ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში ვაქცინაციის პროცესს შეუწყობენ ხელს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 13:42

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ერთობლივად იწყებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის მიზანიც საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩამოტანისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. ინიციატივა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას  მოიცავს და ქვეყანას რუტინული იმუნიზაციის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება.
სამწლიან ინიციატივას ჯანმო განახორციელებს. საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად ევროკავშირმა 40 მილიონი ევრო გამოყო. თანხა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზადების და ვაქცინების გადანაწილების პროცესებს მოხმარდება.
„COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისას ჩვენს საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ვაქცინაციის კამპანიის სწორ ორგანიზებას ენიჭება“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოშიკარლ ჰარცელმა, — ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნადრათა ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ეფექტიანად გამოყენება მოხერხდესმიზანი ისაარომ ვაქცინებმა იმ ადამიანებამდე მიაღწიოსრომელთაც ვაქცინაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ“.
პირველ ეტაპზე დაფინანსება ვაქცინაციისთვის მზადებისა და ვაქცინების შემოტანის პროცესის ხელშეწყობას მოხმარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებს, როგორიცაა დაგეგმვა, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შეძენა, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგები და საინფორმაციო კამპანიები.  
პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმოს შორის მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს ქვეყნებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ თანამშრომლობის ნაწილია 35 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ინიციატივა, „ევროკავშირის სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“. ინიციატივა პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.

ახალი ამბები მომზადებულია ევროკავშირის პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარებიან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 13 თებერვალი 2021 13:25

ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ახალ რეგიონულ პროგრამას იწყებს. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ევროს აღემატება. მისი მიზანია, საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანას მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციის პროცესში არსებითი დახმარება გაუწიოს.
პროგრამა საქართველოს ვაქცინების ეფექტიანი გზით მიღებისთვის მოამზადებს. ქვეყანა ვაქცინებს COVAX ინიციატივიდან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ვაქცინათა გაზიარების მექანიზმების საშუალებით მიიღებს. პროგრამა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა რისკის კომუნიკაცია და სათემო ჩართულობა, ვაქცინის მიწოდების ჯაჭვის გამართვა, ვაქცინაციის მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგი, ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილე ჯანდაცვის მუშაკებისა და მედპერსონალის ტრენინგი, ვაქცინაციების გრაფიკის შედგენა და ვაქცინებისა და სხვა საჭირო მარაგთა მიწოდებისა და მართვის ლოგისტიკური მხარდაჭერა. 
ამ ახალი პროგრამითრომელსაც ჯანმოსთან პარტნიორობით ვიწყებთევროკავშირი აჩვენებსრომ ის ასრულებს საკუთარ ვალდებულებასგვერდში დაუდგეს აღმოსავლეთ პარტნიორებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში“, — განაცხადა ევროკომისიის წევრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ, — „გარდა ამისა, ამგვარი თანამშრომლობა რეგიონის უსწრაფესი და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის წინაპირობა იქნებაახალი პროგრამა იმ ინიციატივის ნაწილიარომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე გამოყო 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებაეს რესურსი ამ პერიოდისთვის პანდემიასთან ბრძოლასა და რეგიონის გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას ხმარდება, — აღნიშნა მან.
პროგრამა ინიციატივის, Team Europe, ნაწილია და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის და ჯანმოს შორის არსებულ თანამშრომლობას აგრძელებს. თანამშრომლობის, “სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის”, მთლიანი ბიუჯეტი 35 მილიონ ევროს შეადგენს. მისი მეშვეობით რეგიონის ქვეყნებს უკვე გადაეცათ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამედიცინო მარაგი: მათ შორის, 11 მილიონზე მეტი პერსონალური დაცვის აღჭურვილობა; 12 ათასი ლაბორატორიული დანადგარი; 1500-ზე მეტი სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის კონცენტრატორი და პულსოქსიმეტრი; და PCR ტესტის 20 ათასზე მეტი ნაკრები. 
Team Europe-მა ინიციატივა COVAX-ის დასაფინანსებლად უკვე გაიღო 850 მილიონ ევროზე მეტი, რომელშიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 500 მილიონი ევროც შედის. ახალი პროგრამა COVAX-ს დაეხმარება, რომ 2021 წლის ბოლომდე 92 დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყანას ვაქცინის 1.3 მილიარდი დოზა მიაწოდოს.
 
ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ევროკომისია მზად არის, შექმნას ვაქცინათა გაზიარების მექანიზმი. ამ მექანიზმის მეშვეობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინათა დოზების გაზიარებას მეტად ეფექტიანად შეძლებენ. 

ახალი ამბები მომზადებულია ევროკავშირის პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური