Deutsche Welle-მ თურქული მხარის ქმედებების გასაპროტესტებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 15:24

გერმანულმა მედიაორგანიზაციამ Deutsche Welle-მ (DW) თურქული მხარის ქმედებების გასაპროტესტებლად ანკარის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დოიჩე ველეს სამაუწყებლო საბჭომაც დაწყებულ სამართლებრივ პროცესს მხარი დაუჭირა.

როგორც Deutsche Welle-ში აცხადებენ, 5 სექტემბერს გერმანულმა გამოცემამ Deutsche Welle-მ  Confl’ct Zone-ის ჟურნალისტმა მიშელ ფრიდმანმა თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან სატელევიზიო ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა მალევე სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ გამოცემას ინტერვიუს გამოქვეყნების უფლება არ აქვს.

Deutsche Welle-ს ცნობით, მოხდა ვიდეომასალის ჩამორთმევა, რის შემდეგაც მედიაორგანიზაციამ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.

Deutsche Welle-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა თურქულ მხარეს მოუწოდა, გადაღებული ვიდეომასალა ჰოლდინგს დაუყოვნებლივ დაუბრუნოს. მისივე თქმით, ყოველივე ამას კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ თურქ მინისტრთან ინტერვიუს დროს განხილვის საგანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მასობრივი დაკავებები, სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება და თურქულ საზოგადოებაში ქალების მდგომარეობა იყო.

წყარო: http://www.dw.com/tr/dwden-t%C3%BCrkiye-gen%C3%A7lik-ve-spor-bakanl%C4%B1%C4%9F%C4%B1na-dava/a-35887995

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური