანზიტო მიმოსვლას და უნდა იძლეოდეს სრულ ინფორმაციას ნავიგაციის ყველა საშიშროების შესახებ. ეს კი უკრაინას აძლევს შესაძლებლობას რუსეთს წაუყენოს სარჩელი, მაგრამ სამწუხაროდ ეს მას ჯერაც არ გაუკეთებია.

ხიდი ემუქრება შავი და აზოვის ზღვის ეკოსისტემას

„საამშენებლო სამუშაოებმა უკვე მიაყენეს ზიანი შავი და აზოვის ზღვის ეკოსისტემას“, - აცხადება ალიმ ალიევი. როდესაც ხიდის მშენებლობა დასრულდება, საშიშროება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

ვულკანების და სეისმოლოგიური აქტიურობის გამო ქერჩის სრუტე არ არის შესაფერისი ხიდის მშენებლობისთვის. გეორგი როსნოვსკი, უკრაინელი ხიდების მშენებელი განმარტავს, რომ რუსეთმა ამოირჩია ყველაზე საეჭვო ვარიანტი ხიდის მშენებლობისთვის. იგი მიიჩნევს, რომ პროექტის ეს ვარიანტი არ ითვალისწინებს რისკების ფაქტორს, და ამის გამო ხიდის კონსტრუქცია არ იქნება ხანგძლივი. თუკი მშენებლობამ უკვე შეცვალა ზღვაში მკვიდრთა საცხოვრებელი გარემო, მაშინ ხიდის დანგრევა სრულ კატასტროფას გამოწვევს. თუმცაღა, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია მთლიანად შეფასდეს ხიდის მასშტაბის გავლენა აზოვისა და შავ ზღვაზე.

რამოდენიმე მოსაზრება

უეჭველია, ყირიმის ხიდს ააშენებენ. პაველ კაზარინი, ჟურნალისტი და „კრიმრეალის“ მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ამტკიცებს ვლადიმერ პუტინის იმპერიულ ამბიციებს. „არა აქვს მნიშვნელობა რა ეღირება ეს პროექტი, ვინაიდან ვლადიმერ პუტინი თვითონ მართავს ფონდებს. მშენებლობა შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იგი მაინც დასრულდება“, - დარწმუნებულია პაველ კაზარინი.

ვლადიმერ პუტინს იმპერიულმა ამბიცებმა უბიძგეს, ავარიული ყირიმის ხიდის პროექტის რელიზებისაკენ. იმედს გამოვთქვავთ, რომ ხიდის მშენებლობის დროს გამოვლენილი სიჩქარე და კორუფცია არ მიგვიყვანს ხიდის დანგრევამდე. მითუმეტეს, რომ ზიანი უკვე მიადგა შავ და აზოვის  ზღვას, ისევე როგორც უკრაინის ეკონომიკას.

მომზადებულია ვიტალი რიბაკის მიერ «UkraineWorld» (ukraineworld.org) -ისთვის.

ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე  ukraineworld.org

http://ukraineworld.org/2018/04/poisonous-link-why-russias-crimea-bridge-is-dangerous-for-ukraine-and-the-black-sea-region/

​საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ივლისი 2018 11:03

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას.
"საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით.
პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.
რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან", - აღნიშნულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 10:29

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში “ვიზიტი” წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას. 

აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან. ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის “ვიზიტს” ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

"სააკაშვილი ვერასოდეს გადაწყვეტდა დამოუკიდებლად 2008 წლის პროვოკაციას"- პუტინი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 13:41

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ვერ გაბედავდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას, მის უკან რომ არავინ ყოფილიყო, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში აცხადებს.

„არ მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ვინმემ მისი პროვოცირება მოახდინა, რომ ვინმემ წააქეზა, მაგრამ მეჩვენება, რომ ის არასოდეს გაბედავდა დამოუკიდებლად ამ პროვოკაციას. მე ასე ვფიქრობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არავის შეუჩერებია“, - აღნიშნავს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის ხელისუფლება გაოცდა, როდესაც „სააკაშვილის ქმედებებს არა მხოლოდ დაუჭირეს მხარი, არამედ დასავლურმა მედიამ ყველაფერი გადმოატრიალა და შეეცადა იმის წარმოდგენას, თითქოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს“. 

„მე ჩემს თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე, როდესაც დავინახე, რომ დასავლური მედია რუსეთს ადანაშაულებდა თავდასხმაში. მთავარი ის არის, რომ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა ეს. ბატონმა სააკაშვილმა ხომ თვითონ განაცხადა, რომ საკუთარ ჯარს ამ აქციის დაწყების ბრძანება მისცა?“, - აცხადებს პუტინი.

"ზოგიერთ ქვეყანაში რუსოფობია ზღვარს გადადის" - პუტინი

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 16:09

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით ზოგიერთ ქვეყანაში რუსოფობია ზღვარს გადადის. აღნიშნული განცხადება პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან რომ მრავალპოლარული მსოფლიო, მონოპოლისტებს არ მოსწონთ... ეს ბოლოჯერ არ ხდება, იმის გამო რომ რუსეთი თავის კანონიერ ინტერესებს იცავს.“- განაცხადა პუტინმა. მისი თქმით რუსეთის შესაკავებლად მსგავსი მცდელობებით ვერ იმოქმედებს.

„რამდენიმე ხნის წინ ჩვენმა პარტნიორებმა ცალკეულ ქვეყნებში თუ ქვეყანათა ჯგუფებში დაიწყეს რუსეთის შესაკავებელი მცდელობები, რათა შეეზღუდათ რუსეთის კანონიერი სურვილი განეხორციელებინა მისი ნაციონალური ინტერესები. მოახდინეს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც არ ეწერება საერთაშორისო სამართალში, მათ შორის ეკონოომიკური შეზღუდვებიც, ახლა ხედავენ რომ ეს არ მუშაობს და ეფექტი არის ნული“- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მსოფლიოშო რუსოფობიული განწყობები უსასრულო არ იქნება და მსოფლიო გააცნობიერებს რომ ეს კონტრპროდუქტიულია.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 14:24

კრემლის ლიდერმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. 38-გვერდიან დოკუმენტში საუბარია ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, საქართველოზე, უკრაინასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური მოსკოვი მზად არის, ითანამშრომლოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, თუკი ეს თანამშრომლობა თანასწორუფლებიანი იქნება. ასევე, კრემლი უკმაყოფილებას გამოთქვამს ნატოს გაფართოებისა და რუსეთის საზღვრებთან ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განთავსების გამო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს აქვს უფლება, ამ საფრთხეზე ადეკვატურად იმოქმედოს. გარდა ამისა, ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცენფციაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური მოსკოვი განაგრძობს მუშაობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისთვის, თუმცა ამავდროულად, კრემლს, ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზებაც სურს.

დღეს ბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 11:36

დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, დღეს  შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართება. 

დიდი ოცეულის სამიტი ჩინეთის ქალაქ ჰანჟოუში დღეს სრულდება. 

ვლადიმერ პუტინმა სერგეი ივანოვი თანამდებობიდან გადააყენა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 17:37

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  სერგეი ივანოვი თანამდებობიდან გადააყენა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ივანოვი 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა.პუტინის გადაწყვეტილებით ივანოვი პრეზიდენტის თანაშემწედ ეკოლოგიის, გარემოსდაცვის და ტრანსპორტის საკითხებში იქნება , პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის  თანამდებობას  კი  ანტონ ვაინო დაიკავებს .

რუსეთის პრეზიდენტი ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2016 21:14

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტს, საესტრადო მომღერალს ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე მიულოცა და მას შემოქმედებითი წარმატებები უსურვა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.
„ძვირფასო ნანი, მიიღეთ ჩემგან გულთბილი მილოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით. საქართველოშიც და რუსეთშიც თქვენ გიცნობენ და უყვარხართ თქვენი უდიდესი და თვითმყოფადი ტალანტის გამო. ასევე განსაკუთრებულად იმ სიმღერების გამოც, რომელსაც ასე უხვად ჩუქნით მსმენელებს. გისურვებთ ჯანმრთველობას, კეთილდღეობას, შემოქმედებით აღმაფრენას და სიხარულს“, - წერს თავის მისალოც ბარათში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური