ვარკეთილში ორმა მამაკაცმა მოზარდები სახლში მოტყუებით შეიყვანა, გააშიშვლა და ფოტოები გადაუღო (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 14:45

ფრაგმენტი გადაცემიდან "იმედის დილა". გადაცემაში საუბარია ვარკეთილში არასრულწლოვნებზე ძალადობის შესაძლო ფაქტზე.

ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა - ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 15:26

ვარკეთილში ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. 
 არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი გადარჩა და ის შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.

აფეთქება ვარკეთილში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 12:56

აფეთქება მოხდა ვარკეთილში. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა იმ ავტოფარეხში მოხდა, რომელიც საცხოვრებლად გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი და საპარულო პოლიცია მუშაობს.

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა გარემოვჭრეები წყლის ჭავლით დაშალეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 16:27

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა გარემოვჭრეები წყლის ჭავლით დაშალეს . გარემოვაჭრეები ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმელს და სხვადასხვა საჭიროების ნივთებს ყიდდნენ, მიუხედავად სამართადამცავების მხრიდან გაფრთილებისა მათ ვაჭრობა არ მიატოვეს შედეგად , პოლიციამ სახანძრო მანქანის დახმარებით წყლის ჭავლით დაშალა მოვაჭრეები" ნიუსდეი"ერთ ერთ მოვაჭრეს ესაუბრა : "მოიყვანეს სახანძრო მანქანა და წყალი მოგვიშვირეს და მოგვიხდა ტერიტორიის დატოვება , სულ დაგვისველდა ჩვენი ნივთები, რომ არ ვივაჭროთ რა ვქნათ , მთავრობას დახმარებას ვთხოვთ " - განაცხადა ჩვენთან საუბარში ზამირა ასოიანმა. 

ვარკეთილის რაიონში სუპერმარკეტი "ნიკორა" დააყაჩაღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 12:11

თბილისში  სუპერმარკეტი ნიკორა დააყაჩაღეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს რამდენჯერმე ესროლა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. 

GWP ვარკეთილის მე-3 მასივში ხვალ დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 15:14

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარკეთილის მე-3 მასივში, ხვალ, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კერძოდ, დაზიანებულია აღნიშნული დასახლების მე-10 კვარტალში გამავალი 250 მმ-იანი წყალსადენის ქსელი. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

 ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 7 ოქტომბრის 17:00 საათიდან 8 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

· ვარკეთილის მე-3 მასივს, ასევე სამგორის რაიონის რამდენიმე ქუჩასა და დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

რა მოხდა ვარკეთილის მეტროში?- სატრანსოპორტო კომპანიის განმარტება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 12:27

როგორც "ნიუსდეის" ცოტა ხნის წინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს დილით მეტროსადგურ ვარკეთილში სარკინიგზო ლიანდაგებში ბავშვი ჩავარდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. მათი ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ფეხსაცმლის თასმა ესკალატორში მოყვა, რამაც ფეხის მხოლოდ მცირე დაზიანება გამოიწვია. სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, ინციდენტი მალევე ამოიწურა.

ვერკეთილის მეტროში ბავშვი ჩავარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 10:00

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა მეტროსადგურ ვარკეთილში. ლიანდაგებში ბავშვი ჩავარდა, თუმცა ამ დროისათვის უცნობია რა მდგომარეობაშია მცირეწლოვანი. „ნიუსდეი" ინფორმაციას შსს-სთან ამოწმებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური