ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 იანვარი 2021 12:56

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

ამასთან, სესიაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. დაემსის გარდა, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება დუნია მიატოვიჩს, ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

 

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფიცი დადო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 11:38

ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალმა ადმინისტრაციამ მოვალეობის შესრულება დაიწყო. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადეს და თავიანთი მოვალეობების შესრულება დაიწყეს.

ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ვაშინგტონში მოციქულ წმინდა მათეს სახელობის ტაძარში მივიდნენ,საიდანაც კონგრესის შენობაში გადავიდნენ.

აქ კი თურქეთის დროით 20:00 საათზე ჯო ბაიდენმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის რანგში, ხოლო კამალა ჰარისმა 49-ე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ფიცი დადეს.

ახალმა პრეზიდენმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა: „დღეს დემოკრატიის, ისტორიის და იმედის დღეა.“

მან გაავრცელა გზავნილი, რომ ქვეყანა სირთულეების გადალახვას „ერთიანობით“ შესძლებს.

”ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსურ ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დავამყარებთ მჭიდრო კავშირებს მსოფლიოსთან.” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შემდეგ კი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მათი მეუღლეები სამხედროებს მიესალმნენ.  

საზეიმო კონტიგენტის მისალმება, რომელიც სამხედრო ტრადიციაა, სიმბოლოა ძალაუფლების ახალი მთავარსარდლისთვის მშვიდობიანად გადაცემისა.

სამხედრო ტრადიციაა, სიმბოლოა ძალაუფლების ახალი მთავარსარდლისთვის მშვიდობიანად გადაცემისა.

ჯო ბაიდენი მისალმების შემდეგ თეთრ სახლში გადავიდა, სადაც პრეზიდენტის რანგში პირველ გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 იანვარი 2020 17:44

სტრასბურგში, დღეს მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ. სხდომაზე გაიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

გიორგი კვირიკაშვილი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 13:26

საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბრისას, ხაზი გაესვა EIB-თან წარმატებულ თანამშრომლობას, ბანკის ჩართულობის გაზრდას კერძო სექტორში მიმდინარე ოპერაციებში, ასევე - საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რაც, პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

განსაკუთრებით აღინიშნა EIB-ის ძალისხმევა საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით და პროგრამა - InnovFin, რომელიც ინოვაციურ კომპანიებს ხელსაყრელი პირობებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ლარიზაციის სტრატეგიას, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებს.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც საგადასახადო და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმას, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას; მართვაში გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას; ქვეყნის ინფრასტრუქტურის - სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძების განვითარებას და განათლების სისტემის რეფორმას მოიცავს.

პრემიერ-მინისტრმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის შეღავათიანი ფინანსური რესურსით საჯარო სექტორში დაფინანსებულია დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები, ხოლო კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებისთვის ბანკს გამოყოფილი აქვს 209 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:33

ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

შალვა ცისკარაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:09

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-11 ციკლის საორგანიზაციო სესიაზე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 

საქართველო პირველად იქნა არჩეული ამ პოზიციაზე და ქვეყანა ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს 2017 წლის განმავლობაში შეასრულებს.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საბჭოს პრეზიდენტთან და ბიუროს სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების შემუშავებაში, ასევე გაუძღვება ცალკეული სხდომების მიმდინარეობას.

სფფ-ის აღმასკომი ვიცეპრეზიდენტებს აირჩევს

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 22 ნოემბერი 2015 13:13

ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტი ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა. 

სხდომის დღის წესრიგი ცნობილია: 10 წევრისგან შემდგარი კომიტეტი, საიდანაც სამი თბილისის „დინამოს“ წარმომადგენელია ფედერაციის ვიცეპრეზიდენტებს აირჩევს. 

აღმასკომის პირველ სხდომას პირადად ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ახალი ვიცე პრეზიდენტების ვინაობა ჯერ ჯერობით უცნობია ,თუმცა კანდიდატები არიან ნიკოლოზ ჟღარკავა რომელიც აქამდე დინამოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა და კახა ჭუმბურიძე რომელიც  კლუბ საბურთალოს დირექტორის პოსტზე იყო, ვიზე პრეზიდენტის ვინაობა აღმასკომის სხომის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 17:00

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის პირისპირ შეხვედრაზე. 

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტურ რეგიონებში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინს განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა, როგორც ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება.

დავით უსუფაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 12:31

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფედერიკა მოგერინის საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან იმ რჩევებს მოელის, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოებს. დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველთვის, როცა საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, საქართველოს პარლამენტი ერთ გუნდად მუშაობს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის მნიშვნელობას არსებული პრობლემატური საკითხები ვერ გადაფარავს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზეც. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ამ მხრივ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება უკვე შეასრულა და მუშაობა ასეთივე წარმატებით უნდა გააგრძელოს, რათა წლის ბოლოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დადებითი რეკომენდაცია მიიღოს. როგორც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

მხარეებმა განიხილეს რეგიონულ საკითხები და უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევებიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისიას სრულად ფუნქციონირების საშუალება არ ეძლევა, ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ დეპუტატებს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებას გამოხმაურება მოყვა ოპოზიციაშიც

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 15:36

"ადრესატი ამ მკაცრი განცხადების საქართველოს მთავრობაა,"- ასე ეხმაურება Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი. დეპუტატს მიაჩნია, რომ მთავრობის ქმედებებით ქვეყანა ზარალდება.

"ეს უკვე მერამდენი შეფასებაა ასეთი მკაცრი ვითარების, იმ ვითარების, რომელიც რუსთაივ2-თან დაკავშირებით არის შექმნილი. ადრესატი ამ მკაცრი განცხადების საქართველოს მთავრობაა. მას აფრთხილებენ რომ არ უნდა ჩაერიოს ასეთ პროცესებში, რომ არ უნდა იყოს ზემოქმედება სასამართლოზე. რაც მთავარია ეს ყველაფერი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას,"- აცხადებს დეპუტატი გიგი წერეთელი

ხელისუფლების ქმედებები, რომ არა მარტო მთავრობას და ზოგადად ქვეყანას აზარალებს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებსაც მიაჩნიათ. Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადება დეპურატმა ზურაბ აბაშიძე შეაფასა. 

"არა მარტო ვისმენთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების არამედ ვისმენთ სახელმწიფოთა პოზიციებს. აშშ, ევროკავშირის. ეს განცხადებები ქვეყანას აშკარად უქმნის პრობლემას ქვეყანას. რუსთავი2- რა ფორმითაც მაუწყებლობს ხელისუფლებას მოწონს თუ არ მოწონს ხელისუფლებამ ის უნდა აიტანოს,"- აცხადებს დეპუტატი აბაშიძე.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური