დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ვაქცინებით უზრუნველსაყოფად ევროკავშირი COVAX-ს დაფინანსებას უორმაგებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 03 მარტი 2021 11:17

ევროკავშირმა 19 თებერვალს  განაცხადა, რომ COVAX პლატფორმისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს, რითაც გლობალურ ინიციატივაში დღემდე შეტანილ წვლილს გააორმაგებს. ამ გადაწყვეტილების მიზანი საქართველოსა და სხვა 91 ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების სამართლიანი და თანასწორუფლებიანი მიწოდების დაჩქარებაა. ქვეყნები 1.3 მილიარდ დოზას 2021 წლის ბოლომდე მიიღებენ.
ევროპის გუნდი (Team Europe) COVAX პლატფორმის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია; მისი დაფინანსება 2.2 მილიარდ ევროს აჭარბებს, რაშიც გასულ კვირას გერმანიის მიერ გაღებული 900 მილიონი ევროც შედის.
„კორონავირუსზე გლობალური პასუხის ფარგლებში, გასულ წელს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, გაგვეხადა ვაქცინები ხელმისაწვდომი ყველასთვის,  ვისაც ის სჭირდება. COVAX ინიციატივას ყველაზე უკეთ შეუძლია, ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დიდი შვიდეულის ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაზე, — „სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ევროკომისიის მიერ COVAX ინიციატივისთვის გაღებული წვლილის 1 მილიარდ ევრომდე გაზრდა. ამ ახალი ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ გვინდა, სწრაფად მივაწოდოთ ვაქცინები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებრადგან თავს უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როცა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება იქნება დაცული“.
აღნიშნული დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკვე გაცემულ 100 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს და გარანტიის სახით გაცემულ 400 მილიონ ევროს დაემატება.
დღეისათვის COVAX ინიციატივაში 191 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 სახელმწიფო, რომელთაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღება დაფინანსების მექანიზმის, Gavi COVAX-ის  მოწინავე საბაზრო ვალდებულების (AMC) საშუალებით შეუძლიათ.
COVAX ინიციატივის მიზანი 2021 წლის ბოლომდე ვაქცინის 2 მილიარდი დოზის შეძენაა. მათგან მინიმუმ 1.3 მილიარდი დოზა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოხმარდება. ამის მისაღწევად მოლაპარაკებები ვაქცინათა სხვადასხვა მწარმოებელთან მიმდინარეობს. ამის შედეგად მოპოვებული დოზები სხვადასხვა სამეცნიერო ტექნოლოგიით იქნება შექმნილი და მათი მიწოდების ვადები და ფასებიც განსხვავებული იქნება. ვაქცინების შესყიდვას და ქვეყნებისთვის გადაცემას იუნისეფის მომარაგების განყოფილება და ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაციის (PAHO) ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის განახლებადი ფონდი უზრუნველყოფს.
2020 წლის 4 მაისიდან მოყოლებული, ევროკომისიამ თავის პარტნიორებთან ერთად 16 მილიარდამდე ევროს მობილიზება შეძლო. ამის შედეგად ჩამოყალიბებული გლობალური ინიციატივა, კორონავირუსზე გლობალური პასუხი, ტესტების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

ახალი ამბები მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში ვაქცინაციის პროცესს შეუწყობენ ხელს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 13:42

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ერთობლივად იწყებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის მიზანიც საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩამოტანისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. ინიციატივა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას  მოიცავს და ქვეყანას რუტინული იმუნიზაციის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება.
სამწლიან ინიციატივას ჯანმო განახორციელებს. საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად ევროკავშირმა 40 მილიონი ევრო გამოყო. თანხა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზადების და ვაქცინების გადანაწილების პროცესებს მოხმარდება.
„COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისას ჩვენს საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ვაქცინაციის კამპანიის სწორ ორგანიზებას ენიჭება“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოშიკარლ ჰარცელმა, — ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნადრათა ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ეფექტიანად გამოყენება მოხერხდესმიზანი ისაარომ ვაქცინებმა იმ ადამიანებამდე მიაღწიოსრომელთაც ვაქცინაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ“.
პირველ ეტაპზე დაფინანსება ვაქცინაციისთვის მზადებისა და ვაქცინების შემოტანის პროცესის ხელშეწყობას მოხმარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებს, როგორიცაა დაგეგმვა, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შეძენა, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგები და საინფორმაციო კამპანიები.  
პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმოს შორის მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს ქვეყნებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ თანამშრომლობის ნაწილია 35 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ინიციატივა, „ევროკავშირის სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“. ინიციატივა პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.

ახალი ამბები მომზადებულია ევროკავშირის პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური