დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 ივლისი 2019 13:14

ვაშინგტონი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
 
დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. 
 
მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვერებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხობის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.    

3-4 აპრილს დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 02 აპრილი 2019 15:14

2019 წლის 3-4 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ნატოს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გასამართი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ნატოს წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 3 აპრილს, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „nato engages: the alliance at 70 years“, სადაც სიტყვით გამოვა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატოს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“. ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-ს კონგრესში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელ გერი კონოლთან.

აღსანიშნავია, რომ მინისტერილის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 მარტს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს მონაწილეობით მსჯელობა წარიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე 24-25 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი.

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 მარტი 2019 15:52

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში.

ვაშინგტონში, დიმიტრი ცქიტიშვილი, ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსს შეხვდა.

დეპუტატი შეხვდა ამერიკის პროფესიული კავშირების (afl-cio) და ამერიკული სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონში გამართულ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ:საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.

ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (csw) 63-ე სესიას დაესწრო ნიუ-იორკში.

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 10:10

ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა საკითხში, რაც აქტუალურია აშშ-ის დღის წესრიგში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შედგა შეთანხმება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე.

პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ახალ გეოპოლიტიკურ სურათში და ამ მხრივ აშშ-ის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოითქვა სურვილი, რომ ახალი რეალობების გათვალისწინებით, ამ სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე ამერიკული მხარემ დააფიქსირა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიცაა  რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრენსის რუნის ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია.

"ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018 10:19

საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოურიკერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთანრეი უოშბერნთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეფასებამიეცა საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოსდა დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. 

მისი თქმით, OPIC  დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკისა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებით.

 „მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და იმ კურსისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, თანხვედრაშია აშშ-ის ინტერსებთან და მათ ხედვასთან თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკური განვითარების მაგალითი რეგიონში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018 12:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  2018 წლის 17-21 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილთან და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯორჯ კენტთან.

შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული საკითხები, განსაკუთრებით თავდაცვის,  უსაფრთხოებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების  სამშვიდობო პოლიტიკა, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და სათავრობო პროგრამის პრიროტეტები.

პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის და საქართველოს დელეგაციის  უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონთან და აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ს კონგრესის, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში (MCC), აშშ-ს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC), მსოფლიო ბანკსა (WB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF).

ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში სენატორ რონ ჯონსონს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 13:48

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმღვანელობით, სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

შეხვედრისას, მხარეებმა აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზე და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა საქართველოს სრული მხარდაჭერა დაადასტურა.

დელაგაციის წევრებმა სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში მოიწვიეს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავამჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

ვაშინგტონში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე განათდა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 11:55

ვაშინგტონში ქვეყნის მთავარი  ნაძვის ხე განათდა.  ნაძვის ხე ბარაკ და მიშელ ობამებმა საზეიმოდ აანთეს. შეერთებული შტატების დედაქალაქში ტრადიციული წინა საახალწლო ღონისძიება წელს უკვე 94-ედ გაიმართა.

საზეიმო საღამოს წამყვანი  მსახიობი ევა ლონგორია იყო.  კონცერტზე კი კელი კლარკსონმა და მარკ ენტონიმ იმღერეს.

ვაშინგტონი ანკარასთვის გიულენის გადაცემას არ აპირებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 13:20

ოფიციალური ვაშინგტონი ანკარასთვის თურქი მუსლიმი მქადაგებლის, ფეტჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ცნობების თანახმად, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის ორგანიზატობის ბრალდების შესახებ თურქეთმა საკმარისი მტკიცებულება ვერ წარადგინა, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატები მის ექსტრადირებას არ გეგმავს. გამოცემის თანახმად, ამერიკული და თურქული მხარე გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა.თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი სწორედ გიულენია.

ჯონ კერი - ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთი მტკიცებულებას წარმოადგენს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 17 ივლისი 2016 14:32

ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთის მთავრობა მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე მტკიცებულებას წარმოადგენს, - რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. ლუქსემბურგში ვიზიტისას ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.
თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყენას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს.
თავად ფეთჰულა გიულენმა სამხედრო გადატრიალება დაგმო და მასთან ნებისმიერი კავშირი უარყო.
„მსგავს განზრახვასთან რაიმე კავშირში დადანაშაულება, ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“, - ნათქვამია გიულენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური