ამ მომენტისთვის მივიღეთ ძალიან პოზიტიური სიგნალი,-მარია გაბრიელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 10:18

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს შეხვდა.

მხარეებს შორის საუბარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას შეეხო.

ევროპარლამენტარ მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოს აღნიშნულ პროცესში ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს და პროცესი წინ მიდის.

“ახლა ჩვენ საბოლოოდ ვაყალიბებთ პოზიციებს. ჩემი ანგარიშის პროექტი სრულდება და ძალიან მალე სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში წარვადგენ ჩემ მოხსენებას.

მე ყველა სახის ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვქონდა მოხსენება ევროკომისიიდან, ასევე გვაქვს კარგი თანამშრომლობა საქართველოს  საელჩოსთან ბრიუსელში. ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

ძალიან კარგი ფონია ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად. ასე, რომ, როდესაც ვსაუბრობთ ვიზაზე, ეს ჩვენი პარტნიორობის მხოლოდ ერთი საფეხურია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, არის ეს პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაგრძელება, ამიტომ ჩვენ ამ მომენტისთვის მივიღეთ ძალიან პოზიტიური სიგნალი, ამიტომ ევროპარლამენტი გააკეთებს იგივეს," - განაცხადა მარია გაბრიელმა.

 

წესები, რომელთა გათვალისწინებაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას მოუწევთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 11:50

ვიზალიბერალიზაციაზე ისაუბრეს დღეს მთავრობის სხდომაზე. აღნიშნულ თემაზე მინისტრები კგანცხადებებს აკეთებენ. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან საუბრისას განმარტა ის წესები, რომელთა გათვალისწინებაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას მოუწევთ:

„როდესაც შევალთ და ეს დღე მალე დადგება, ევროკავშირის იმ ზონაში, რომლისთვისაც გაიხსნება საზღვრები, აუცილებლად უნდა დავიცვათ იქ ყოფნის მაქსიმალური ვადა. სწორედ ეს ავხსენით იმ დოკუმენტში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში ყველა პასპორტის გაცემისას გადაეცემათ ჩვენს მოქალაქეებს, რათა მათ იცოდნენ რას აკეთებენ.

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ გათვითცნობიერებულნი იმ კუთხით, რომ ეს არ ნიშნავს იმას, ჩვენ შევალთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავსახლდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეძლევა უფლება შევიდეთ უვიზოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავრჩეთ სამუშაოდ.

ვინც უვიზო რეჟიმის წესებს დაარღვევს, ჩვენ მას უკან, საქართველოში დავაბრუნებთ და შემდეგ იქნება რამდენიმეწლიანი აკრძალვა ევროკავშირში შესვლაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:42

„საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობას შეძლებენ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭოს სავიზო რეგულაციაში შევა ცვლილება და საქართველო გადავა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც არ ესაჭიროებათ ვიზა შენგენის სივრცეში მოკლევადიანი ვიზიტისთვის"-ინფორმაციას ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ავრცელებს.

"მოცემულ ეტაპზე, საკანონმდებლო წინადადების შემუშავების მიზნით, ევროკომისიაში შიდა პროცედურები სრულდება. ევროკომისიის მხრიდან საკანონდებლო წინადადების ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტისათვის გადაცემა, სამუშაო პროცესს გადაიყვანს ახალ ეტაპზე. მომდევნო თვეების განმავლობაში საკითხს თანადროულად განიხილავს ორივე ინსტიტუტი. განხილვების დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტის თანხმობის გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს სავიზო რეგულაციაში ცვლილების შეტანას; ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხელს მოაწერენ რეგულაციის ცვლილებას. ხელმოწერიდან 20 დღის ვადაში ამოქმედდება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და საქართველოს ბიომეტრული პასპორტის მქონე მოქალაქეები შეძლებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას შენგენის სივრცეში, მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში, 90 დღე 180-დღიან პერიოდში“, – განმარტავს ნატალია საბანაძე.

დავით ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:12

ვიზალიბერალიზაციის პროცესს მიგრანტების კრიზისმა ხელი არ უნდა შეუშალოს - ბრიუსელში მყოფი ევროინტეგრაციის მინისტრის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ არალეგალურ მიგრაციას არ უნდა ჰქონდეს ზეგავლენა ევროპის პოლიტიკაზე, რომლის პრინციპიცაა მეტი მეტისათვის. 

დავით ბაქრაძის თქმით, ქართული მხარე ევროკომისიის მიერ ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების გადაგზავნას და ტექნიკური პროცედურების რამდენიმე თვეში დასრულებას ელოდება. 

ფედერიკა მოგერინი ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:59

მიუხენში უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია სამ საათში გაიხსნება. მას საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრება. გიორგი კვირკაშვილი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ფედერიკა მოგერინის, შეხვდება.

„შევხვდები საქართველოს პრემიერმინისტრს, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზალიბერალიზაციას, ყველაფერი კარგად მიდის და პოზიტიურად ვარ განწყობილი,“- განცხადა მოგერინიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ გუშინ ყირიმში უკრაინის 13 მოქალაქე დააკავეს და, მისი თქმით, მინისტრი შეხვედრებს სწორედ ამ საკითხის განხილვით დაიწყებს.

კლიმკინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა  მუშაობას აგრძელებენ, რათა სავიზო ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე იქნას მიღებული. 

 

საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთი ვიზის მიღების ვადას უმცირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 12:52

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღების ვადას უმცირებს. როგორც „ფრანს 24“ იუწყება, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

მისი თქმით, ვიზის მიღების ვადა ხუთი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამისა და ინდონეზიის მოქალაქეებს შეუმცირდებათ. კერძოდ, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები ტურისტულ ვიზას 48 საათში მიიღებენ. 

გადაწყვეტილება საფრანგეთმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიზნით მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ის ძალაში.

ბერნარ კუშნერის მილოცვა საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 19:59

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“ - ასე შეაფასა საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში. 
ბერნარ კუშნერი საქართველოში “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში იმყოფება.

იანოშ ჰერმანის განცხადებით საქართველომ ბოლო 6 თვეში გაატარა ყველა საჭირო რეფორმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 18:17

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ევროკომისიის დასკვნა შეაფასა და საქართველოს არსებული წარმატება მიულოცა.

იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველომ 6 თვეში შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა და მიაღწია არსებულ წარმატებას.

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მეოთხე და ბოლო შეფასების ანგარიში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. ეს არის საქართველოს მხრიდან შესრულებული ვალდებულებებისა და წარმატებით გატარებული რეფორმების შედეგი. ეს არის რეკომენდაციების არაჩვეულებრივი შესრულება, რომელმაც მიგვიყვანა არაჩვეულებრივ წარმატებამდე. ყველას ვულოცავ არსებულ მიღწევას,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიაში პრესკონფერენცია გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 17:49

ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულუსი საქართველოს დროით 18:00 საათზე ვიზალიბერალიზაციის დასკვასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

 ავრამოპულუსი ანგარიშს ოფიციალურად წარადგენს.

ლევან ბერძენიშვილი ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გასავლელ ეტაპებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 17:33

უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი იმ ნაბიჯებს განმატავს, რაც ევროკომისიის დღევანდელი დასკვნის შემდეგ უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა გადაიდგას .

„ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემდგომში დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს:

1. 18 დეკემბერი: დასკვნა

2. რამდენიმე დღეში: ოფიციალური შეთავაზება

3. ორ-სამ თვეში: კენჭისყრა კომიტეტში

4. სამთვენახევარში: კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე

5. ოთხ თვეში: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 539/2001 რეგულიაციაში ცვლილებაზე

6. ოთხნახევარ თვეში: რეგულაციის ცვლილების ხელმოწერა ევროპარლამენტის ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ

7. ოთხ თვესა და სამ კვირაში: ხელმოწერილი ტექსტის გამოქვეყნება

8. მაქსიმუმ ხუთნახევარ თვეში: ძალაში შესვლა, პირველი ქართველი მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევა შენგენის რომელიმე ქვეყანაში“, - წერს ბერძენიშვილი.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური