შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019 07:56

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს - დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ აზერბაიჯანელი კოლეგის ოფიციალური მისალოცი წერილი გადასცა.

ვახტანგ გომელაურმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს ოფიციალური მისალოცი წერილის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ვიზიტის დაგეგმვის მზაობა გამოთქვა.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 12:32

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა. გატიკერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

მარიო გატიკერმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა და ევროპოლთან, ასევე, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება.

ვახტანგ გომელაურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანმა დეტალურად განიხილეს უვიზო მიმოსვლის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

სუს-ის უფროსი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 17:44

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.
შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.

ვახტანგ გომელაურმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის უახლოესი პერსპექტივები შეაჯერეს

უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს"- ვახტანგ გომელაური

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 მაისი 2016 10:12

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების არსებობას გამორიცხავს.ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი იყო მანამდე, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა.„უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს, ოდეერები იყო, სანამ გამოეყოფოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტშია დანიშნული ჩვენი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი, 12-ში ჯერ კიდევ არა, ეს ერთპიროვნულად არ წყდება,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

ოპოზიცია პარლამენტში გომელაურის მისვლას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 აპრილი 2016 13:28

საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ისევ ითხოვს.

ვახტანგ გომელაური უწყების ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში უკვე იმყოფებოდა, თუმცა საკითხის მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ვახტანგ გომელაური ე.წ. ოდეერის არსებობასთან დაკავშირებით საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 18:12

სუს-ის  ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური ე.წ. ოდეერის  არსებობასთან დაკავშირებითაც კომენტარს აკეთებს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელის განცხადებით, როდესაც სუს-ი გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის მიღების შემდეგ, ოდეერის სამსახური გაუქმდა. მისივე თქმით, დღეს არსებული კანონის შესაბამისად უსაფრთხოების სამსახურის დანიშვნა ამა თუ იმ უწყებაში ხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის მოსმენა ვერ შეძლო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 15:05

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში პრობლემები დეპუტატებმა საკომიტეტო განხილვის დონეზე გუშინ გამოკვეთეს. პრეტენზიებს გამოთქვამენ როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდშიც. 

ვახტანგ გომელაურს პარლამენტი ხვალ 31 მარტს მოუსმენს. 

ვახტანგ გომელაური აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 18:55

 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.  მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები და დასახეს მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. 
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების სამსახურის განვითარების ძირითად მიმართულებებზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრობლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა ორმხრივ ფორმატში აშშ-ის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა და გამოხატა საქართველოს მიერ არჩეული განვითარების კურსის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაბამისი მიმართულებებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური