აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი ქალი გახდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 10 მარტი 2020 18:33

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს – მილი მეჯლისის ისტორიაში პირველად, თავმჯდომარის პოსტს ქალი დაიკავებს. 10 მარტს პარლამენტის წევრებმა ამ პოსტზე საჰიბა გაფაროვა აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო Trend-ი ავრცელებს.

მმართველმა პარტია „იენი აზერბაიჯანმა“ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის პოსტზე საჰიბა გაფაროვა წარადგინა. მის კანდიდატურას 116-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ს. გაფაროვა აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ წევრია და საკანონმდებლო ორგანოში 2010 წლიდანაა.

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს გაიმართა. შედეგად მმართველმა პარტიამ, 125-ადგილიან მილი მეჯლისში 70-ზე მეტი დეპუტატი შეიყვანა.

 

 

აზერბაიჯანში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 09 თებერვალი 2020 12:03

ადგილობრივი დროით 08:00 წთ-ზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე (ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის გარდა) საარჩევნო უბნები გაიხსნა და აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.
ხმის მიცემის პროცესი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ ექსცესებს ამ დროისათვის ადგილი არ ჰქონია.

10 საათის მონაცემებით არჩევნებში ხმა მისცა 670 086 ადამიანმა. ამომრჩეველთა აქტივობა 12,57 პროცენტს შეადგენდა.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 125 საარჩევნო ოლქი და 5573 საარჩევნო უბანი. აქედან 5442 საარჩევნო უბანი მოქმედებს მუდმივ საფუძველზე, ხოლო 131 დროებით. მუდმივი უბნების ამომრჩეველთა სიებში შყვანილია 5 238 000 ამომრჩეველი, დროებითში - 91461 ამომრჩეველი.
ამრიგად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 5 329 461.
როგორც აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, არჩევნებში დარეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის კანდიდატი. მათი რიცხვი 1314-ია.
ეგზიტპოლებს სამი კომპანია ჩაატარებს (ორი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ერთი კი საფრანგეთიდან). 

არჩევნებს აკვირდება 77 000 ადგილობრივი და 880-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია. მათი შეფასება ორშაბათს გახდება ცნობილი.
მათ ვისაც მხედველობის პრობლემა აქვთ წენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდა სპეციალური ბიულეტენები. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 1389 უბანი აღჭურვილია პანდუსებით.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00-ზე დაიხურება. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აშუქებს 130-ზე მეტი უცხოური მედიასაშუალება. მათ შორის არის საქართველოს წამყვანი საინფორმციო საშუალებების ჟურნალისტების დელეგაციაც.


ავთანდილ ოთინაშვილი, ნათელა ზუბაშვილი
სპეციალურად ბაქოდან

 

 

 

 

აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტირებულია 883 საერთაშორისო დამკვირვებელი - აზერბაიჯანის ცესკო-ს თავმჯდომარე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 თებერვალი 2020 18:23

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პარლამენტმა 2 დეკემბერს თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს (მილი მეჯლისი) მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ (ენი აზერბაიჯან) მიმართა.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მმართველი პარტია ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების კურსის მხარდაჭერითა და მთავრობის „გაახალგაზრდავების“ სურვილით ხსნის.

 ავთანდილ ოთინაშვილი

ნათია ზუბაშვილი

ბაქოდან

აზერბაიჯანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მშვიდ ვითარებაში ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 თებერვალი 2020 12:46

6 თებერვალს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტების და ხელმძღვანელების დელეგაცია ესტუმრა აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში ორგანიზებულია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის მიერ, რისთვისაც მათ გულითადი მადლობა გვინდა გადავუხადოთ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 9 თებერვალი გამოაცხადა. აზერბაიჯანის პარლამენტმა 2 დეკემბერს თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს (მილი მეჯლისი) მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიმართა.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მმართველი პარტია ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების კურსის მხარდაჭერითა და მთავრობის „გაახალგაზრდავების“ სურვილით ხსნის.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო. 

აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება. მოცემულ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. არჩევნებში სულ 18 პარტია მონაწილეობს. ერთი შეხედვით რაც ჩანს, ოპოზიცია აქ შედარებით სუსტია.
პოლიტიკური სუბიექტების აგიტაციის მთავარი იარაღი სოციალური ქსელები და ამომრჩევლებთან ინდივიდუალური შეხვედრებია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა საარჩევნო პერიოდისთვის ბაქო საკმაოდ მშვიდია: არავინ არავის ერჩის, არ არის აქციებიც. არც სატელევიზიო სივრცეში იგრძნობა პოლიტიკური ტემპერატურის აწევა, და არც კანდიდატების პლაკატებით თუ ბილბორდებით არ არის აჭრელებული ბაქოს ულამაზესი ქუჩები.

წინასწარი მონაცემებით, ვინაიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის იდეა მმართველ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ („ახალი აზერბაიჯანი“) ეკუთვნის, მოსალოდნელია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიული მხრდამჭერები და ხელისუფლებასთან დაახლოებული რეგიონალური ლიდერები მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში, სადაც არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1321 კანდიდატი იბრძოლებს.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აკრედიტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ნათია ზუბაშვილი

ბაქოდან

ვადაზე ადრე საპყრობილეს 15 პატიმარი დატოვებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 16:36

ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ გლდანის ციხეში მიმდინარე სხდომაზე ამ დრომდე 15 საქმე განიხილა და თხუთმეტივეს შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე ზეპირი გასაუბრებები მიმდინარეობს იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულების მიმართ გაჩნდა გარკვეული შეკითხვები, რისი დაზუსტებაც ხდება მიმდინარე სხდომაზე. რაც შეეხება დადებითაც გადაწყვეტილ საქმეებს, ეკა ბესელიას თქმით, ზოგ მსჯავრდებულს, რომელსაც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება კანონით ეხება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, ზოგს კი, სასჯელი შეეცვალა უფრო მსუბუქი რეჟიმით. "ათზე მეტ მსჯავრდებული კი საბჭოს გადაწყვეტილებით სრულად გათავისუფლდება. მე მინდა ვუსურვო მათ, არ დაბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


შესაძლოა პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი შეიცვალოს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 22 ნოემბერი 2015 12:26

პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი შესაძლოა შეიცვალოს. გაფართოებულ შეხვედრაზე ახალი მოდელისა და გაუმჯობესებული მექანიზმის შემუშავების გადაყვწეტილება მიიღეს.

მოლაპარაკებები სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით შედგა და მათში მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

გარდა ამისა სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი სასამართლომ ადგილობრივი საბჭოს გარეშე განიხლიოს, თუმცა ახალი მოდელის დანერგვისთვის საჭიროა საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებების განხორციელება, მანამდე კი პროცესში არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადებს გადახედა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 12:25

ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადებს გადახედა. ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით 9 ათას 800–სი ჯარისკაცი ავღანეთში 2016 წლის ბოლომდე დარჩება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ ავღანეთის შეიარაღებულ ძალები არ არის საკმარისად ძლიერი რომ არსებულ საფრთხეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.

ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას პენტაგონის ხელმძღვანელმაც დაუჭირა მხარი. თავდაცვის უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ამერიკის მოკავშირეები დამატებით კონტინგენტებს გამოჰყოფენ და ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

ვადიანი იქნება არჩევნები თუ უვადო, "ნაციონალებს" წარმატების შანსი არ აქვთ - ირაკლი სესიაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 13:03

უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას პროვოკაციას უწოდებს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ოპოზიციაში კარგად ესმით, რომ არც ერთი არჩევნების დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატების შანსი არ აქვთ.

"ძალიან კარგად ესმით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომ ვადამდელ არჩევნებს სჭირდება შესაბამისი კონსიტუციური საფუძვლები, რაც არ არსებობს. ეს ერთი, მეორე მათ კარგად იციან ვადამდელი იქნება თუ ვადიანი მათ რაიმე წარმატების შანსი არ აქვთ. უბრალოდ, აქ არის მარტივი პროვოკაციული ფონი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს და იყენებს,"- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ აქცია გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართეს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 10:10

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს. 
პარტიის ლიდერებმა შესაბამისი განცხადება გუშინ საღამოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს.
როგორც მათ განმარტეს, პოლიტიკურ ძალებთან აღნიშნულის თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავენ.
"ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკებების პროცესში", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 
პარტიის ლიდერების აღნიშნულ განცხადებას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. განცხადების გაკეთების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქციის მონაწილეებს აქციის დასრულებისკენ მოუწოდეს.

საბერძნეთის პრემიერი თანამდებობიდან მიდის, რათა ვადამდელ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 10:55

საბერძნეთ ში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სავარუდოდ, 20 სექტემბერს გაიმართება. ამ თარიღის გამოცხადების შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა,  ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

"პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე მივიღე, ამოწურულია და ბერძენმა ხალხმა ხელახლა უნდა გააკეთოს არჩევანი. მე ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამომაქვს ყველაფერი ის, რაც გავაკეთე", - განაცხადა ციპრასმა. 

მისივე თქმით, იგი აპირებს  მომავალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკომისია საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს. "ბიბისის" ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგად ათენისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობისგან უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს.
გასულ კვირას კი საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 86 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ შეთანხმდა. სანაცვლოდ ათენმა გადასახადები უნდა გაზარდოს და დანახარჯები შეამციროს.
აღნიშნულ შეთანხმებას მმართველი პარტია "სირიზას" წევრთა დაახლოებით 40-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა, თუმცა, ოპოზიციის მხარდაჭერის შედეგად, შეთანხმება პარლამენტმა დაამტკიცა.
რამდენიმე დღის წინ კი საერთაშორისო კრედიტორებისგან ათენმა პირველი დახმარება - ფინანსური ტრანშის სახით 13 მილიარდი ევრო უკვე მიიღო.

შეგახსენებთ ასევე, რომ 14 აგვისტოს საბერძნეთის პარლამენტის წევრებმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ თანხმობა განაცხადეს ევროკავშირის დახმარების ახალი, მესამე პაკეტის პირობებზე, რომლის ღირებულებაც 86 მილიარდი ევროა. აქედან 25 მილიარდი საბერძნეთის ბანკების რეკაპიტალიზაციას უნდა მოხმარდეს. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური