"ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ"- ვალერი გელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:36
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად იგი ალის, ვაყისა და ნაბახტევის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ვალერი გელაშვილმა ადგილობრივებს არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდა.

„მადლობას გიხდით არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისათვის. წინ მეორე, გადამწყვეტი ტურია. კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ!“-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 

 

ვალერი გელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 12:10

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ხაშურის მოსახლეობას ვალერი გელაშვილმა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა. „წინ მეორე, გადამწყვეტი ტურია. კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ!”,-აღნიშნა მან.

ამასთან, ხაშურის ცენტრში ახალგაზრდების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია,მსვლელობა გაიმართა. ახალგაზრდებმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. "გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში ჩავებათ აქტიურად. როგორც მოგეხსენებათ ხაშურში, არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი იყრის კენჭს. კარგად გადავხედეთ მათ წარსულ ცხოვრებას და არჩევანი გავაკეთეთ ნათელ მომავალზე",-განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი ცხოვრებაძემ.

ვალერი გელაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 12:42

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი წინასაარჩევნო კომპანიის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის, ბრილის, ალის და ბროლოსანის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.

ამომრჩევლები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და მათი მოგვარება სთხოვეს.

თემურ ხუბულური და ვალერი გელაშვილი მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 16:56

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ  ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიზის მოსახლეობას შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამასა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

 „ ჩვენი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა განვითარებული სოფლის მეურნეობაა , რომელიც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ეფუძნება. 2017 წლისთვის პრიორიტეტული სწორედ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარეება. ახალხიზელების ძირითად პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს ,რომელიც მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. განსაკუთრებული ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაეთმობა. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სპორტული მოედნები მოეწყობა. მომავალი თაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარების ცენტრების შექნმა, რომელიც ჩვენი ხელისფლებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს“,- განაცხადა “ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხაშურის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან განაგრძობს შეხვედრებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი.

„მინდა გითხრათ, რომ ამ რაიონში 4 წლის განმავლობაში ბევრი რამეა გაკეთებული-სოფლებში გაყვანილია გზები, განხორციელდა მათი  გაზიფიცირება. დარჩენილია გარკვეული ნაწილი და კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები. დაუსრულებელი საქმეებიც არის, რა თქმა უნდა, და მე ჩავერთვები ამ პრობლემების მოგვარებაში“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ვალერი გელაშვილმა და ირაკლი მეზურნიშვილმა შეხვედრები გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 15:09

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 იგი ამჯერად ნარვანის, ქემფერის, წაბლოვანასა და ცედანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის ყურადღება  ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარებაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე გამახვილდა.

 „მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯები წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ ახალი ძალით, ენერგიით, თქვენთან ერთად, ერთი სულისკვეთებით“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,ირაკლი მეზურნიშვილი. ამჯერად იგი  ზემო რენის, ქვემო რენისა და კოდისწყაროს სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატი ამომრჩევლებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება კი ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა. „მე ვამაყობ იმ ნაბიჯებითა და სწორი მიმართულებით, რაც დაისახა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია, დღეს დაცულია თქვენი ღირსება და უფლებები. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონის განვითარება“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური