თბილისი უეფას ფინალური მატჩის მასპინძლობისთვის მზად არის

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 19 ივლისი 2015 11:57

თბილისი უეფას ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის, - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული დინამოს სტადიონი, რომელზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
რეაბილიტაციის პროცესში, გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, გახმოვანება, ტაბლოები, განათება და სკამები.
მთავრობის მეთაურმა, თბილისის მერს დავით ნარმანიას და უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოდ ბარსელონა-სევილიას მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს - "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის, 11 აგვისტოს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩატარდება და ეს მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური