საქართველოდან მსოფლიოში ღვინის ექსპორტი გაიზარდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 15:04

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 32 421 418 ბოთლი(0,75 ლ) ღვინო, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 12%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრებისმიმართულებით:

ჩინეთი - 154% (3 852 245), უკრაინა - 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი - 60% (67 522), ბელარუსი - 51% (789 876), პოლონეთი - 47% (1 633 514), ესტონეთი - 43% (485 688), ყირგიზეთი - 39% (163 966), რუსეთი - 36% (17 056 936), გერმანია - 18% (223 862),იაპონია - 20% (134 808), აშშ - 5% (191 086), ლატვია 1% (841098) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936), ჩინეთი (3852245), უკრაინა (3457028) ,ყაზახეთი (2535163) და პოლონეთი (1633514).

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავეპერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით 15%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგადმიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ესმაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 26,5% შეადგინა.

ღვინის ექსპორტი გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 15:15

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 116%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5 046 166 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ს აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 4 077 797, უკრაინა - 1 088 862, ყაზახეთი - 784 844, პოლონეთი - 443 208 და ჩინეთი - 371 295 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება დაფიქსირდა: რუსეთი - 124% (4 077 797), უკრაინა - 66% (1 088 862), პოლონეთი - 26% (443 208), ლიტვა - 34% (137 448 ), ყირგიზეთი - 70% (67 746), აშშ - 19% (62 448), გერმანია - 89% (80 814), ჩინეთი - 2% (371 295), ბელარუსი - 297% (61 920), დიდი ბრიტანეთი - 40% (21 432) და სხვა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 მარტი 2016 17:16

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ექსპორტის მენეჯერებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ სათანადო გამოცდილება, კავშირი დაამყარონ სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან და გაცვალონ ინფორმაცია.

კურსის პირველი ეტაპი 2016 წლის 14 მარტიდან დაიწყება და 13 აპრილამდე გასტანს. მსმენელთა რაოდენობა 36-ს შეადგენს და კურსი ყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის.

მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას, საბაზრო კვლევებს, ეტიკეტირებასა და თანამედროვე ტენდენციებს მარკეტინგის კუთხით. სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოგისტიკის, ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება.  ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

 

 

 

 

ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა - ი. ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:14

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა, – შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი დღეს მოეწერა. საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ უფრო მზარდი ურთიერთობების შედეგი – ასე შეაფასა ახლად გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო მომავალში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა „საქართველო– ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაზე“, რომელიც, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჰუალინგის საგამოფენო ცენტრში იმართება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ფორუმის მზადება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობასთან ერთად, არის ჩინეთის მთავრობა.
„ჩინეთის გარდა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მართავს ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით – „ერთი გზა ერთი სარტყელი“, ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს უხსნის სახელმწიფოებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ გამოფენა ჩინურ და ქართულ კომპანიებს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საშუალებას მისცემს.
საქართველო–ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში სინძიანის, პეკინის, ხეპეის, ხენანის, ხუნანის , შანსის და ჩინეთის სხვა პროვინციების 175 კომპანია და 300 –მდე ბიზნესმენი მონაწილეობს.
გამოფენაში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორები: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი, ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, საოჯახო ტექნიკა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და სხვა.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური