გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული კამპანია დაიწყო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 18:29

ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული კამპანია დაიწყო.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში დეზინფექცია ჩატარდება.

დღეს უწყების ინიციატივას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეუერთდა. უნივერსიტეტის ყველა კორპუსი და პარტნიორი კლინიკები დისპანსერებით უკვე აღიჭურვა.

უნივერსიტეტში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. ნინო ბერძული სტუდენტებს, გრიპის პრევენციის შესახებ ესაუბრა.

„ხელების დაბანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსული გრიპის გავრცელების პრევენციისათვის ძალიან კარგი ინიციატივაა, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, რომ მოხდა ხელების სადეზინფექციო საშუალებების დამონტაჟება, სამედიცინო უნივერისტეტის ყველა კორპუსში,“ - განაცხადა ნინო ბერძულმა. 

დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციები ორსულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 14:33

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ორსულ ქალბატონებს რეკომენდაციებით მიმართავს და აცხადებს, რომ გრიპის ვირუსისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ორსულები წარმოადგენენ და ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორსულები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ან იმ ადგილებს, სადაც ვირუსიანი ადამიანია და ვირუსის სიმპტომების გამოჩენის პირველივე შემთხვევისთანავე უნდა მიმართონ ექიმს.გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მკურნალობას რამდენიმე ორსული ქალბატონი გადის, თუმცა შემთხვევები გართულებული არ არის. რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, ვრუსული გრიპის სეზონი თებერვლის ჩართვით, ან მარტის დასაწყისამდე გრძელდება.

ღორის გრიპს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 12:56

ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში ბოლო 24 საათში 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთერთი გუშინ თბილისში გარდაიცვალა, მეორე კი დღეს - აჭარაში. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 5 H1N1-ით, 1 კი - H1N3-ით.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის მატება აღარ შეიმჩნევა. დინამიკა სტაბილურია, რაც სავარაუდოდ, სკოლებში სწავლის შეწყვეტამა და სხვა პრევენციულმა ღონისძიებებმა განაპირობა. 

კლინიკებში რამდენიმე პაციენტი გადის მკურნალობას და მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ვირუსით დაავადებულთა ახალი მონაცემები პარასკევს 29 იანვარს საღამოს გახდება ცნობილი და 1 თებერვალს გამოქვეყნდება. 

სასწავლო პროცესი შესაძლოა, 1 თებერვალს არ განახლდეს-განათლების მინისტრი

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 12:55

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საქართველოში სასწავლო პროცესი 1 თებერვალს შესაძლოა, არ აღდგეს.
თამარ სანიკიძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.
„ამჟამად, სასწავლო პროცესი 200- ზე მეტ საჯარო სკოლაშია შეწყვეტილი. მათ შორის ისეთ ადგილებსა და რეგიონებში, სადაც, დიდთოვლობის გამო, ფიზიკური გადაადგილება ჭირს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სკოლებზე, სადაც ვირუსის გამო შევწყვიტეთ სწავლა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსწავლეთა 20 პროცენტი არის ავად. ასეთი მიმართვიანობა არ ფიქსირდება. უბრალოდ ეს ყველაფერი კეთდება პრევენციის მიზნით. სწავლის პროცესი, როგორც დაგეგმილია, აღდგება ნამდვილად, თუ მანამდე ჯანდაცვის სამინისტროდან განსხვავებული რეკომენდაცია არ მივიღეთ“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით და დიდთოვლობის გამო, ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი 1 თებერვლამდე შეწყდა. 27 იანვრის საღამოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესი 267 საჯარო სკოლაშია შეჩერებული.

კიდევ 10 შემთხვევა H1N1 -ის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 16:20

H1N1 ვირუსის 10 შემთხვევა აჭარაში-ვირუსული ინფექცია  ლაბორატორულად დადასტურდა. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კიდევ ერთი ადმაინი გადის სტაციონალურ მკურნალობას. 8 ინიფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვისურული ინფექციებისა და გამოძახებების რიცხვი გაიზარდა, თუმცა ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 12:45

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება.

სააგენტოს ცნობითვე, სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ბავშვების გაცდენათა რაოდენობა 20%-ს აღემატება, სააღმზრდელო პროცესი სამი დღის განმავლობაში შეჩერდება.

,,გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტის გრიპით ავადობა დაფიქსირდება, სააგენტო იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კერძოდ, იმისათვის, რომ შემცირდეს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან, მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს და მინიმუმ სამი სამუშაო დღით სააღმზრდელო პროცესს შეაჩერებს“, - ნათქვამია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

სკოლების ჩამონათვალი სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 22:57

განათლების სამინისტრო იმ სკოლების სიას აქვეყნებს, სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა. ინფორმაცია თამარ სანიკიძის უწყებამ ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსა. "ნიუსდეიუცვლელად გთავაზობთ სკოლების ჩამონთავალს: 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურის საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №2 საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის №1 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის №2 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბუს საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთი საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელნაქალაქარის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელხევსურთსოფლის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელსიმონიანთხევის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელღულელების საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელზარიძეების საჯარო სკოლა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N9 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის N11 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N27 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N29 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N31 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლა
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №1 საჯარო სკოლა
რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა
გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლა
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლა
ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლა
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლა
ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №6 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის საჯარო სკოლა
აჭარისწყლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახოს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლა
დაბა ქედის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა 
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლა 
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახოს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კვაშტის საჯარო სკოლა 
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ორცვის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა 
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ აგარის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ აქუცის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლა

წყალბადის ზეჟანგი-ღორის გრიპის პროფილაკტიკის ყველაზე იაფი საშუალება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 12:30

რუსი ექიმი ივან ნეუმივაკინი ღორის გრიპთან დაკავშირებით ყველასთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, მისი თქმით ,არანაირი სპეციალური ვაქცინა გრიპის მკურნალობას არ სჭირდება. მედიკოსი საზოგადოებას ძალიან მარტივ და ეფექტურ მეთოდს ურჩევს, რომელიც საკმაოდ იაფიც ჯდება. –„აიღეთ წყალბადის ზეჟანდი 3%-იანი (პერეკისი), 15-20 წვეთი გახსენით ჭიქის მეოთხედ წყალში  და დილა-საღამოს თითო წვეთი ერთჯერადი შპრიცით ჩაიწვეთეთ ცხვირში. სხვასაც რომ ვირუსი შეხვდეს, თქვენ არაფრით შეგხვდებათ. წყალბადის ზეჟანგი კლავს ყველა ვირუსს“.

H1N1 ვირუსთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები დღეს გახდება ცნობილი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 10:04

დღეს გახდება ცნობილი ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით დაადავებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები ბოლო ორი დღის განმავლობაში.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობის მიმართვიანობა ისევ იზრდება, თუმცა ეს მაჩვენებელი არ არის საგანგაშო და ის დაშვებულ ზღვარს არ სცილდება.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებულია გარდაცვალების 4 შემთხვევა. მათ შორის 3 გარდაიცვალა H1N1, ე.წ. ღორის გრიპით, ერთი კი H3N2 შტამის გრიპის ვირუსით.

ჯანდაცვის სამინისტროს ავტობომილებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაც დაეხმარება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 იანვარი 2016 18:41

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური