ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 11:19

ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები მიიღებენ 200 ლარიან ვაუჩერებს; შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო გადაიხდის მათი საირიგაციო მომსახურების საფასურს; საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმებით, მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია; დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ამოქმედდება სპეციალური პროგრამები“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად დახმარების კონკრეტული წინადადებებით  ჩავიდა.

„ზარალი დიდია და შესაბამისად, გასაგებია ფერმერების გაღიზიანება და ემოციური ფონი. ჩვენ შევძელით მყისიერი დახმარების რესურსის მობილიზება, რაც უკავშირდება მრავალწლიანი კულტურების გადარჩენას.

გვქონდა შეხვედრა საფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლებთან.  მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ინდივიდუალურად განიხილონ ყველას საქმე და მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია. ასე, რომ საბანკო სექტორთან შეთანხმება მიღწეულია.

ასევე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული საკითხების განხილვა და მოლაპარაკებები სპეციალური პროგრამების ამოქმედების თაობაზე.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მიწის რეგისტრაციის თემაზე. ამ საკითხს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ პრიორიტეტად განიხილავს. ასევე მინდა, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზღვევა არის ზარალის მინიმუმამდე დაყვანის გარანტია. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და 2020 წელს მაქსიმალურად იქნება ფერმერების ინტერესებზე  მორგებული. იმისათვის, რომ დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იყოს, მნიშვნელოვანია საყოველთაო ელემენტის შემოტანა. რაც უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება პროგრამაში, მით უფრო გაიაფდება სადაზღვევო პაკეტი და, ასევე, გაგრძელდება სახელმწიფოს კომპონენტიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა გორში სეტყვით დაზარალებულ ფერმერებთან შეხვედრაზე.

კომუნალურ ვაუჩერს ყველა ოჯახი მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 13:00

კომუნალური გადასახადების ვაუჩერს ყველა ოჯახი მიიღებს. ამის შესახებ საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა.

მან ასევე ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც ვაუჩერის სხვისთვის გადაცემის შესაძლებლობას შეეხება.

როგორც სამუშიამ განმარტა, იმ ოჯახებს, ვინც თვლიან, რომ ვაუჩერს არ საჭიროებენ, შეუძლიათ საკუთარი კომუნალური ვაუჩერი სოციალურად დაუცველებს გადასცენ.

„ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ოჯახებს, ვისაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი შეუძლიათ, უარი თქვან მათ მიღებაზე და ისინი სოციალურად დაუცველებს გადასცენ. თბილისში მცხოვრები არაერთი ოჯახი მოგვბაძავს. თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა გაჭირვებული ადამიანების მიმართ“, - განაცხადა სამუშაიმ.

საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში ლოგიკურს უწოდებენ. როგორც უმცირესობაში ამბობენ, ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო იქნება დამატებით 10 მილიონი ლარი. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბიუჯეტში ამის რესურსი არ არის. ისინი პრობლემას გადაწყვეტილების ტექნიკურად აღსრულებაშიც ხედავენ.

„მთელი წელი ვცდილობდით, რომ კომუნალური ვაუჩერი შენარჩუნებულიყო იგივე დონეზე, სოციალურად დაუცველებისთვის და გაჭირვებული ოჯახებისთვის. როგორც ჩანს ნარმანიამ გადაწყვიტა, რომ ვაუჩერი ყველას მისცეს. თუმცა აქ არის ერთი საკითხი - ამის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით 10 მილიონი ლარია საჭირო. რამდენად შეძლებენ ამ თანხის მობილიზებას და რამდენად რეალურია ეს დაპირება, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება ვაუჩერის სხვისთვის გადაცემის შესაძლებლობის გაჩენას, ამაში განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ სოციალურად დაუცველებს გარანტირებული მექანიზმი სჭირდებათ და მათი დატოვება სამუშიას, აბესაძის, პეტრიაშვილის და პავლიაშვილის იმედზე, გაუმართლებელია", - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური