ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 07 მაისი 2020 13:15

დღეს, ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის თანახმად,  ლიბერთი ბანკი,  მჭიდროდ  ითანამშრომლებს გაეროს მოსახლეობის ფონდთან  ხანდაზმული (60+) მოსახლეობის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით. თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს:

-          ხანდაზმული მოსახლეობის ინფორმირებას Covid-19 პრევენციის მიზნით. კერძოდ , მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკის ქსელის მეშვეობით,  გავრცელდება სპეციალურად 60+ ასაკის  მოსახლეობისთვის შედგენილი ბროშურები. გაეროს მოსახლეობის ფონდი ლიბერთი ბანკთან ერთად, ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში,  განახორციელებს ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას.   

-          ლიბერთი ბანკი მხარდაჭერას გაუწევს „60+ კლუბებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომლებიც UNFPA საქართველოს ოფისის ინიციატივით ჩამოყალიბდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, სადაც კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება და განხორცილდება ხანდაზმული მოქალაქეებისათვის COVID-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებული შეზღუდევების მოხსნის შემდეგ;

-          ლიბერთი ბანკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი განიხილავენ მომავალ შესაძლებლობებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების და გოგონების გაძლიერებისთვის საქართველოში.   

 დღეს, ჩვენ ვამაყობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით, რომელიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ლიბერთის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას ასაკოვან მოსახლეობაზე ზრუნვის მიმართულებით. განსაკუთრებით დღეს, როცა უფროსი თაობის უსაფრთხოებისთვის, ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის ამაღლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე რამდენიმე წელია, ლიბერთი უწყვეტად ახორციელებს 60+ ადამიანებისთვის სპეციალურ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს. მინდა მივესალმო ჩვენს ახალ პარტნიორს და იმედი მაქვს, ჩვენ ერთიანი ძალებით კიდევ უფრო გავზრდით ჯანსაღი დაბერებისა და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვნებას და ასევე, ვითანამშრომლებთ ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

ვფიქრობთ, „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, „აქტიური და ჯანსაღი დაბერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესშიჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიაპარტნიორად გვეგულებოდეს „ლიბერთი“ - კომპანიარომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს და მზადაახანდაზმული მოქალაქეებისქალებისა და მოზარდი გოგონების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მოახდინოს ინვესტირებაგვჯერარომ ჩვენი თანამშრომლობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზესადაც არავინ დარჩება განვითარების ტალღის მიღმა.“ 

ლიბერთი ბანკი საკუთარი რესურსით 100 მილიონ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით აგრძელებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 27 აპრილი 2020 10:17

დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამოჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა ჩვენს მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.

ლიბერთი ბანკმა, ისევე როგორც აპრილში, მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, განახორციელებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.

მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხება დღეს, 27 აპრილს, 70 წლის და ზევით მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მყისიერად ისარგებლონ ჩარიცხული თანხებითგადაიხადონ საკუთარი სოციალური ბარათით  და შეიძინონ სასურველი პროდუქცია მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას  თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.

ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, პენსიის თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა მიეცემა ყველა ასაკობრივ პენსიონერს ეტაპობრივად, ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge. ამ პლატფორმაზე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ნახვა თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიის მიმღები მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით მიღებას ლიბერთის ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან.

ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც უპასუხებს ჩვენი მომხმარებლების  კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან.

რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ პირებს - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მათი პენსიები ასევე ჩაირიცხება წინასწარ, ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში.

ჩვენ, ეს პროგრამა წარმატებით განვახორციელეთ აპრილში და ვიცით, რომ არ არის მარტივი და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ჩვენი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება.

დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

ვასილ ხოდელი

გენერალური დირექტორი

ლიბერთი ბანკი

 

ლიბერთი ბანკი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 19 მარტი 2020 16:31

ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად,  სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების  ვადა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა, დღეიდან, მოქმედების ვადა მაისის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ.

ლიბერთის გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების  ვადა  მიმდინარე წლის მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით გაუგრძელდებათ.

 ,,ამ გადაწყვეტილებით, ვაგრძელებთ ზრუნვას, ვაკეთებთ ყველაფერს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის ბანკში ვიზიტის საჭიროება და საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ნაწილს, პენსიონერებსა და სოციალური სარგოს მიმღებ მომხმარებლებს ვთავაზობთ შეუფერხებლად ისარგებლონ ლიბერთის ბარათებით" - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

 

ლიბერთის მომხმარებლები კომუნალურ გადახდებს დისტანციური არხებით უფასოდ შეასრულებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 18 მარტი 2020 18:04

მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით,  დღეიდან, 3 თვის განმავლობაში ლიბერთის  მომხმარებლები ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას კომუნალურ (ელექტროენერგია, წყალი, გაზი და დასუფთავება) გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.

,,ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, გადავწყვიტეთ, დისტანციურ არხებში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ  განხორციელდეს. დღეს, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლიბერთი განაგრძობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას. ამ გადაწყვეტილებით,  ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად  ისარგებლონ სრული საბანკო სერვისით.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

“პენსია ჩარიცხვამდე” სერვისი უკვე ლიბერთის ბანკომატებშია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 მარტი 2020 11:35

მომსახურების გამარტივების, ბანკში ვიზიტის დროის შემცირების და ასევე, რიგების მაქსიმალურად განტვირთვის მიზნით, სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე” უკვე ხელმისაწვდომია ლიბერთის ბანკომატებში. დღეიდან, ლიბერთი ბანკის საპენსიო ასაკის მომხმარებლებს ამ სერვისით სარგებლობა შეეძლებათ მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დროს ლიბერთის 550-ზე მეტი ბანკომატიდან, სერვის ცენტრში ვიზიტის გარეშე.

"მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. განახლებული სერვისი დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით გახდა ბანკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, რადგან ვფიქრობთ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდებასა და ჯანმრთელობის მოფრთხილებაში.

ამ მიმართულებით, უახლოეს დღეებში, ბანკში ასევე გატარდება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ღონისძიებები", - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

ლიბერთის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დისტანციური საბანკო სერვისები: ინტერნეტ ბანკი, განახლებული მობაილ ბანკი (Android | iOS), დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 555 550, ბანკომატები და სწრაფი მომსახურების აპარატები მთელი საქართველოს მასშტაბით.

ასევე, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტის დაჯავშნის ონლაინ სერვისი: https://libertybank.ge/ka/booking

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 30 დეკემბერი 2019 18:01

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს. ბანკის მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდება.

ვასილ ხოდელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საბანკო სისტემაში. ვასილ ხოდელი იკავებდა „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.

ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ განაცხადა: ”ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად მივულოცო ვასილ ხოდელს და მივესალმო მის ჩვენს გუნდთან შემოერთებას. მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთი ბანკის შემდგომ განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში ერთერთ წამყვან უნივერსალურ საბანკო ინსტიტუტად საქართველოში“

”ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ბანკის განვითარების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააგრძელებს ლიბერთი ბანკის ახალი ბიზნეს სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბება წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის განმტკიცებაში.” - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.geმედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING .

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური