ექიმების მხარდამჭერი აქცია!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 მარტი 2020 09:47

18 მარტს მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართება. როგორც „ნიუს დეი საქართველოს“ აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

„ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ, კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21 საათზე გაერთიანდებიან“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ჩინეთის მთავრობამ იტალიაში ექიმები გაგზავნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 მარტი 2020 12:04

ჩინელი ექიმების 9–კაციანი ჯგუფი იტალიაში უკვე ჩავიდა. როგორც ჩინური სახელმწიფო მედია იუწყება, მედიკოსებმა ქვეყანაში დაახლოებით ერთი ტონა სამედიცინო მასალა ჩაიტანეს, რათა იტალიელებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა მანამდე მსგავსი დახმარება ირანსა და ერაყს გაუგზავნა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექიმები მზად არიან საკუთარი ცოდნა იტალიელებს გაუზიარონ.

ამ დროისთვის ქვეყანა ინიფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში ლიდერობს. ექიმების გარდა, ჩინეთმა იტალიას სპეციალური აღჭურვილობა და ნიღბები გაუგზავნა. საუბარია 2 მლნ ნიღაბსა და 200 ათას დამცავ აღჭურვილობაზე.

ექიმებზე კომენტარი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრამც გააკეთა და თქვა რომ ჩინეთიდან ის ექიმები ჩავლენ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის პირველი პიკის დროს მუშაობდნენ. “ჩვენს ექიმებს არ სჭირდებათ სწავლა როგორ გააკეთონ საკუთარი საქმე, თუმცა ჩინელი ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც ვირუსს გაუმკლავდნენ და გაგვიზიარებენ გამოცდილებას”.

ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 11 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავიურით ინფიცირების 10 149 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 631-ია.

12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ექნებათ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის მანძილზე იმოქმედებს. ახალი გადაწყვეტილების შესახებ იტალიელებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ფეისბუქ ლაივიდან ამცნო.

 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ქართველ ექიმებს გაცვლითი პროგრამით საფრაგეთის ჰოსპიტალში მიავლენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 02 მაისი 2018 13:46

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ქართველ პედიატრებს ფრანგი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საფრანგეთში, „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალში“ გაგზავნის და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პედიატრიულ განყოფილებაში დაასაქმებს.

ქართველი ექიმების ცოდნის გაღრმავების ეს პროგრამა, „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალსა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის მემორანდუმით არის გამყარებული, რომელიც 2018 წელს გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს სამედიცინო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივ კვლევებს და სხვადასხვა სასწავლო პროექტების ორგანიზებას გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. დაგეგმილი პროექტები დიდ წვლილს შეიტანს ქართველი ექიმების ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში, რაც მნიშვნელოვნად აისახება პაციენტებზე ზრუნვის პროცესებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალი“, საფრანგეთში, ქალაქ არპაჟონში 1983 წელს დაარსდა და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მრავალპროფილურ კლინიკას წარმოადგენს. ჰოსპიტალში არსებული კვლევითი ცენტრი და სერვისები მოიცავს მრავალ სამედიცინო მიმართულებას, მათ შორის პედიატრიას, კარდიოლოგიას, ონკოლოგიას, ოფთალმოლოგიას, ოტო-რინო-ლარინგოლოგიას, უროლოგიას, ორთოპედია-ტრავმატოლოგიას, ქირურგიას, და სხვა დაავადებების მართვას.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს და მუდმივად ზრუნავს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

უბედური შემთხვევა დიღომში

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 მარტი 2018 13:11

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობიდან მოზარდი გადმოვარდა. ამის შესახებ სამაშველო სამსახური იტყობინება. დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაჰყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულის სიცოცხლის გადასარჩენად.

ექიმები ვირუსული ინფექციების კიდევ ერთ პიკს ელოდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 იანვარი 2017 10:17

ოჯახური მედიცინის ცენტრები მუშაობას ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. რამდენიმე კვირაში ექიმები ვირუსული ინფექციების კიდევ ერთ პიკს ელოდებიან. 

იაშვილის კლინიკაში გრიპის ტიპის ვირუსზე 42 ბავშვი მკურნალობს. ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თუმცა, გრიპის ახალ ტალღას ექიმები თებერვლის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. კლინიკაში ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსის ჩივილებით დაწესებულებას 1500-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა.

ე.წ. გრიპის ვირუსის ახალი ტალღის პრევენციისთვის განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება სკოლის ექიმების გადამზადება.

გრიპის ვირუსის შემთხვევები არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ, მოზარდებშიც გახშირდა. 112- ში სასწრაფო დახმარების მსურველთა ზარების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტროში ოჯახური მედიცინის ცენტრების 24 საათიანი მომსახურეობა ამოქმედდა.

მაღალი ტემპერატურა, სურდო, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ეს ის სიმპტომებია, რომლის შემთხვევაშიც პაციენტის იზოლაციაა საჭირო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის პირველი სიმპტომისთანავე აუცილებელია ოჯახის ექიმთან ვიზიტი.

„ევა ულამაზესი და უძლიერესი ხარ“ - ევა ბარბაქაძის ახალი ფოტოები

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 00:04

უამრავი კომენტარი მოჰყვა შორენა ბეგაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებს. „ევა ულამაზესი და უძლიერესი ხარ, როგორ გიხდება ღიმილი“ - ამოიკითხავთ კომენტარებში. „გადაცემა ექიმები ჩვენთან სტუმრად“ - ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს შორენა ბეგაშვილი.

ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 12:41

ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა . "ნიუსდეი " მოგცემთ რჩევებს როგორ მოვიქცეთ იმ დროს თუ ადამიანს ინსულტის ნიშნები შენიშნეთ, გაეცანით ინსულტის გამოცნობის 4 საშუალებას 1. სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ის ვერ შეძლებს ამას).
2.სთხოვე, მარტივი წინადადება თქვას. მაგალითად “დღეს კარგი ამინდია” (გამართულად ვერ იტყვის).
3. სთხოვე ორივე ხელი ერთდროულად ასწიოს (ვერ შეძლებს ან მხოლოდ ნაწილობრივად აწევს).
4. სთხოვე ენა გამოიტანოს (თუ კი ენა მოგრეხილია ან ამობრუნებული – ესეც ნიშნებია).

ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები.
ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ თუკი ამ ინფორმაციას წაიკითხავს 10 ადამიანი მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც – გადარჩენილი იქნება. ყოველდღე იმდენ არასაჭირო ინფორმაციას ვუგზავნით ერთმანეთს, რომ ალბათ ღირს, რამე საჭირო და სასარგებლო გავაზიაროთ...

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 7 შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 16:31

საქართველოში გასულ კვირას A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 7 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ გრიპის სეზონი დაიწყო, თუმცა სპეციალისტები ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვლის ბოლოს ელოდებიან.
 პაციენტების მდგომარეობა, რომელთაც H1N1 ვირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია. 
"საქართველოში გავრცელებულია რინო ვირუსები (ე.წ. სურდო) და კორონა ვირუსები – ყველა მათგანი გაციებაა. ვირუსების გავრცლების დინამიკა ნორმაშია. სხვა ინფექციებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ტენდენტიები არ შეინიშნება", - განაცხადა იმნაძემ. 
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და ურჩევენ, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, ვირუსის მატარებლები კი, გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩნენ.
რაც შეეხება 3 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს არ გააჩნია ლაბორატორიული დადასტურება იმის, რომ გარდაცვლილს ნამდვილად ჩუტყვავილა ჰქონდა. 
იმნაძის ინფორმაციით, მხოლოდ ჩუტყვავილას ფატალური შედეგი არ მოაქვს და შესაძლოა, აღნიშნულ ინფექციას რაიმე სხვა დაერთო.
აღსაზრდელის გარდაცვალების გამო, თბილისის 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 29- ბაღში ადასტურებენ, რომ ბაღის აღსაზრდელი - სამი წლისა და შვიდი თვის გოგონა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ მცირეწლოვანს ჩუტყვავილას ინფექცია ჰქონდა, მდგომარეობის დამძიმების შედეგად კი, გოგონა ტოქსიკური შოკის დიაგნოზით გარდაიცვალა.

თავისუფლების მეტროსთან დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 13:13

თბილისში მოზარდი დაჭრეს. ინციდენტი მეტრო "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

14 წლის ბიჭს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, შელაპარაკება გახდა. მოზარდს საავადმყოფოში მიყვანისთანავე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული დახმარება. 

ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილიურია. მომხდარზე საქმე 118-ე მუხლით აღიძრა,  რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ექიმები გაიფიცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 11:20

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ექიმები დილიდან გაფიცულები არიან. გაფიცვის მიზეზი ბოლო რამდენიმე თვეში მიუღებელი ხელფასებია. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური