“მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება – დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 10:59

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება: დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე, – აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. “ორი ვიცე-პრემიერი იქნება – დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე. როგორც იცით, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა მიხეილ ჯანელიძე. დანარჩენ ცვლილებებზე უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ისრაელის ვიცე-პრემიერი სკანდალის გამო, თანამდებობიდან დაგადგა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 11:42

ისრაელის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი სილვან შალომი თანამდებობიდად   გადადგა. "ბიბისის" ინფორმაციით, მინისტრმა თანამდებობა სკანდალის გამო დატოვა. რამდენიმე ქალმა შალომი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. თავად მაღალჩინოსანმა ყველა ბრალდება უარყო. 
მინისტრის განცხადებით,  მას არ სურს, სკანდალმა მის ოჯახზე იმოქმედოს და სწორედ ამიტომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

„მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 15:31

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომაპნია "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს.

კვირიკაშვილის განცხადებით, პირველი არის ის ფაქტი, რაც გუშინ იხილა - ქუჩაში შელაპარაკებები, კერძოდ, კი ბიზნესმენ გიორგი კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება.

"მინდა,  ვთხოვო ყველას, მოვუწოდო კიდეც, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, ვინაიდან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოყვეს. ასევე მინდა ვთხოვო და, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ექნებათ რეაგირება ასეთ შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ვიცეპრემიერის განცხადებით, სრულიად მიუღებელია ძალადობის კადრების გავრცელება,რადგან  "ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ შედის მთავრობის ინტერესში და ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის თუ მიმართულების წევრია. ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდებს შეიძლება, ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნები, მითუმეტეს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მასშტაბით ასეთი კადრების ჩვენებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მესამე საკითხი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეხება მედიის თავისუფლებას და მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომელზეც ნებისმიერი მთავრობა უნდა იდგეს.

"ჩვენი მთავრობა ამ ფასეულობაზე ნამდვილად დგას, ამიტომ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არც ერთი სატელევიზიო, თუ მედიაკომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ  მოხდეს და არ ხდება ასეთი რამ. არ ვიცი, ვინ იქნება ამ პროცესის გამარჯვებული, ნამდვილად არ ვარ იურიდიული დეტალების საქმის კურსში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მეოთხე საკითხთან დაკავშირებით კი კვირიკაშვილი აცხადებს:        

"მინდა, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობასაც და ყველა იმ ადამიანს მოვუწოდო, ვინც  სააწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს , რომ  სასამართლო გადაწყვეტილება, მოგწონს ეს თუ არა მოგწონს იგი, მისაღები იქნება  ყველასთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს დგას ეს ადამიანი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 11:51

2015 წლის 19 ოქტომბერს ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასიზადესთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავს და მარადიული ცეცხლის კომპლექსს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს და ფედერიკა მოგერინის შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 10:18
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 7-9 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვევა. ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს. ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვარშავის სამიტისათვის მზადება და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე ევროკავშირში. კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ სალბერს და ევროკიმისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს. ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობა. აგრეთვე, საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა. ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსთან. მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებთან.

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით თბილისში საზეიმო მიღება გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 11:27

3 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძეც დაესწრო. საზეიმო ღონისძიებაზე, გერმანიისა და საქართველოს  სახელმწიფოების ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა და ვიცე-პრემიერმა მიმართეს.
ელჩის თქმით, 1918 წელს გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მაშინ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ხოლო მომავალ წელს კიდევ ერთ სასიამოვნო 25 წლის იუბილე აღინიშნება. ეს არის გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება.

„25 წლის წინ გერმანია კვლავ გაერთიანდა. 2015 წელს ჩვენი ისტორიის არც ერთი იუბილე არ იზეიმება ისე, როგორც ეს. და ის, რამაც 1990 წელს გერმანიის გაერთიანებას ფრთები შეასხა, დღესაც აქტუალურია - არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში: დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არის მშვიდობისა და სტაბილურობის, ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების,  მეზობლებთან და პარტნიორებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის გარანტი. წლევანელი იუბილეების რაოდენობა გვაჩვენებს, რომ ჩვენ მათ მოგვიყვანეს დღემდე, ვისაც იმედი, ხედვა და მიზანი ჰქონდა. ზოგიერთი იდეა, როგორც იყო მაგალითად საბავშვო ბაღი, ძალიან მალე განახორციელეს. ზოგის განცხორციელებას კი, მაგალითად ქალთა დასაქმების იდეისას, ცოტა მეტი დრო დასჭირდა. ისეთ ისტორიულ მომენტებს, როგორიც იყო კედლის დაცემა და ამით ევროპის გაერთიანება, ესაჭიროებოდა სტრატეგიული მოთმინება და სიმამაცე იმის, რომ არასდროს გვეთქვა უარი მიზანზე“, - აღნიშნა ბეტინა კადენბახმა.

თავის მხრივ, კახი კალაძემ განაცხადა, რომ 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზუსტად ამ დღეს - 3 ოქტომბერს დაინგრა ბერლინის კედელი და საბოლოოდ გაერთიანდა გერმანია. „ბერლინის კედელი წარმოადგენდა უსამართლობის, ბოროტებისა და ცივი ომის სიმბოლოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ფიზიკურად აცალკევებდა გერმანელ ერს და, ამავე დროს, ყოფდა ევროპასა და მსოფლიოს. ბერლინის კედლის დანგრევით დასრულდა სუვერენული ქვეყნებისა და ერების მიმართ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული იდეოლოგია. გერმანიის გაერთიანებით ისტორიულმა კანონზომიერებამ და სამართლიანობამ გაიმარჯვა“, - დასძინა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერიის და საკრებულოს პირველი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგებს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 10:28

ვიცე-პრემიერი, საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს.
 
 გიორგი კვირიკაშვილი, შეხვდა ლატვიის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინიტრებს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ედგარს რინკევიჩუსმა კვლავ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
 
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას,  მინისტრებმა ხაზი გაუსვეს  აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას და დაადასტურებს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.
 
ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვლადიმირ მაკკეისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ბელორუს-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ მიმართულებით ბოლო დროს არსებულ შესაძლებლობებს.
 
საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხანმოკლე შეხვედრის დროს გაცვალეს საკუთარი კეთილგანწყობა ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს გამორჩეულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ. 

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს გენერალულ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 10:25

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს გენერალულ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა. 

გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ აგრესულ ნაბიჯებსა და მის თანმდევ უარყოფით შედეგებზე. 
აღინიშნა ეუთო-ს და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ პროექტებს, რომელსაც ეუთო ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ დღის წესრიგს. "ჩვენ განვიხილეთ რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენები. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს პოლიტიკური პროცესი, ჟენევის საერთადორისო მოლაპარაკებების სახით. ეუთო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს ჩართულობას ამ პროცესში ჩემთვის ასევე კარგი შესაძლებლობა იყო მესაუბრა ახალ მინისტრთან ეუთო-ს როლზე სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში"-განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.

 

გიორგი კვირიკაშვილი თავის კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 13:21

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს თავის ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდება.

საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ლორან ფაბიუსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება ორ ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას, თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით; საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ამ პროცესში საფრანგეთის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე მხარეები მიმოიხილავენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის მეწარმეთა გაერთიანებაში “MEDEF-International“ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.  

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ტიანძინის საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილები მოინახულა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 14 აგვისტო 2015 15:07

ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის დავალებით, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ტიანძინის საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი პირები მოინახულა, რომლებმაც აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.
ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და სახელმწიფო საბჭოს სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა დაშავებულებს, გამოჯანმრთელება უსურვა მათ და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა, მეხანძრეებმა და ჯანდაცვის მუშაკებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს ადამიანების გადასარჩენად. მადლობა მათ ამისთვის“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.
ამის შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ბინხაის რაიონში თათბირი გამართა, რომელსაც  ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ჩინოვნიკები და ჯანდაცვის მუშაკები ესწრებოდნენ.
ლიუ იანდუნმა მოისმინა ინფორმაცია აფეთქების ზონაში მიმდინარე სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ  ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში, ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური