Visa იწყებს #She'sNext საგანმანათლებლო ონლაინ პროგრამას ქართველი მეწარმე ქალებისათვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2020 12:16

თბილისი, 2020 წლის 3 სექტემბერი - ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა Visa-მ უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყება დააანონსა. პროგრამა, ქართველი მეწარმე ქალებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის გლობალური She's Next ინიციატივის ფარგლებში,  ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და “Forbes Woman Georgia”-სთან ერთად მომზადდა.

She’sNext ინიციატივა, რომელიც 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო, დღეს Visa–ს მხარდაჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის, კერძოდ კი, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას.

მცირე და მიკრო ბიზნესი ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა შეეჩერებინა საქმიანობა ან ებრძოლა ბიზნესის შესანარჩუნებლად. მაშინ როდესაც ელექტრონულ კომერციაზე დიდი მოთხოვნაა, საქართველოში ციფრული გადახდის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, Visa-მ განახორციელა სხვადასხვა ინიციატივა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უსაფრთხო და ფართოდ ხელმისაწვდომი ონლაინ გადახდის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. Visa-მ საქართველოში შექმნა მცირე ბიზნესის ჰაბის (Visa Small Business Hub)ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბიზნესის მფლობელებს სთავაზობს ინსტრუმენტებს და ინფორმაციას მცირე ბიზნესის წამოწყების, მართვის და განვითარების შესახებ, აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ შეთავაზებებს Visa-ს პარტნიორებისგან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად.

She's Next კამპანია მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზების გზით.

საქართველოს She’s Next კამპანიის პირველი ტალღის ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით Visa ქმნის She's Next პორტალს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქმიანი ქალების ისტორიები. აღნიშნული ისტორიები ასახავს იმას, თუ რა გზა გაიარეს She's Next-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 7-28 სექტემბერს, Visa და „ქალები მომავლისთვის“ უმასპინძლებს 4 ვებინარს, წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და სამოტივაციო სპიკერების მონაწილეობით.

მეწარმე ქალებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს საშუალება ექნებათ განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ ცოდნა ბიზნესის მართვის, პიროვნული განვითარების, კრიზისების მართვის სტრატეგიების და მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ. საგანმანათლებლო პროგრამა და წარმატების შთამაგონებელი ისტორიები  პროგრამის მონაწილეებს უზრუნველყოფს ბიზნესის განსავითარებლად საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტებითა და ცოდნით.  

პროგრამის ფარგლებში ვებინარებს ჩაატარებენ: ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ირმა დაუშვილი, DIO-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თინათინ რუხაძე, გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიის ”ACT” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თამარ კერძაია, ევროპული უნივერსიტეტის რექტორი; ნატალია თოლორაია, „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; რუსუდან თელია, ACT Global- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ქეთევან ქვარცხავა, BLC საადვოკატო ბიუროს პარტნიორი.

 „მცირე ბიზნესი არის ადგილობრივი ეკონომიკის ხერხემალი მთელს მსოფლიოში. ის არის უმსხვილესი დამსაქმებელი, სამუშაო ადგილების შემქმნელი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნულ მშპ-ში. Visa მეწარმე ქალების გაძლიერებას ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ  განვითარებას, წარმატებას და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ქალების საკუთრებაში არსებული მცირე საწარმოები ინსტრუმენტებით, რესურსებით, ინფორმაციით და სხვადასხვა შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.” - განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa–ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.  „გლობალური She's Next ინიციატივის ფარგლებში დაწყებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში დაეხმარება ქალებს შეიძინონ საჭირო ცოდნა და უნარები საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და ტრანსფორმაციისთვის. პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკის სექტორია. ასეთი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ახალ რეალობასთან ადაპტაციისა და მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის."

"ფედერაციის მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქალთა როლის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში. "ქალები მომავლისთვის" მედიატორის როლს ასრულებს საჯარო, კერძო და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის, რათა ქალ მეწარმეთა საჭიროებების ადვოკატირების გზით შევძლოთ მათი გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით და ფინანსური, სოციალური და სამართლებრივი ბარიერების დაძლევის გზით შევძლებთ ქალთა ეკონომიკურ გააქტიურებას.- განაცხადა ბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.

#She’sNext საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში იწყება ორშაბათს, 7 სექტემბერს, 11:00 საათზე პირველი ვებინარით თემაზე:„ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის“

მომხსენებლები:

  • ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერების ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ საბჭოს თავმჯდომარე.

ნინა კობახიძის სახელი დაკავშირებულია სხვადასხვა ინიციატივების შემუშავებასთან საჯარო (სამთავრობო და საზოგადოებრივ დონეზე) და კერძო სექტორში. მისი მრავალრიცხოვანი ინიციატივებსა და მიღწევებს შორის აღსანიშნავია სტრუქტურული რეფორმები ეფექტური საჯარო მმართველობისთვის, საერთაშორისო განათლების ცენტრის აქტივაცია, სოლიდარობის ფონდის დაფუძნება და სტუდენტებთან დაკავშირებული სხვა სოციალური პროექტები. მას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

  • ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

2013 წლიდან ნინო იკავებს სოფლის მეურნეობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობას საპარტნიორო ფონდში. 2008 წლიდან ის არის შპს „საქართველოს ბიზნეს ზონის" აგრო კომპლექსის აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წელს ნინომ დააარსა „რეგიონული განვითარების ასოციაცია". მას მიენიჭა ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების პრიზი „მერკური 2011", სადაც მიიღო საპატიო წოდება „წლის მეწარმე ქალი". ის იყო პირველი ქალი, რომელიც 2012 წელს აირჩიეს ჰილარი კლინტონის პატრონაჟით შექმნილი ორგანიზაციის „ინვესტიცია მომავალში" კოორდინატორად.

  • კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

კრისტინა დოროში Visa–ს ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდას უწევს ზედამხედველობას კავკასიის რეგიონში. ის 2016 წლიდან რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა Visa-ს ძირითადი პროდუქტის მიმართულებით (Core Product) და 2019 წლიდან გახდა CISSEE-ის რეგიონში Visa-ს გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. კრისტინა CEMEA ქალთა ლიდერობის ქსელში CISSEE რეგიონის ერთ-ერთი წარმომადგენელი და სხვადასხვა რეგიონალური ინიციატივების  ხელმძღვანელია.

საგანმანათლებლო პროგრამა უფასოა ყველა წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილისთვის.

#She’sNext საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ გვერდზე: Visa Facebook.

ონლაინ რეგისტრაციისთვის პირველ ვებინარზე „ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის;“ ეწვიეთ ბმულს:  bit.do/shesnextgeorgia

ვიზა ინტერნეშენალი: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 10:22

ვიზა ინტერნეშენალმა, ლიდერმა საერთაშორისო კომპანიამ ელექტრონული გადახდების  ინდუსტრიაში, გუშინ, 16 მარტს  გამართა შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან. პრესასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მენდი ლემბი, რეგიონალური მენეჯერი დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ანდრეი ალეიკინი,  უფროსი დირექტორი განვითარებადი პროდუქტებისა და ინოვაციების მიმართულებით დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჰექტორ როდრიგესი, ვიცე პრეზიდენტი რისკების მიმართულებით ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.
სპიკერებმა ქართველ ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ონლაინ გადახდების სფეროში არსებულ გლობალურ ტრენდებზე,  ვიზას უსაფრთხოების სტრატეგიაზე თაღლითური სქემების პრევენციასთან მიმართებაში, ასევე კომპანიის ხედვაზე ქართულ ბაზარზე არსებულ სამომავლო განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.   
ვიზას წარმომადგენლებმა შეაჯამეს კომპანიის წარმატებული საქმიანობა საქართველოში და აღნიშნეს, რომ პლასტიკური ბარათების რაოდენობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვისთვის მზაობის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რეგიონში.  2015 წელს საქართველომ პირველმა  დანერგა HCE ტექნოლოგია (Host Card Emulation) გადახდების სერვისში. საქართველო ასევე პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც დანერგა Visa payWave ბარათებით უკონტაქტო ონლაინ გადახდების ტექნოლოგია. 2015 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზა ბარათებით განხორციელებული პირდაპირი ტრანზაქციების  28%, სწორედ, Visa payWave ბარათებით განხორციელდა.
ვიზა ინტერნეშენალი გეგმავს საქართველოში ონლაინ გადახდების ინდუსტრიის განვითარებაში სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას, ახალი ინოვაციური პროდუქტების დანერგვასა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და ონლაინ გადახდების სისტემის საიმედოობის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში. ასევე იგეგმება წამყვან ქართულ ბანკებთან, დარგობრივ სამთავრობო ინსტიტუტებთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
მენდი ლემბის განცხადებით:“ვიზას სტრატეგიული მიზანია, გაზარდოს ელექტრონული გადახდები და განავითაროს ონლაინ გადახდების ინდუსტრია. საქართველოს ბაზარზე წარმატებული საქმიანობის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ. საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ქვეყანაა რეგიონში ამ მიმართულებით და ფლაგმანი პოზიცია უკავია ბაზარზე Visa payWave და უკონტაქტო გადახდების სფეროში.“
ანდრეი ალეიკინი: “მსოფლიოში დიჯიტალიზაციის პროცესი ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, მალე მილიონობით მობილური საშუალება იქნება ინტერნეტში ჩართული და გადახდების განხორციელებაც ყოველდღიურად უსწრაფეს რეჟიმში იქნება შესაძლებელი. ვიზა მომხმარებელს სთავაზობს  გადახდების ეკოსისტემას. ფინანსური ინსტიტუტებისა და ვენდორებისთვის ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და საიმედო გადახდის სისტემას სხვადასხვა კომერციული პრაქტიკისთვის. სწორედ, ამ მიზნით, ვიზამ დანერგა ახალი ქსელური სისტემა Visa Developer, ღია პლატფორმა დეველოპერებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ვიზას ახალ სერვისებზე. ამ მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ ახალი ელექტრონული კომერციის პრაქტიკების კიდევ უფრო განვითარებას და მომხმარებელთა მხარდაჭერას, რომლებიც სულ უფრო მეტად მიმართავენ მობილური გადახდის პრაქტიკას.“
ჰექტორ როდრიგესი: „მსოფლიოში არსებული გლობალური ინოვაციური ტრენდების კვალდაკვალ, ვიზა ინტერნეშენალის მიზანია, მომხმარებლის დაცულობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა ყოველთვის როცა ისინი ვიზა ბარათს გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი გუნდი მუშაობს ონლაინ გადახდების ინდუსტრიაში თაღლითური სქემების პრევენციასა და მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან ამ მიმართულებით.”
პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა მოწვეულ ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ:
Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 56,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავება 1 წამში; ამავდროულად, აღნიშნული ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: www.corporate.visa.com, www.visa.com.ge

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური