საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 11:12

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.

იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, ნათქვამია საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყება - საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017 12:14

საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განაცხადეს.

„საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება ესპანეთის სამეფოში მშვიდობიანად დარეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობის, კონსტიტუციისა და სამართლის პრინციპების სრული დაცვით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის (5,34 მილიონი) 42,3%-ს შეადგენს.

ახალგაზრდა მოჭიდავეების 10 მედალი ესპანეთიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:10

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით 22-23 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ელჩეში გამართულ საერთშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 მედალი - 7 ოქრო და 3 ვერცხლი მოიპოვა. ნაკრების წევრებმა შვიდივე წონით კატეგორიაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება, აქედან სამში ქართული ფინალები გაიმართა.

 ტურნირის ჩემპიონები რამაზ თურმანიძე (55), თეიმურაზ ვანიშვილი (60), ივერიკო ჯულაყიძე (66), მირზა სხულუხია (74), ნიკა კენჭაძე (84), გივი მაჭარაშვილი (97) და ზურიკო ურთაშვილი (125) გახდნენ. ვერცხლის მედლები გოგა ძიგუამ (55), ედემი ბოლქვაძემ (66) და ზაურ ბერაძემ (84) მოიპოვეს.

 55, 66 და 84 კგ კატეგორიების ფინალში რამაზ თურმანიძემ, ივერი ჯულაყიძემ და ნიკა კენჭაძემ თანაგუნდელები გოგა ძიგუა, ედემი ბოლქვაძე და ზაურ ბერაძე დაამარცხეს, თეიმურაზ ვანიშვილმა (60) მასპინძელ კარლოს გარსიას 14-2 მოუგო, მირზა სხულუხიამ (74) პოლონელი სებასტიან ბაკი 12-2 დაამარცხა, ევროპის ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის გივი მაჭარაშვილმა და ზურიკო ურთაშვილმა (125)  ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხეს ესპანელები ლოპეზ ფერნანდესი და დიეგო იგლესიას კუევასი.

 საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 70 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე მასპინძელი ესპანეთი გაივდა 56 ქულით, მესამეზე პოლონეთი 33.

 გუნდს გელა საღირაშვილი, ბელდუხ გავაშელიშვილი და თეიმურაზ მინდიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 11:58

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ქ.მადრიდში გაიმართება.

მინისტრი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის როლზე, ასევე ტურიზმის, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მისი განვითარებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატზე.

ზურაბ პოლოლიკაშვილის კამპანიის ფარგლებში ესპანეთში დაგეგმილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი მატილდე ასიანი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე ესპანეთის დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 10:00

7 ივნისს, მადრიდში „კოლიზეუმ ალფონსო პერესზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა.

ესპანეთი - საქართველო 0-1

მადრიდი, „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“

ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეცი (76’ პედრო), ლუკას ვასკესი (61’ დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46’ ინიესტა), ტიაგო (46’ კოკე), სერხიო რამოსი (46’ სან ხოსე), ხუანფრანი (46’ ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო

მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი (55’ კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78’ ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72’ ქვილითაია), დვალიშვილი (72’ ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84’ კობახიძე)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი

გაფრთხილება: 61’ კვერკველია, 81’ სან ხოსე

გოლი: 0-1 ოქრიაშვილი (40)

ესპანეთში ავტოკატასტროფის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 მარტი 2016 11:16

ავტოკატასტროფა ესპანეთში . ავტოკატასტროფაში სტუდენტებით სავსე ავტობუსი მოჰყვა, რომელიც ქალაქ ამპოსტასანიდანბარსელონაში გადაადგილდებოდა. სამგზავრო ავტობუსში სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ერასმუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები არიან მათ შორი უკრაინიდან და თურქეთიდან. ბოლო მონაცემებით ესპანეთში ავტოავარიის დროს დაღუპულ და დაშავებულ სტუდენტებს შორის ქართველები არ არიან . შეგახსენებთ, რომ ავტოკატასტროფა ესპანეთში გუშინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სადაც სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთში მომხდარი ავტოავარიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ასევე თანაგრძნობას გამოხატავს იმ ქვეყნების მიმართ, საიდანაც სტუდენტები იყვნენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში 

გიორგი მარგველაშვილი ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 15:56

სახელმწიფოს მეთაურმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრთან ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობა და ეკონომიკური - ტურიზმისა და სავაჭრო, ასევე განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისა, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულამდე ევროპასთან უვიზო მიმოსვლისათვის ესპანეთის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრის განცხადებით, ესპანეთი მუშაობს საქართველოში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მიმდინარე წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

საქართველოს პრეზიდენტსა და ესპანელ სტუმარს შორის შეხვედრა დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 

7 ივნისი - ესპანეთი VS საქართველო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 13:27

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 

ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, შეხვედრა 7 ივნისს მადრიდში, "ხეტაფეს" სტადიონზე გაიმართება

შეგახსენებთ,  საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 2014 წლის  მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ. თბილისში გამართულ შეხვედრაში ესპანელებმა1:0 მოგვიგეგს, მადრიდში კი 2:0.

ესპანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ქართველები  29 მარტს თბილისში ყაზახეთს დაუპირისპირდებიან. მაისის ბოლოს ჯვაროსნები ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრებიან, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს შეხვდებიან, 3 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას  ბუქარესტში გამართავენ.

ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 14:49

ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში პარტნიორობა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ესპანეთის სამეფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი - თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა. 

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 11:18

 28-29 თებერვალს საქართველოს ეწვია ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალო. 

პირველი შეხვედრა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული ვიზიტი ესპანეთის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-ესპანეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ესპანეთის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ესპანური ინვესტიციების მოზიდვას.  აგრეთვე, ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის  ლიბერალიზაციის პროცესის განხილვას. მიხეილ ჯანელიძემ  ისაუბრა ამ მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოსა და იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გააჩნია.

მინისტრებმა მიმოიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები. აღნიშნეს საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა დაადასტურა, ესპანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის, აგრეთვე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერა.

 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური