ვიზა ინტერნეშენალი: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 10:22

ვიზა ინტერნეშენალმა, ლიდერმა საერთაშორისო კომპანიამ ელექტრონული გადახდების  ინდუსტრიაში, გუშინ, 16 მარტს  გამართა შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან. პრესასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მენდი ლემბი, რეგიონალური მენეჯერი დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ანდრეი ალეიკინი,  უფროსი დირექტორი განვითარებადი პროდუქტებისა და ინოვაციების მიმართულებით დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჰექტორ როდრიგესი, ვიცე პრეზიდენტი რისკების მიმართულებით ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.
სპიკერებმა ქართველ ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ონლაინ გადახდების სფეროში არსებულ გლობალურ ტრენდებზე,  ვიზას უსაფრთხოების სტრატეგიაზე თაღლითური სქემების პრევენციასთან მიმართებაში, ასევე კომპანიის ხედვაზე ქართულ ბაზარზე არსებულ სამომავლო განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.   
ვიზას წარმომადგენლებმა შეაჯამეს კომპანიის წარმატებული საქმიანობა საქართველოში და აღნიშნეს, რომ პლასტიკური ბარათების რაოდენობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვისთვის მზაობის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რეგიონში.  2015 წელს საქართველომ პირველმა  დანერგა HCE ტექნოლოგია (Host Card Emulation) გადახდების სერვისში. საქართველო ასევე პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც დანერგა Visa payWave ბარათებით უკონტაქტო ონლაინ გადახდების ტექნოლოგია. 2015 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზა ბარათებით განხორციელებული პირდაპირი ტრანზაქციების  28%, სწორედ, Visa payWave ბარათებით განხორციელდა.
ვიზა ინტერნეშენალი გეგმავს საქართველოში ონლაინ გადახდების ინდუსტრიის განვითარებაში სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას, ახალი ინოვაციური პროდუქტების დანერგვასა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და ონლაინ გადახდების სისტემის საიმედოობის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში. ასევე იგეგმება წამყვან ქართულ ბანკებთან, დარგობრივ სამთავრობო ინსტიტუტებთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
მენდი ლემბის განცხადებით:“ვიზას სტრატეგიული მიზანია, გაზარდოს ელექტრონული გადახდები და განავითაროს ონლაინ გადახდების ინდუსტრია. საქართველოს ბაზარზე წარმატებული საქმიანობის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ. საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ქვეყანაა რეგიონში ამ მიმართულებით და ფლაგმანი პოზიცია უკავია ბაზარზე Visa payWave და უკონტაქტო გადახდების სფეროში.“
ანდრეი ალეიკინი: “მსოფლიოში დიჯიტალიზაციის პროცესი ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, მალე მილიონობით მობილური საშუალება იქნება ინტერნეტში ჩართული და გადახდების განხორციელებაც ყოველდღიურად უსწრაფეს რეჟიმში იქნება შესაძლებელი. ვიზა მომხმარებელს სთავაზობს  გადახდების ეკოსისტემას. ფინანსური ინსტიტუტებისა და ვენდორებისთვის ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და საიმედო გადახდის სისტემას სხვადასხვა კომერციული პრაქტიკისთვის. სწორედ, ამ მიზნით, ვიზამ დანერგა ახალი ქსელური სისტემა Visa Developer, ღია პლატფორმა დეველოპერებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ვიზას ახალ სერვისებზე. ამ მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ ახალი ელექტრონული კომერციის პრაქტიკების კიდევ უფრო განვითარებას და მომხმარებელთა მხარდაჭერას, რომლებიც სულ უფრო მეტად მიმართავენ მობილური გადახდის პრაქტიკას.“
ჰექტორ როდრიგესი: „მსოფლიოში არსებული გლობალური ინოვაციური ტრენდების კვალდაკვალ, ვიზა ინტერნეშენალის მიზანია, მომხმარებლის დაცულობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა ყოველთვის როცა ისინი ვიზა ბარათს გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი გუნდი მუშაობს ონლაინ გადახდების ინდუსტრიაში თაღლითური სქემების პრევენციასა და მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან ამ მიმართულებით.”
პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა მოწვეულ ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ:
Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 56,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავება 1 წამში; ამავდროულად, აღნიშნული ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: www.corporate.visa.com, www.visa.com.ge

საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთი ვიზის მიღების ვადას უმცირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 12:52

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღების ვადას უმცირებს. როგორც „ფრანს 24“ იუწყება, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

მისი თქმით, ვიზის მიღების ვადა ხუთი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამისა და ინდონეზიის მოქალაქეებს შეუმცირდებათ. კერძოდ, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები ტურისტულ ვიზას 48 საათში მიიღებენ. 

გადაწყვეტილება საფრანგეთმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიზნით მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ის ძალაში.

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემა დღეიდან მარტივდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 10:04

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეიდან , საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემა მარტივდება.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებით, საუბარია საქმიან, სამუშაო, კერძო, სასწავლო და ჰუმანიტარულ ვიზებზე.

ამ საკითხებზე ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ტელეფონითაც ისაუბრეს. 

სარევიზიო კომისიის სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 12:57

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა იმსჯელეს და განიხილეს სარევიზიო კომისიის სამუშაო გეგმის თანახმად ჩატარებული, სარევიზიო შემოწმების მასალები.

კომისიის სხდომაზე სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“-ს, შპს „ავტოსერვისი-16“-ისა და ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“-ის სარევიზიო შემოწმების მასალების თაობაზე წინასწარი განხილვა მოხდა.

ამავე კომისიამ მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის, ა(ა)იპ „თბილისისმუნიციპალური ლაბორატორია“ - ს, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, სსიპ„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“-სა და შპს „თბილისის პარკები“ - ს სარევიზიოშემოწმების მასალებთან დაკავშირებით იმსჯელა.

სხდომა თბილისის მერიის ადმინისტრაციის ცალკეული თემების შესწავლით გაგრძელდა.

საკრებულოს წევრების მიერ დეტალურად მოხდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისეკოლოგისაა და გამწვანების საქალაქო სამსახურისა და შესყიდვების საქალაქო სამსახურისმიერ გამოცხადებული ტენდერების კანონიერებისა და შესრულების მდგომარეობისშესწავლა-ანალიზის მასალების განხილვა, რომელიც ა(ა)იპ „უსაფრთხო სივრცე“-სთავმჯდომარის ანა გაბრიაძის განცხადების საფუძველზე ჩატარდა.

სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, სადაც თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული საკვები პროდუქტი იყო ვადაგასული და უვარგისი გამოყენებისთვის. სარევიზიო კომისიის მიერ საკითხის შესწავლისა და ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ჰუმანიტარული პროდუქციის ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება 2016 წლის აპრილიდან - 2018 წლის ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პროდუქტი ვარგისია მოხმარებისათვის. აქედან გამომდინარე, ტელევიზიით გასული სიუჟეტი, „თითქოსდა ჰუმანიტარული პროდუქტი იყო ვადაგასული“ სიმართლეს არ შეესაბამება.

“რუსეთსა და საქართველოს ერთნაირი სავიზო რეჟიმი უნდა ჰქონდეთ“-სოსო ცისკარიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 12:33

  რუსეთსა და საქართველოს ერთნაირი სავიზო რეჟიმი უნდა ჰქონდეთ- აცხადებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“  პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი „რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მხოლოდ მაშინ იქნება მისასალმებელი,თუ საქართველოს მოქალაქეებიც, ისევე მარტივად შევლენ რუსეთში, როგორც რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ სოსო ცისკარიშვილმა.მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი ერთნაირი თუ არ იქნება, მათი ურთიერთობაც თანაბარუფლებიანი ვერ იქნება. 

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი 2000 წელს დაუწესა,პანკისის ხეობიდან მის ტერიტორიაზე ტერორისტთა თავდასხმების საფრთხისმიზეზით, რასაც საქართველოს მხრიდან ანალოგიური ნაბიჯი მოჰყვა. თუმცა 2004წელს ქართულმა მხარემ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ჯერ გაამარტივა, ხოლო 2012 წლიდან კი საერთოდ გააუქმა. რუსეთმა კი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა.

რუსეთი ვიზების გამარტივების საკითხს განიხილავს-კარასინი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 15:19

პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ლავროვის მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებული იყო, თუმცა დღეს გრიგორი კარასინი შეხვედრაზე მივიდა. 

კარასინმა განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ფორმატმა ბევრი სასიკეთო ცვლილება მოიტანა, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ და სატრანსპორტო სფეროში. 

დადასტურდა ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ვიზების გამარტივების საკითხს. კარასინის ინფორმაციით, მგზავრთა რაოდენობა გაზრდილია ისევე, როგორც სავაჭრო ბრუნვა და ეს პოზიტიური ტენდენციაა. 

მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთოხების საკითხების განხილვას, ზურაბ აბაშიძე დღეს დააყენებს საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების და გატაცებების შესახებ.

საფრანგეთის საელჩო ქართველ სტუდენტებს პასუხობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 17:55

საფრანგეთის საელჩო ქართველ სტუდენტებს პასუხობს. სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ უწყება მათ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ საელჩომ ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი უთხრა გრძელვადიანი ვიზის გაცემაზე.  

საელჩომ საპასუხოდ განცხადება გაავრცელა:

"შეერთებული შტატებისა და დიდი ბიტანეთის შემდეგ, საფრანგეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა უცხოელი სტუდენტების მიღების თვალსაზრისით. 2014 – 2015 სასწავლი წლისთვის მათი რიცხვი 290 ათასს შეადგენდა, მათ შორის 430 ქართველი იყო. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩო ყოველ წელს დაახლოებით 120 ვიზას გასცემს ახალგაზრდა ქართველი გოგონებსა და ვაჟებზე, რომლებიც საფრანგეთში საწსავლებლად მიემგზავრებიან.

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული ყოველი სტუდენტის დოსიე თბილისში საფრანგეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ განხილულია ვიზებთან დაკავშირებული წესდებისა და იმ ფრანგული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.

ორშაბათს, 24 აგვისტოს, საელჩომ განაცხადა უარი მხოლოდ 8 სტუდენტურ ვიზაზე. მაგრამ ამასთანავე, იმავე დღეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიზებზე დადებითი პასუხი გასცა.

საკონსულო სამსახურებისათვის მიცემული სახელმწიფო ინსტრუქციების შესაბამისად, საკონსულოები სტუდენტურ ვიზებზე უარის გაცემის მიზეზებს არ ხსნიან.

არანაირი აგრესიული თუ დისკრიმინაციული მოპყრობა საელჩოს თანამშრომლების მხრიდან არ იყო დაფიქსირებული.

თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად იქნა განხილული, ვიზის მთხოვნელის გეგმების, დაგეგმილი სწავლების განხორციელებისათვის საჭირო უნარისა და საფრანგეთში ცხოვრებისათვის აუცილებელი მისი მატერიალური საშუალებების გათვალისწინებით.

ისევე როგორც ყველა ვიზის მთხოვნელს, ყველა სტუდენტს აქვს საშუალება კონსულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ვიზის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გამსაჩირვებელ კომისიაში,"-აღნიშნულია განცხადებაში.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური