საქართველო - ყაზახეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 მარტიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 მარტი 2016 17:38

საქართველო - ყაზახეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ბილეთების გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში 28 მარტიდან დაიწყება. ბილეთის ფასი - 5 ლარია. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. შშმ პირებს მატჩზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ. მათ ტურნიკეტებთან შშმპ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინონ.

აქვე შეგახენებთ, რომ საქართველო - ყაზახეთის დაპირსპირება „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 მარტი 2016 11:58

საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაში თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" გაიმართება.

ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ის 20 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ყაზახებთან მატჩისთვის გუნდში მიიწვია. სლოვაკი სპეციალისტი კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ახალგაზრდული გუნდის ოფიციალური თამაშის შემდეგ დაიმატებს - 21-წლამდელთა ნაკრები სან მარინოს 23 მარტს ასევე თბილისში დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისის რჩეულ ოცეულში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ:
მეკარეები: გიორგი ლორია (სამარის „კრილია სოვეტოვი" რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (სარანსკის „მორდოვია", რუსეთი), როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო" ქუთაისი)
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე (ორივე „დინამო თბილისი"), საბა კვერკველია (ყაზანის „რუბინი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ხაბაროვსკის „სკა-ენერგია", რუსეთი), გურამ კაშია (არნემის „ვიტესი",ჰოლანდია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ბაქოს „ინტერი", აზერბაიჯანი), სანდრო კობახიძე (დნეპროპეტროვსკის „დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე (მოსკოვის „სპარტაკი", რუსეთი), ლევან ყენია (პრაღის „სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ნიკა ძალამიძე („რიზესფორი", თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (არნემის „ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი", გერმანია)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი", დანია), გიორგი ქვილითაია („დინამო თბილისი")

"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში რუმინეთთან მატჩამდე

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 18 მარტი 2016 10:56

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთთან მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა. მილტონ ჰეიგის გუნდმა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ივარჯიშა. ეროვნული გუნდი "მუხის ფოთლებს" 19 მარტს "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება, ეს მატჩი რაგბი ევროპის გათამაშების ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს. გამარჯვებული გუნდი საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის საცილო ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლება.

"შევარდენზე" ვარჯიშის დაწყებამდე ნაკრების მეორე მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა - ლაშა ხმალაძემ და თამაზ მჭედლიძემ კომენტარი გააკეთეს. მილტონ ჰეიგმა სარუმინეთო შემადგენლობა დაასახელა, შეგახსენებთ ნაკრებს დაუბრუნდა გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე და, ცხადია მეტოქეს პირველივე წუთიდან შეუტევს. ქართულ-რუმინული ჯახი 17:00 საათზე დაიწყება.

ლევან მაისაშვილი:" პრინციპული მატჩისთვის ვემზადებით და გვინდა, რომ რუმინეთთან ჩატარებული წინა ოთხი შეხვედრისგან განსხვავებით ეს დაპირისპირება სანახაობრივადაც მაქსიმალურად კარგი გამოივიდეს, ანუ თამაშიც მოვიგოთ და გულშემატკივარმა თვალსასეირო მატჩიც ნახოს. ამასთან, გამოჩნდეს რა უპირატესობა გაგვაჩნია რუმინეთის ნაკრებთან, რომელიც ჩვენი მთავარი მეტოქეა".

ლაშა ხმალაძე:" რუმინეთი უმთავრესი მეტოქეა ამ გათამასებაში და ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. შემადგენლობა მეტნაკლებად ოპტიმალური გვყავს და მონდომებით ვემზადებით. იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი ბევრი მოვა და მხარს დაგვიჭერს, ჩვენ კი მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

თამაზ მჭედლიძე:" რუმინეთი ჩვენი მთავარი მეტოქეა. მძიმე მატჩს ველით, მაგრამ აუცილებად უნდა მოვიგოთ. მოტივირებულები ვართ, რომ შედეგიანი და სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ. რუმინეთმა მსოფლიოს თასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საინტერესო შეხვედრა გველის.

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2016   *  რუმინეთი   *   შაბ 19/03  თბილისი,  დინამო არენა   17.00

No სახელი და გვარი კლუბი დაბ ბრჯ მონაგარი
 
უკანა ხაზი [ბექები]
 
15 მერაბ კვირიკაშვილი მონლიუსონ [სფრ ფედ2] 1983 91 14ლ 123გ 126ჯ 3ა [703 ქ] 4სბ
14 გიორგი ფრუიძე ქუთაისის აია [საქ დ 10] 1994 7 :
13 დავით კაჭარავა ენისეი [რუს სუპერ] 1985 91 18ლ [4 კაპ] სბ
12 თამაზ მჭედლიძე აჟენ [სფრ ტოპ 14] 1993 38 6ლ
11 სანდრო თოდუა ლელო სარასენს [საქ დ 10] 1987 54 6ლ 2სბ
10 ლაშა ხმალაძე ლელო სარასენს [საქ დ 10] 1988

43

6ლ 4გ [38 ქ]
9 ვასილ ლობჟანიძე არმაზი [საქ დ 10] 1996 14 :
 
შერკინება [ფორვარდები]
 
1 მიხეილ ნარიაშვილი მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1990 35 2ლ სბ
2 ჯაბა ბრეგვაძე ვუსთერ [ინგ პრემ] 1987 33 ლ 2სბ
3 ანტონ ფეიქრიშვილი ბეიონ [სფრ პრო დ2] 1987 20 3ლ სბ
4 გიორგი ჩხაიძე ლილ [სფრ ფედ1] 1981 90 10ლ [1 კაპ] 6სბ
5 გიორგი ნემსაძე ტარბ [სფრ პრო დ2] 1984

58

11ლ 4სბ
6 შალვა სუთიაშვილი^კაპ ანგულემ [სფრ ფედ1] 1984 56 2ლ [11 კაპ] 3სბ
7 მამუკა გორგოძე ტულონ [სფრ ტ14] 1984 65 26ლ [8 კაპ] 5სბ
8 ბექა გორგაძე მონ'დე'მარსან [სფრ პრო დ2] 1996 6 ლ სბ
 
მარქაფა [სათადარიგოები]
 
23 გიორგი აფციაური არმია [საქ დ 10] 1994 18
22 ლაშა მალაღურაძე ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] 1986 66 4ლ 36გ 25ჯ 3ა [176 ქ] 2სბ
21 გიორგი ბეგაძე ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] 1986 44 2სბ
 
16 შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990 39 3ლ
17 კახა ასიეშვილი ბრივ [სფრ ტოპ 14] 1987 20
18 ლევან ჩილაჩავა ტულონ [სფრ ტ14] 1991 27 3ლ
19 კოტე მიქაუტაძე ტულონ [სფრ ტ14] 1991 41 2ლ 2სბ
20 ლაშა ლომიძე ბეზიე [სფრ პრო დ2] 1992 19 5ლ სბ
 
 
 
 

ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დღეს წრადგენენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 მარტი 2016 10:21

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს რამდენიმე საათში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარადგენს. 

სფფ-ს ცნობით, დღეს 10:30 საათზე, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.  13:00 საათზე კი  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენცია, სადაც სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.

ჩოგბურთი: საქართველოVSდანია

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 05 მარტი 2016 15:08

ქართველი ჩოგბურთელებისათვის ძალიან ცუდად დაიწყო დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში შემავალი საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრების შეხვედრა, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს. ერთეულთა შორის დანიელთა 19 წლის ურეიტინგო ჩოგბურთელმა კრისტიან სიგსგაარდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, ATP ერთეულთა რეიტინგში 120-ე ადგილზე მყოფ 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 მოუგო და თანაგუნდელები სერიაში 1:0 დააწინაურა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის კრისტიან სიგსგაართან დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელის ბედი გიორგი ცივაძემაც (857) გაიზიარა, რომელიც მასზე ბევრად უფრო გამოცდილ და მაღალი რეიტინგის მქონე ფრედერიკ ნილსენს (431) შეხვდა.
ცივაძემ მეტოქისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო, რომლის ბედიც თაიბრეიქში გადაწყდა - გიორგიმ 5:6-ზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში თაიბრეიქში გადაიყვანა. აქ ნილსენის უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც 7:3 სძლია მეტოქეს და 1-0 დაწინაურდა. მომდევნო სეტებში შეიძლება ითქვას, რომ ცივაძე წაგებას ნაადრევად შეურიგდა. ნილსენმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, მეორე სეტი 6:0, ხოლო მესამე 6:1 მოიგო, 3-0 დაამარცხა მეტოქე და თანაგუნდელები ამ გამარჯვების შემდეგ 2-0 დააწინაურა.
ამრიგად მასპინძელთა დასამარცხებლად დანიელებს ერთი მოგებაღა ჰყოფნით და მომდევნო ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.
5 მარტს დაგეგმილია წყვილთა შეხვედრა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება. ბასილაშვილი-ცივაძის წყვილი ნილსენ -თომასკრომანის წყვილს დაუპირისპირდება.

7 ივნისი - ესპანეთი VS საქართველო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 13:27

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 

ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, შეხვედრა 7 ივნისს მადრიდში, "ხეტაფეს" სტადიონზე გაიმართება

შეგახსენებთ,  საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 2014 წლის  მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ. თბილისში გამართულ შეხვედრაში ესპანელებმა1:0 მოგვიგეგს, მადრიდში კი 2:0.

ესპანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ქართველები  29 მარტს თბილისში ყაზახეთს დაუპირისპირდებიან. მაისის ბოლოს ჯვაროსნები ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრებიან, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს შეხვდებიან, 3 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას  ბუქარესტში გამართავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ილიას ზუროსმა ჩაიბარა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:33

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ილიას ზუროსი გაწვრთნის. ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი  გააფორმა. ფედერაციის მხრიდან კონტრაქტს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა.

ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართელოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება. ილიას ზუროსი საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებისა და ტიტულების მქონე სპეციალისტია. ის საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს თავკაცობდა.

 

სამწვრთნელო კარიერა
2000-2002       ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
2003-2004       საგესი (ლიბანი)
2004-2005       პერისტერი (საბერძნეთი)
2005-2006       არისი (საბერძნეთი)
2006-2007       პარიზ-ლევალი (საფრანგეთი)
2007-2010       პანელინიოსი (საბერძნეთი)
2011                ჟალგირისი (ლიტვა)
2011-2012       საბერძნეთის ეროვნული ნაკრები
2012                ეფესი (თურქეთი)
2013                ჟალგირისი (ლიტვა)
2014-2015       თოფაში (თურქეთი)

მიღწევები და ტიტულები
ლიბანის ჩემპიონი (2004)
ფიბა-აზიის ჩემპიონთა თასის მფლობელი (2004)
ევროთასის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი (2010)
ლიტვის თასის მფლობელი (2011)
ბალტიის ლიგის ჩემპიონი (2011)
ლიტვის ჩემპიონი (2011)

ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4702 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 16:59

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4702 ლარი გახდა.ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ახალი კურსი ხვალიდან ამოქმედდება, ამ დროისთვის კი ერთი დოლარის შეძენა 2.4719 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩების გრაფიკი შეთანხმებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 11:18

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები დაასრულა და ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩების გრაფიკი შეათანხმა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა. 29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ყაზახეთს შეხვდება. მაისის ბოლოს ჩვენი გუნდი ავსტრიაში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. „ევრო-2016“-ის კიდევ ერთ მონაწილეს, რუმინეთის ნაკრებს კი ეროვნული გუნდი 3 ივნისს ბუქარესტში ეთამაშება. ეს მატჩი ბოლო იქნება რუმინელებისთვის ფინალური ეტაპის დაწყებამდე.
10 ივნისს „ევრო 2016“-ის გახსნით მატჩში რუმინეთი ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს შეხვდება. “ჯვაროსნების” მეტოქეები კი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდავეთი არიან.

დატოვებს თუა არ კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 11:13

დატოვებს თუა არ კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნარების მთავარი მწვრთნელის პოსტს, ეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ნაკრების თავკაცს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ პირობებს სთავაზოვბს, რის მიხედვითაც ცხადაძეს ხელფასი შეუმცირდება. 

დღეს 13:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენცრში ცხადაძის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, სადაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი,  საკუთარი გადწყვეტილების შესახებ ისაუბრებს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური