PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 10:54

2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა.  მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები  საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის  ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.

PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.  

PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

მამუკა ბახტაძე - შანხაის ფორუმში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ვმონაწილეობდით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:31

ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კარგი საშუალებაა. 

"ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩინეთი აპირებს, მნიშვნელოვანწილად გაზარდოს  იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მოწვეული იყვნენ სპეციალურად ამ ფორუმისთვის და საქართველო მათ რიგშია, რისთვისაც მინდა, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს უნიკალური უპირატესობა - საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ისტორიული შანსი ჩვენთვის, რომ გავზარდოთ ექსპორტი  ჩინეთში. ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოში მთავარი ეკონომიკური სიძნელის - სიღარიბის დამარცხებასთან. აქედან გამომდინარე, მივდივართ ძალიან კონკრეტული გეგმით და ვფიქრობთ, შემდეგი 2 წლის განმავლობაში შევძლებთ, მნიშველოვნად გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი. გვექნება ამოცანა, მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითრების ბანკმა 50 მლნ აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 13:25

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს.

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, ქართული პროდუქცია თავისუფლად არის წარმოდგენილი ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა - 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების, ფულადი გადარიცხვებისა და ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% შეადგინა (იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 0.7% იყო).

„ვამაყობთ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკთან პირველი ტრანზაქცია განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს პირველი ტრანზაქცია  წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია. შესაბამისად, მომავალში ნაყოფიერი პარტნიორობის არაერთ წელიწადს ველით“, - განაცხადა თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ.

ჩინეთის განვითარების ბანკის შესახებ:

ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს მთავრობის დაფინანსებით დაარსდა და ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელმწიფო საბჭოს უშუალო ზედამხედველობით. ის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინანსური განვითარების ინსტიტუტსა და ჩინეთის უმსხვილეს ბანკს უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას. ბანკი ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, საწარმოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, მანქანა-დანადგარების წარმოების, ფინანსურ, სოფლის მეურნეობისა და სხვა წამყვან სფეროებში.

დიმიტრი ქუმსიშვილი - მაისში ექსპორტის ზრდამ ბოლო წლების რეკორდს მიაღწია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 ივნისი 2018 13:17

„2018 წლის მაისში ექსპორტის რეკორდული - 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული - პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა გეოგრაფია იმ ქვეყნებისა, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და ეს სია მალე ჰონგ კონგით და სხვა სტრატეგიული ბაზრებით გაიზრდება. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას უწყობს ხელს. ამასთან, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ გასაღების ახალი ბაზრების ათვისება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტი 2016 წლიდან ზრდის დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ექსპორტი 29.3%-ით გაიზარდა და 2,731 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე. 

2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28.0%-ით გაიზარდა და 1 284.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  4 894.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, კერძოდ: 2018 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  1.7 პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ჩვენს ექსპორტში ჩინეთის ბაზრის წილი მნიშვნელოვნად იზრდება“ - გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 14:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის ვიცე-მერს, ჭოუ ბოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ და შანხაის ვიცე-მერმა ასევე თბილისში ნოემბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.

,,ჩინეთის მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით რამდენიმე დღის წინ უმსხვილეს კომპანია CEFC-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ჩვენ შანხაიში თავისუფალი ვაჭრობის ზონა დავათვალიერეთ, რომელიც ძალზედ შთამბეჭდავი იყო და ვფიქრობთ, რომ მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მისაღებია. ჩინეთის მზარდი ბაზარი ჩვენს ექსპორტში, მათი შემადგენელი ნაწილი იზრდება და უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი გაცვლითი შეხვედრები, რა დროსაც, როგორც დღეს გადავწყვიტეთ, იქმნება კონკრეტული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ციფრებზე იმსჯელებენ, რაც ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დავით აფციაური ესწრებოდნენ.

ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 15:41

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 788 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 13%-ით გაიზარდა და 2 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 აპრილში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 6%-ით. საბოლოო ჯამში აპრილში სავაჭრო ბალანსი 11.6 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.  მიმდინარე წლის აპრილში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობების (73%), მაისურების და თბილი სამოსის (71%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (39%), მედიკამენტების (26%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (8%) და მინერალური და მტკნარი წყლების (5%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს - გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (37%), ნავთობის აირებისა და ნახშირწყალბადების (32%) და სატელეფონო აპარატების (52%) იმპორტი. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა - ზრდამ 45% შეადგინა, ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%- ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდის საკითხზე. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

მოსალოდნელია ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა, - გენადი არველაძე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 21 მარტი 2017 13:31

„2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 18%-ით მეტია, 27%-ით არის გაზრდილი ექსპორტიწინა წელთან შედარებით, ხოლო 2017 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითისავაჭრობალანსი წინა წელთან შედარებით 4%-ითგაუმჯობესდა“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაზრდილია მოთხოვნა ისეთ ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე, როგორიც არის ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვრის ხორცი, მედიკამენტები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები. „საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, ქმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“ - აღნიშნა არველაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა,2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, ექსპორტის ზრდის ყველაზე მაღალი, 45%-იანი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა. 2017 წლის იანვარ-თებერვალში სულ356 მლნ. აშშდოლარის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით74.8 მლნ. აშშ დოლარით მეტი ექსპორტი განხორციელდა. მათშორის: ა) სასოფლო - სამეურნეო პროდუქცია - 94 მლნ აშშ დოლარი (12%-ით მეტი) ბ) სამრეწველოპროდუქცია - 262 მლნ აშშ დოლარი (33%-ითმეტი). აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 2 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარია (31%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10%-ით მეტი).ამასთან, ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 28%-იდან 29%-მდე გაიზარდა. ასევე 40%-ით გაიზარდა სავაჭრობრუნვადსთ-სქვეყნებთანდა497მლნ.აშშდოლარიშეადგინა. ექსპორტი გაიზარდა75%-ით და 129მლნ. აშშდოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი გაიზარდა 31%-ით და
 367მლნ.აშშდოლარიშეადგინა.

ქართული ღვინის ექსპორტი გაორმაგდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 11:11
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 20,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „თებერვლის თვის მონაცემებით, ექსპორტის ტენდენცია არის მატებისკენ, რაც ძალიან მისასალმებელია და რაც უმთავრესად განპირობებულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, სადაც დასტაბილურდა მდგომარეობა. ეს წელი მართლაც აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (5 717 289 ბოთლი), უკრაინა (859 756), ჩინეთი (832 552), ყაზახეთი (389 040) და პოლონეთი (312 650). ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება: აშშ - 3206% (31 740 ბოთლი) ჩინეთი - 280% (832 552) კანადა - 238% (24 360) გერმანია - 151% (86 374) რუსეთი - 123% (5 717 289) ლატვია - 85% (183 720) ყაზახეთი - 15% (389 040) უკრაინა - 32% (859756) ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 162 305 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53% შეადგინა. 138%-ით გაზრდილია ჭაჭის ექსპორტიც. სულ 33 874 ბოთლი ჭაჭა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაიგზავნა. ექსპორტირებულმა ჭაჭამ თანხაში 99 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 119%-ით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის გაორმაგებულია 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, როდესაც აღნიშნულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

2017 წლის იანვარში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 13:01

2017 წლის იანვარში, წინასწარი შედეგებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია. აქედან:

ექსპორტი 45%-ით გაიზარდა და 177 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

 იმპორტი 15%-ით გაიზარდა და 474 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 298 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.

2017 წლის იანვარში 177 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 45%-ით და 55 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე.

მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - 44.3 მლნ აშშ დოლარი (39%-ით და 12.5 მლნ აშშ დოლარით მეტი), სამრეწველო პროდუქცია - 132.7 მლნ აშშ დოლარი (47%-ით და 42.5 მლნ აშშ დოლარით მეტი).

უფრო დეტალურად:

 ღვინო - ექსპორტი 10.2 მლნ აშშ დოლარი (104%-ით და 5.2 მლნ. აშშ დოლარით

მეტი)

 მინერალური წყალი - ექსპორტი 7.6 მლნ აშშ დოლარი (35%-ით და 2 მლნ. აშშ

დოლარით მეტი)

 სპირტიანი სასმელების - ექსპორტი 7.5 მლნ აშშ დოლარი (185%-ით და 5 მლნ.

აშშ დოლარით მეტი)

 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტი 3.2 მლნ აშშ დოლარი (111%-ით და

1.8 მლნ აშშ დოლარით მეტი)

 ცხვრის ხორცი - ექსპორტი 1.1 მლნ აშშ დოლარი (წ.წ იანვარში ექსპორტი არ

განხორციელებულა)

 ფეროშენადნობები - ექსპორტი 23.7 მლნ აშშ დოლარი (6-ჯერ და 20 მლნ აშშ

დოლარით მეტი)

 სპილენძის მადნები - ექსპორტი 33.2 მლნ აშშ დოლარი (34%-ით და 9 მლნ აშშ

დოლარით მეტი)

 აზოტოვანი სასუქების - ექსპორტი 11 მლნ აშშ დოლარი (65%-ით და 4 მლნ აშშ

დოლარით მეტი)

 მედიკამენტები - ექსპორტი 9.3 მლნ აშშ დოლარი (85%-ით და 4.3 მლნ. აშშ

დოლარით მეტი)

რაც შეეხება იმპორტის მონაცემებს, იმპორტის მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია გასული წლის იანვართან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც გასული წლის საშუალო, ასევე წინა თვის იმპორტის მაჩვენებელს.

არსებული ტენდენციისა და საგარეო მოთხოვნის მეტად გაუმჯობესების შედეგად მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რაც საგარეო ვაჭრობის გზით ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

 

 

 

 

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები184%-ით გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 12:04

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 26ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით  აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ითმეტია 2016 წლის ანალოგიურ  მაჩვენებელზე.

„იანვრის თვეში ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევეტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის -  ზრდამ 2015 წელთან შედარებით 40%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო და იმედი გავქვს, რომ ღვინის სექტორთან ერთად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება ყველა მიმართულებით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (2 861 471 ბოთლი), უკრაინა (402 858), ჩინეთი (372 440), პოლონეთი (156 302) და ყაზახეთი  (106 284).

ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება:

ü  ჩინეთი - 725% (372 440)

ü  ესტონეთი - 250% (48 432)

ü  რუსეთი -  198% (2 861471)

ü  ყირგიზეთი - 186% (38 700)

ü  ყაზახეთი - 164% (106 284)

ü  დიდი ბრიტანეთი 113% (14 328)

 ü  უკრაინა - 102% (402 858)

ü  აშშ - 100% (32 940)

ü  ლატვია - 84% (61 128) 

ü  პოლონეთი - 37% (156 302)

ü  ლიტვა - 21% (54 228)

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 8 ქვეყანაში ექსპორტირებულია 896 986 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 59%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  2,25მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49% შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 21,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2016 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 6,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 229% შეადგინა.

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური