მეცნიერები კოვიდ-19 წინააღმდეგ BCG-ს (ტუბერკულოზის) ვაქცინასაც ცდიან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 15:20

მეცნიერ-მკვლევარები დღეს იმაზე მუშაობენ და ამოწმებენ, კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იქნება თუ არა BCG-ს (ტუბერკულოზის) ვაქცინა. ამის შესახებ TRT-ქართული BBC-ზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხ BBC-ის თანახმად, ტუბერკულოზის ვაქცინა შეიქმნა 1921 წელს და დამტკიცებულია, რომ მას შეუძლია ადამიანების დაცვა ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციებისგან. მისი კოვიდ-19 წინააღმდეგ ეფექტურობის დადგენის მიზნით კი, საერთაშორისო ბრაკისის კვლევის ფარგლებში ტესტირება ჩატარდა 10 000-მდე მოხალისეზე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, ესპანეთი და ბრაზილია. ეს ვაქცინა ძირითადად გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის იმ მუშაკებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაინფიცირებულნი იყვნენ კორონავირუსით და ამით BCG-ს ეფექტურობა უფრო სწრაფად დადგინდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი თედროს ადანომ ღებრეიზუსი, რომელიც ჟურნალ Lancet- ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორთა შორისაა, აცხადებს, რომ სანამ კოვიდ-19-ის სპეციფიკური ვაქცინა არ შეიქმნება, მანამ BCG-ს ვაქცინა ერთგვარ მაშველი ხიდის როლს შეარულებს.

 

თურქეთმა კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020 14:44

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ წარმოებული ვაქცინის შედეგები წარმატებულია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს. ამის შესახებ -ქართული იტყობინება.

მათი მონაცემებით, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ამის შესახებ,  მთავრობის სხდომის  დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენს მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებისთვის  ჩადებული ინვესტიციები და დახმარება  სათითაოდ ამოქმედდა. ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებული 13 განსხვავებული ვაქცინიდან 5-ის ადამიანებზე გამოცდას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი  შესაფერისი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიას,  თვეში 20 მილიონი დოზის მოცულობის წარმოების  (ვაქცინის) შესაძლებლობა აქვს. ასევე არის მეორე კომპანიაც, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს რიცხვი შესაზლოა თვეში 50  მილიონი დოზის მოცულობამდე გაიზარდოს. მომავალ თვეში კი ათასი დოზა ვაქცინა ადამიანებზე გამოსაცდელად უკვე მზად იქნება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/05/t-urk-et-ma-kovid-19-is-vak-c-inis-carmoebast-an-dakavshirebit-mnishvnelovani-cinsvla-ganic-ada-1503287

ჯანმო კოვიდ-19-ის ვაქცინის სამუშაოებისთვის კიდევ ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020 14:33

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაახლოებით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინებისა და მკურნალობის პროგრამების დასახმარებლად. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

გლობალური ვაქცინაციისა და მკურნალობის პროგრამის მხარდასაჭერად გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა თითქმის 1 მილიარდი დოლარი გამოყოფის პირობა დადეს.

ACT Accelerator-ი მიზნად ისახავს Kovid-19-ის ვაქცინაზე  და მკურნალობის მეთოდებზე თანაბარი წვდომისათვის 2021 წლის ბოლომდე 2 მილიარდი დოზა ვაქცინის, 245 მილიონი მკურნალობის და 500 მილიონი ტესტის უზრუნველყოფას რისთვისაც 35 მილიარდი დოლარია საჭირო.  ამ თანხიდან დღემდე მხოლოდ 3 მილიარდია შეგროვებული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ვაქცინების გლობალური პროგრამის მიმდინარე მუშაობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების შეგროვების მოწოდება გააკეთა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის 120 მილიონ ტესტს შესთავაზებენ.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გებრეისუსმა ვიდეოკონფერენციის მეთოდით პრესკონფერენცია გამართა ორგანიზაციის ჟენევაში მდებარე ცენტრში.

მან აღნიშნა, რომ ჯანმოსა და მისი პარტნიორების მიერ დადებული შეთანხმების წყალობით, ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ტესტებს შესთავაზებენ.

მისი თქმით, სწრაფი დიაგნოსტიკური ნაკრები შედეგს 15-20 წუთში იძლევა.

”ამჟამად, ერთი ცალის მაქსიმალური ფასია 5 დოლარია. ესენი მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე PCR-ის ტესტები და ველოდებით ფასის ვარდნას“-აღნიშნა გებრეისუსმა.

მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყნებში გადანაწილდება არნიშნული სწრაფი ტესტის ნაკრებები.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/01/janmo-kovidis-vak-c-inis-samushaoebist-vis-kidev-ert-miliard-dolars-gamoqop-s-1501136

 

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პირბადე ვაქცინაზე უფრო ეფექტურია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020 12:12

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლაში პირბადე უფრო ეფექტურია ვიდრე ვაქცინა.

რ. რედფილდმა ამის შესახებ, აშშ-ში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გაწეული სამუშაოების თაობაზე აშშ-ის კონგრესში გამართულ სესიაში მონაწილეობის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პანდემია ამერიკისათვის ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩება და ვაქცინა, რომც იქნას დამზადებული, მისი ერთ ღამეზე აღმოფხვრა შეუძლებელია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო სამეცნიერო მტკიცებულება, რომ პირბადე  უფრო ეფექტურია ამჟამად კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვიდრე, რომელიმე ვაქცინა.  ვაქცინამ შეიძლება ყველაზე ერთი და იგივე ეფექტი არ გამოიღოს, მაგრამ თუ პირბადეს სწორად გამოვიყენებთ, მაშის ეს უფრო ეფექტური იქნება“, განაცხადა რობერტ რედფილდმა.

ჩინელები ერთდროულად 11 ვაქცინაზე მუშაობენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020 13:35

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19 ვირუსის 4 ახალ ვაქცინაზე, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TRT-ქართული ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ქიგანგმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანაში მთლიანობაში 11 ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს და მათგან ოთხის, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები უკვე დასრულდა. მისივე თქმით, ამ 4 ვაქცინიდან ერთი, ჩინურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია, “CanSino Biologics“-მა შეიმუშავა, ხოლო დანარჩენები კი ინაქტივირებულ ვირუსებს წარმოადგენენ.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში გარცელებულ განცხადებაში ჩინეთის ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ვუ გვიჩენმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე ეტაპის კლინიკურ ტესტებში ჯერ-ჯერობით რაიმე პრობლემები თუ გართულებები არ წარმოქმნილა და თუ ასე გაგრძელდა, კოვიდ -19 ვაქცინების აცრები ჩინეთში მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყება

კოვიდ-19-ის ვაქცინა შეიძლება ოქტომბრისთვის იყოს ხელმისაწვდომი

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 10:56

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ შეიძლება, კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იყოს. ამის შესახებ TRT-ქართული წერს.

კომპანია Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამერიკულ CBS-ის ტელევიზიას განუცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ცდების დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

მისივე თქმით, ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება წლის ბოლომდე შეიძლება, თუ ის „უსაფრთხო და ეფექტური“ იქნება.  „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ჩვენ გვექნება საკმარისი მტკიცებულება მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის გახდეს“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

 

კორონა ვირუსის ვაქცინას 40 დღეში დაამზადებენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 01 თებერვალი 2020 11:48

კორონა ვირუსის ვაქცინის დამზადებას 40 დღეც არ დასჭირდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო ,,სინხუა” ავრცელებს.

ჩინეთი კორონა ვირუსს ყველა ეფექტური საშუალებითა და გზით ებრძვის და მას ამ პროცესში არა მხოლოდ ადგილობრივი ექიმები და მკვლევარ-მეცნიერები, არამედ საზღვარგარეთიდან მოწვეული კომპეტენტური სპეციალისტები და კოლაბორატები ჰყავს ჩართული. მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქალაქ შანხაიში კომპანიის ,,სტერმირნა თერაპია” მკვლევარმა კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობის პროცესი აჩვენა. შანხაის თუნგძის უნივერისტეტის საავადმყოფო აღნიშნულ კომპანიასთან ერთად ვირუსთან ბრძოლის პროგრამას ახორციელებს და კორონასთან გამკლავების პროცესს დინამიკაში აჩვენებს. ,,ვაქცინის ნიმუშების დამზადების პროცესს 40 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდება” – აცხადებენ სპეციალისტები.

30 იანვარს, ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა პირადად მოინახულა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ვირუსზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი პროცესი. ჩინეთის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონა ვირუსი 10 დღის განმავლობაში პიკს მიაღწევს და მარტივად მოხდება მისი იზოლაცია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური