ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი პაპუნაშვილთან, "სტარვიზიის" ეთერში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 12:53

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა გულშემატკივარი კიდევ ერთხელ აალაპარაკა. პაპუნაშვილი ბრემენის "ვერდერის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ფეხბურთელი საშობაო არდადეგებზე თბილისში იმყოფებოდა, გერმანიაში გამგზავრებამდე საკუთარი კარიერის შესახებ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "სტარვიზიის" ეთერში, "გადაცემაში "აქტუალური თემა - სპორტი"  ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბარა.

 

ეროვნული ნაკრები ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის ტალინში ემზადება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 11:02

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის ტალინში ემზადება. კახა ცხადაძის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში, დღეს, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. საქართველოს ნაკრებმა 15 კაციანი შემადგენლობით საფეხბურთო კლუბ „ფლორას“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ჯაბა კანკავა, ლუკას ჰუფნაგელი, ,გიორგი ლორია და მათე ვაწაძე ტალინში ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩამოვიდნენ, შესაბამისად საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი მაკარიძეს ტალინში 10 ნოემბერს ელოდებიან. უჩა ლობჟანიძემ კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი დღეს საღამოს ჩაატარა, ამიტომ ფეხბურთელი ესტონეთთან შეხვედრას გამოტოვებს და ნაკრებს ალბანეთში შეურთდება. ორ უახლოეს შეხვედრაში  ტრავმის გამო სოლომონ კვერკველია ვერ ითამაშებს . საფეხბურთო კლუბ „რუბინის“ ოფიციალურ წერილში ნათქვამია,რომ ფეხბურთელმა „კრილია სოვეტოვთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს.  კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით  ეროვნულ გუნდს  „დინამო თბილისის“ წევრი გიორგი გველესიანი შეურთდება. 

ტალინში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის ოფიციალურ ვებ გვერდთან მოკლე კომენტარი გააკეთა კახა ცხადაძემ: „სამწუხაროდ კიდევ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს. ესტონეთთან და ალბანეთთან დაპირისპირებაში მჭედლიძე, ანანიძე, კვეკვესკირი ვერ დაგვეხმარებიან, როგორც ცნობილი გახდა ვერ დაგვეხმარება საბა კვერკველიაც. ეს დიდი დანაკლისია, რადგან საკმაოდ კარგი დონის გუნდებს ვეთამაშებით. მთავარია მომავალ ორ მატჩში ყველა ფეხბურთელს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ დავინახოთ, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ და გვაინტერესებს, ჩვენ რა დონეზე ვართ. კარგია, რომ მათთან სპარინგის საშუალება მოგვეცა. ჩემი მიზანია თამაში დავხვეწოთ და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გამოვიძახე თავის გამოჩენის საშუალება მივცე. ესტონეთთან დაპირისპირებისთვის მოვემზადეთ, ამ გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კომპაქტური და დისციპლინირებული გუნდია, დაცვაში ძალიან გამართულად თამაშობენ. მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი ინდივიდუალისტი, რომელიც სისწრაფისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ამინდს ქმნიან. გამორჩეულია ვასილიევი, რომელიც წამყვანი ფეხბურთელია მათ შეტევის ხაზში“. - ამბობს კახა ცხადაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს სრული შემადგენლობით 10 ნოემბერს თბილისის დროით 17 საათზე ჩაატარებს. ესტონეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება კი 11 ნოემბერს , 21 საათზე დაიწყება.

ცხადაძის კომენტარი ოქრიაშვილთან მომხდარ ინციდენტზე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 12:26

ოქრიაშვილთან მომხდარ ინციდენტსა და ფერხბურთელებთან ურთიერთობის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ  "სტარვიზიის" ეთერში გადაცემაში "აქტუალური თემა - სპორტი" ისაუბარა.

კახა ცხადაძის კომენტარი გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 11:31

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დონეცკის “შახტარის" ახალგაზრდა, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის შესახებ, "სტარვიზიის" ეთერში გადაცემაში "აქტუალური თემა - სპორტი" ისაუბარა.

საკრებულოში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:50

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისთავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძისა და ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის’’ ინიციატივით დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში საქართველოსმორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს. შეხვედრას დეპუტატებთან ერთად რაგბის ქომაგი ბავშვები ესწრებოდნენ. ქეთევან ჯოხაძემ ქართველ სპორტსმენებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ არაერთი გამარჯვება უსურვა. მორაგბეებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია „ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს სხვა წევრები მიესალმნენ და წარმატება უსურვეს. ,,რაგბი, მოგეხსენებათ, გუნდური თამაშია. ამ ბიჭების მაგალითზე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ერთიანობით და თავდადებით ყველაფრის დაძლევაა შესაძლებელი’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. რიმა ბერაძემ საკრებულოს წევრსა და ამასთან, რაგბის კავშირის სპორტულ დირექტორს და წარსულში საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს ირაკლი აბუსერიძეს, ასევე ქართველი მორაგბეებს ქართული სპორტის, კერძოდ, რაგბის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა. მორაგბეების მიღწევებზე, ასევე სპორტის ამ სახეობის განვითარებაში წინა თაობების დამსახურებაზე საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ წევრმა, ყოფილმა მორაგბემ, რაგბის კლუბის ,,ყოჩების’’ დამფუძნებელმა ნუგზარ მალაღურაძე ისაუბრა და წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებისთვის ბიჭებს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნუგზარ მალაღურაძე ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დროა რაგბმა სტადიონებიდან ეზოებსა და უბნებში გადაინაცვლოს და მასტერკლასები მათ პროფესიონალმა მორაგბეებმა ჩაუტარონ. მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივას კლუბის ,,ყოჩები’’ წევრები უკვე გამოეხმაურნენ და მხარი დაუჭირეს. ,,ვფიქრობ, ამ კარგ საქმეში ჩვენ სხვა კლუბების წევრებიც შემოგვიერთდებიან, ხოლო ბავშვები, რომლებიც დღეს ამ შეხვედრას ესწრებიან, საკუთარ უბნებში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით ერთგვარი დესპანები იქნებიან’’,-განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მერაბ შარიქაძემ გუნდის სახელით საკრებულოს დეპუტატებს მოწვევისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მორაგბეები გულშემატკივრებს კიდევ არაერთი გამარჯვებით გაახარებენ. შეხვედრის დასასრულს, სპორტსმენებმა თამარ მეფის სახელობის დარბაზში ფოტოები გადაიღეს და ბავშვებს სამახსოვრო ავტოგრაფებით რაგბის ბურთები დაურიგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას რეიტინგში 41-ე ადგილზეა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:54

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას რეიტინგში, სადღეისო მონაცემებით, 41-ე ადგილზეა. ეს არაა ფიფას რეიტინგი, რომელიც ყოველთვიურად ქვეყნდება. უეფა რეიტინგს ადგინს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე, ასევე 2014 წლის მუნდიალის შესარჩევზე და ფინალურ ტურნირზე, პლუს ევრო 2016-ის შესარჩევზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით. 

სექტემბრამდე საქართველო 48-ე ადგილზე იყო, ახლა კი 41-ეზეა 17 786 ქულით. ქართველებმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვეს, რომელიც ერთი საფეხურით დაბლა, 42-ე პოზიციაზა. მათ გარდა, კახა ცხადაძის ნაკრები უსწრებს ლატვიას, კვიპროსს, მოლდოვას, მაკედონიას, ყაზახეთს, ლუქსემბურგს, ლიხტენშტაინს, ფარერებს, მალტას, ანდორას, სან მარინოსა და გიბრალტარს. 

ათეული ასეთია: 1. გერმანია, 2. ესპანეთი, 3. ინგლისი, 4. პორტუგალია, 5. ბელგია, 6. იტალია, 7. ჰოლანდია, 8. საფრანგეთი, 9. რუსეთი, 10. შვეიცარია. 

სწორედ უეფას რეიტინგის მიხედვით გადანაწილდება კალათებში ბურთულები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრისას. 

"ბორჯღალოსნები" საუკეთესო თორმეტეულში მოხვდენენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 10:36

დასრულდა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ციებ-ცხელება. ბორჯღალოსნებმა თავიანთ დასახულ მიზანს მიაღწიეს - ჯგუფში ორი რკენა მოიგეს და პულში მე-3 ადგილზე გავიდნენ (საუკეთესო 12-ულში მოხვდენენ), მაგრამ 2019 წლის, იაპონიის მსოფლიო თასზე გასვლა, რომ ოფიციალურად ‘გაფორმებულიყო’, ახალი ზელანდიისა და ტონგას დაპირისპირებას ‘ოლ ბლექსის’ გამარჯვებით უნდა ჩაევლო. რაც საბედნიეროდ მოხდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გავედით.

ჩემი ფეხბურთელებით ამაყი ვარ, - კახა ცხადაძე

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 10:52

ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, ქართველ ფეხბურთელებს კი კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

გთავაზობთ კახა ცხადაძის კომენტარს:

''მინდა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო. მინდა ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენებისათვის. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, იმიტომ რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მე მგონი მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის ნაკრებთან. მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიო ჩემპიონი და მოედანზე 10 უმაღლესი დონსი ფეხბურთელია.

ჩემთვის მთავარი იყო, თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით. '' - თქვა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე.

კახა ცხადაძის გარდა დღევანდელ მატჩი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

ლევან კობაიშვილი : ''საბოლოო ჯამში თამაშს ძალიან დადებითად ვაფასებ. ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო. გასათვალისწინებელია, თუ რა დონის მოწინააღმდეგესთან გვქონდა თამაში. გასაგებია, რომ გერმანიის ნაკრებს მთელი მატჩის მანძილზე ჰქონდა უპირატესობა და ბევრი მომენტიც შექმნეს, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, პირადად მეც და დარწმუნებული ვარ კმაყოფილია ქართველი გულშემატკივარიც. ჩვენმა ნაკრებმა რიგ ეპიზოდებში მსოფლიო ჩემპიონებს არაფერი დაუთმო, რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტიც გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. დღევანდელი მატჩი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ჩვენ უფრო დალაგებული, ჩამოყალიბებული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი გვეყოლება.'' - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.

ჯაბა კანკავა : ''ვფიქრობ რომ კარგი თამაში გამოვიდა და ღირსეულად ვითამაშეთ. შეგვეძლო ფრე გვეთამაშა, მოგებაც შეიძლებოდა, ნოიერმა რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა. თავიდან ჩვენც გაგვიმართლა, მაგრამ ვფიქრობ ფრე უფრო კანონზომიერი იქნებოდა. ტრიბუნებიდან ქართველი გულშემატკივრის თანადგომას ვგრძნობდით და ეს სასიამოვნო იყო. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო.'' - თქვა ნაკრების კაპიტანმა.

გურამ კაშია : ''ვეცადეთ ის გაგვეკეთებინა, რაც მწვრთნელმა დაგვავალა და მომენტებში ძალიან კარგად ვითამაშეთ. შევქმენით რამდენიმე მომენტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. დღეისთვის ამ თამაშით და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან ნელ-ნელა ვემსგავსებით გუნდს, რომელსაც ისეთ ნაკრებებთან თამაში შეუძლია, როგორიც გერმანიაა. ასეთი მატჩების შემდეგ თავდაჯერებულობაც მოგვემატება და გერმანიის დონის გუნდებთან დროთა განმავლობაში უფრო ადვილად ვითამაშებთ. სახლში ძალიან ძლიერად ვთამაშობთ და მომავალ ციკლში მე ამ მწვრთნელთა შტაბისა და ფეხბურთელების იმედი მაქვს. ჯერ-ჯერობით ყვეალფერი კარგად მიდის, ახალ სისტემაზე გადავეწყვეთ და ვცდილობთ ფეხბურთი ვითამაშოთ.'' - ამბობს კაშია.

ჯაბა კანკავას გოლი გერმანიის ნაკრების კარში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 10:45

აქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო შესარჩევის ბოლო ტურის მატჩი სტუმრად გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ლაიფციგში გამართული მატჩი დაძაბული გადმოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. მარცხის მიუხედავად ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და მეტოქეს დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს. ანგარიში 50-ე წუთზე თომას მიულერმა გახსნა, გერმანელმა თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა ნუკრი რევიშვილის კარის აღება. გაშვებულმა გოლმა კახა ცხადაძის შეგირდები არ დააბნია და ზუსტად სამ წუთში ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ, შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობა ქართველმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს და გერმნალეთა კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს. ამასობაში გერმანიის ნაკრებმა უპირატესობის დაბრუნება მოახერხა და 79-ე წუთზე შეცვალზე შემოსულმა მაქს კრუზემ გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ რამდენიმე მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ბუნდეს ნაკრებმა ევრო პირველობაზე თამაში გაინაღდა. 

ჯაბა კანკავამ გერმანიის ნაკრებს გაუტანა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 10:28

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო შესარჩევის ბოლო ტურის მატჩი სტუმრად გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ლაიფციგში გამართული მატჩი დაძაბული გადმოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. მარცხის მიუხედავად ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და მეტოქეს დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს. ანგარიში 50-ე წუთზე თომას მიულერმა გახსნა, გერმანელმა თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა ნუკრი რევიშვილის კარის აღება. გაშვებულმა გოლმა კახა ცხადაძის შეგირდები არ დააბნია და ზუსტად სამ წუთში ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ, შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობა ქართველმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს და გერმნალეთა კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს. ამასობაში გერმანიის ნაკრებმა უპირატესობის დაბრუნება მოახერხა და 79-ე წუთზე შეცვალზე შემოსულმა მაქს კრუზემ გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ რამდენიმე მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ბუნდეს ნაკრებმა ევრო პირველობაზე თამაში გაინაღდა. 

გერმანია - საქართველო 1-2

გერმანია: 1. მანუელ ნოიერი (კ) ; 3.იონას ჰექტორი ; 5. მეთს ჰუმელსი ; 6. მატიას გინტერი ; 17. ჟერომ ბოატენგი ; 8. მესუთ ოზილი ; 9. ანდრე შურლე (76' მაქს კრუზე) ; 11. მარკო როისი (90' ქარიმ ბელარაბი) ; 18. ტონი კროოსი ; 21. ილქაი გუნდოგანი ; 13. თომას მიულერი 

მთ. მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

საქართველო: 12. ნუკრი რევიშვილი ; 2. უჩა ლობჟანიძე ; 3. საბა კვერკველია ; 4. გურამ კაშია ; 5. ალექსანდრე ამისულაშვილი ; 22. გიორგი ნავალოვსკი ; 7. ჯაბა კანკავა (კ) ; 8. ვალერი ყაზაიშვილი (90' ალექსანდრე კობახიძე); 10. თორნიკე ოქრიაშვილი ; 16. ნიკა კვეკვესკირი (78' ნიკა კვეკვესკირი) ; 9. ნიკოლოზ გელაშვილი (46' მათე ვაწაძე)

მთ.მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე

მსაჯები: 
პაველ კრალოვეცი, რომან სლიშკო, მარტინ ვილცჟეკი, პეტრ არდელეანუ (1 დამ. ასისტენტი), მიხალ პატაკი (2 დამ.ასისტენტი), ტომაშ მოკრუში (სათადარიგო) (ყველა ჩეხეთი)

გაფრთხილება: 33' გიორგი ნავალოვსკი ; 49' ნუკრი რევიშვილი ; 71' თორნიკე ოქრიაშვილი (სამივე საქართველო) ; 90' მეთს ჰუმელსი (გერმანია)

გოლები: 50' თომას მიულერი (პენ.) (გერმანია) ; 53' ჯაბა კანკავა (საქართველო) ; 79' მაქს კრუზე (გერმანია) 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური