უელსი - საქართველო 1:1

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:25

ოქტომბერსსაქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში „კარდიფ სიტის“ სტადიონზე უელსისეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა

მატჩი ფრედ 1:1  დასრულდაანგარიში მასპინძლებმა მე-10 წუთზე გახსნესკუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გიორგი ლორიას კარში გარეთბეილმა გადაგზავნა.  57- წუთზე ვაკო ყაზაიშვილის  გადაცემით ასევე თავური დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა აღადგინა წონასწორობადარჩენილ დროშიქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნესმაგრამ გატანა ვერ მოახერხეს და გუნდებმა შეხვედრაში თითო ქულამოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერსთბილისში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

ვლადიმირ ვაისის მატჩის შემდგომი კომენტარი:

-თამაშის წინ რომ გეკითხათ, დავკმაყოფილდებოდი თუ არა ამ თამაშში ერთი ქულის მოპოვებით, ალბათ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის ფრე ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ კვლავ კარგი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ჩვენ რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ, და მოედნის ბოლო მესამედში ცოტა ხარისხი დაგვაკლდა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ევროპის 10 საუკეთესო ნაკრების სიაში შედის, და პირველ ტაიმში მან ძალიან კარგად ითამაშა. პირველი 30 წუთის მანძილზე ჩვენ ალბათ ზედმეტად ვუფრთხილდებოდით ბეილსა და უელსის სხვა მოთამაშეებს. კიდევ ერთი პოზიციური შეცდომა დავუშვით კუთხურის ჩაწოდების დროს, რის შედეგადაც ბეილი მარტო დარჩა და გოლი გაგვიტანა. ამის მიუხედავად, ჩვენ ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, და 3 ქულის მოპოვებაც შეგვეძლო.
-ირლანდიასთან თამაშის წინ აღვნიშნე, რომ ჩვენ ამ ორ თამაშში ქულების მოპოვება გვჭირდებოდა, რათა ჯგუფში მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა. დღეს ჩვენ პირველი ქულა ავიღეთ, და მომავალშიც უნდა შევეცადოთ გასვლაზე დადებითი შედეგების მიღწევას. ვფიქრობ, რომ საკუთარ მოედანზე ჩვენ ჯგუფის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს მხოლოდ მესამე ტური იყო, და იმის მიუხედავად, რომ ერთი ქულა ცოტაა, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა ნიჭიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს კარგი მომავალი აქვს, და დღეს მე ამ მოთმაშეებით ვამაყობ.
-იმედია, რომ მოლდოვასთან თამაშზე სტადიონი გაივსება, და ჩვენ შევძლებთ პირველი გამარჯვების მოპოვებას. პირველად ვიქნებით ფავორიტის როლში, თუმცა, მთელს ევროპაში ფეხბურთის დონე მაღალია, და ჩვენ მეტად რთული თამაში გველის წინ.


უელსი - საქართველო 1:1

კარდიფი, „კარდიფ სიტის“ სტადიონი

უელსი: ჰენესი, განტერი, ტეილორი (70’ კოტერილი), დეივისი, ჩესტერი, უილიამსი, კინგი (61’ რობსონ-კანუ), ბეილი, ედვარდსი, ლედლი (73’ ჰიუვსი), ვოუქსი

მთ. მწვრთნელი: კრის კოულმანი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დაუშვილი, ანანიძე (90’ კაჭარავა), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (90’ ჯიღაური), გვილია, ნავალოვსკი, მჭედლიძე (75’ დვალიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: პაოლო მაზოლენი, რიკარდო დი ფიორე, ლორენცო მანგანელი, დანიელე ორსატო

გაფრთხილება: 45’ დაუშვილი, 63’ გვილია, 76’ ოქრიაშვილი, 85’ კაშია

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)

ეროვნულმა ნაკრებმა დუბლინში ივარჯიშა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 12:38

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის მეორე ოფიციალური მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო. ვლადიმერ ვაისის გუნდმა, 3 ოქტომბერს ადგილობრივი კლუბის, „მალაჰაიდ იუნაიტედის“ მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო. გიორგი მაკარიძე, სოლომონ კვერკველია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე  ეროვნულ ნაკრებს დღის ბოლოს შეურთდნენ. ამ ეტაპზე ირლანდიასთან და უელსთან გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და დუბლინში დაგეგმილი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ტრავმების და არასასურველი სავარჯიშო კონდიციების გამო ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ოთარ მარცვალაძე ვერ დაეხმარებიან. 

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად სერბეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა.
ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება დუბლინის „ავივას“ სტადიონზე, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.


საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი) 

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი) 

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)

ერთი ნაბიჯი ევრობასკეტამდე

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 15:48

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთი 28 ქულის სხვაობით - 96:68 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს ნაკრებს ამ საკვალიფიკაციოში 1 მატჩი დარჩა სათამაშო - ბარში მონტენეგროსთან, რომელთანაც 7 სექტემბერს თბილისში 2 ქულით წააგო. გამარჯვების შემთხვევაში ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტზე გავა, თუმცა სლოვაკეთის დიდი ანგარიშით დამარცხებით ისეთი მარაგი შეიქმნა, რომ დიდი შანსია, მონტენეგროში წაგების შემთხვევაშიც მოახერხოს კონტინენტის პირველობაზე გასვლა.

სლოვაკეთი ქართველებმა ბრატისლავაში 31 ქულით დაამარცხეს და ლოგიკურად, თბილიშიც იოლად უნდა ემარჯვათ. საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სლოვაკებმა საკაოდ კარგად ითამაშეს პირველ ტაიმში და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 12 ქულით აგებდნენ. სლოვაკებმა რეაბილიტაცია მოახერხეს თორნიკე შენგელიას შტორმისებური შეტევების შემდეგ. 11:11 ანგარიშზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს სპრტი მოუწყო და 14:0 გაქცევის შემდეგ 25:11 დაწინაურდა.

აღნიშნულ ეპიზოდში და მთლიანად, მოედანზე ყოფნისას შეუჩერებელი იყო თორნიკე შენგელია. ქართველმა სუპერფორვარდმა მატჩის საწყის 6 წუთში 17 ქულა ჩააგდო, რის შემდეგმაც მწვრთნელმა მოედნიდან დასასვენებლად გაიხმო. შენგელია მეორე პერიოდში დაბრუნდა და ტაიმი 24 ქულით დაასრულა.

მესამე პერიოდში სლოვაკებმა კიდევ მცირე ხნით მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდეგაც ქართველების მწყობრმა და შედეგიანმა გარჯამ, ფარის მოგებამ და დაცვაში თამაშის გაუმჯობესებამ შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ქართველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს ფარზე და საბოლოოდ მეტოქეზე 20-ით მეტი ბურთი მოხსნეს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ზაზა ფაჩულიას, გიორგი შერმადინს, ვიქტორ სანიკიძეს. უკანა ხაზში ბადალი არ ჰყავდა გიორგი ცინცაძეს, რომელიც 7 ქულით, 8 პასითა და 9 (!) პასით დიდად სარგებლიანი იყო.

 

ამისულაშვილი ეროვნული ნაკრებიდან წავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 13:08

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი  ალექსანდრე ამისულაშვილი სანაკრებო კარიერას ასრულებს. განცხადება სოციალურ ქსელში, მისი მეუღლის, ნინი ზარქუას პირად გვერდზე  გავრცელდა: 
"ვინაიდან ამისულა არ არის დარეგისტრირებული არცერთ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს ჩემს გვერდზე❤️ მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან ძნელია ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა დადგა ეს დრო, როდესაც მე ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და გადავდივარ გულშემატკივართა რიგებში. უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ყველა მწვრთნელს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა. დიდი მადლობა ნაკრების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ბევრს და დაუღალავად შრომობენ. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს თანადგომისთვის, დაფასებისთვის, სიყვარულისთვის. აქვე მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ჯანსაღი კრიტიკის მომხრე, ვითვალისწინებდი საფუძვლიან შენიშვნებს, რადგან ეს ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. თუმცა, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, ჩემს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები კრიტიკის ზღვარს გაცდა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც დამეთანხმებით, მიუღებელია.  უხეშმა, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა ჩემი მისამართით, ნეგატიური გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს ოჯახზე. იმედი მაქვს დაფიქრდებიან ამ გამონათქვამების ავტორები და მომავალში მაინც გაითვალისწინებენ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ფეხბურთელს, რომელიც სულს და გულს დებს თავის საქმიანობაში! ჩემი ეს განცხადება, ჩემს მიმართ უკვე გამოთქმულ შეურაცხყოფას ვერ წაშლის, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, აღარ მოუწევთ მსგავსი გამონათქვამების მოსმენა. ყველას, ვინც აფასებდით ჩემს საქმიანობას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! ალექსანდრე ამისულაშვილი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

34 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ამისულაშვილმა   საქართველოს ნაკრებში,  მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში, 5 სექტემბერს  ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშა.

თბილისის საკალთბურთო რეკორდი - 9800 მაყურებელი მონტენეგროსთან

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 11:02

თბილისი ევროპაში საკალთბურთო თვალსაზრისით პირველი ქალაქია. საქართველოს დედაქალაქმა მიმდინარე ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ტურნირის მატჩზე დასწრების რეკორდი დაამყარა. საქართველოსა და მონტენეგროს მატჩს 9800 ადამიანი დაესწრო, რაც ამ სეზონში ეროვნული ნაკრებების დონის შეხვედრისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ფიბა-მ ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და მთავარ გვერდზე, მთავარ სათაურად გამოიტანა. მიუხედავად მაყურებელთა უდიდესი მხარდაჭერისა, საქართველოს ნაკრებმა ვერ მოახერხა პრინციპული მეტოქის დამარცხება და ევროპის ჩმპიონატზე გასვლის საკითხი სამომავლოდ გადადო.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტირანაში ჩავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 17:39

მონტენეგროსთან დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთში გაემგზავრა. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი, რიგით მეოთხე მატჩი ილიას ზუროსის გუნდს ალბანეთის დედაქალაქში ელის. ჯგუფისა და მთლიანად საკვალიფიკაციო ეტაპის აუტსაიდერი განწირულია მიუხედავად იმისა, რომ შინაურ არენაზე, ტირანაში თამაშობს.

საქართველოს ნაკრები ტირანაში მონტენეგროსთან მატჩის დასრულებიდან 4 საათში გაემგზავრა. სტამბოლის გავლით ზუროსის გუნდი ტირანაში ჩაგრინდა და დილის 11 საათი იყო, სასტუმრო „როგნერში“ რომ დაბინავდა. ილიას ზუროსის გუნდი სრული, 13-კაციანი შემადგენლობითაა და რომელ კალათბურთელს მოუწევს დასვენება, ამას თამაშის დღეს, 10 სექტემბერს გავიგებთ.

საქართველოს ნაკრებს მოთელვითი ხასიათის ვარჯიში დღეს აქვს დაგეგმილი, ხოლო ხვალიდან ილიას ზუროსი ჩვეულ, სრულფასოვან წვრთნას განაახლებს და როგორც 10 სექტემბრის, ისე დარჩენილი კიდევ 2 მატჩისთვის მოემზადება.

დასანანი მარცხი მონტენეგროსთან - 74:76

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 23:56

დასანანი მარცხი მონტენეგროსთან. 7 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ  2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მონტენეგროს უასპინძლა.

დაძაბული თამაში ქართველთა უპირატსობით დაიწყო და პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრები მდევრის როლში იყვნენ. შეხვედრის მესამე მეოთხედი განაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა, მონტენეგროს კალათბურთელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს შემდეგ კი დაწინაურდნენ. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, ქართველებმა  2 ქულიანი სხვაობით, 74:76  წააგეს.

შეგახსენებთ, საქართვეოს ნაკრებმა  F ჯგუფში სამი შეხვედრა ჩაატარა, ალბანეთს და სლოვაკეთს მატივად მოუგო, მონტენეგროსთან კი დამარცხდა.

 

შემდეგ  შეხვედრას საქართველოს  ეროვნული ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან გამართავს. 

საქართველო - ავსტრია 1-2

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 12:35

5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. „დინამო არენაზე“ ჯვაროსნებმა ავსტრიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, ალაბას ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ჰინტერეგერმა ისარგებლა და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი ლორიას კარში. გაშვებული გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები გააქტიურდნენ, მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ მაოხერხეს. ტაიმის მიწურულს ავსტრიამ კვლავ შემოგვიტია და 42-ე წუთზე, არნაუტოვიჩის ჩაწოდებული ბურთი ცარიელ კარში მარკ იანკომ გადაგზავნა.

მეორე ნახევარი ვლადიმერ ვაისის გუნდმა აქტიურად დაიწყო, მწვრთნელმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ამ ყველაფერმა შედეგი 78-ე წუთზე გამოიღო. ულამაზესი შორეული დარტყმით ალმერის კარი ჯანო ანანიძემ აიღო. გოლის შემდეგ ავსტრიელთა კართან რამდენიმე რეალური მომენტი შეიქმნა, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა.

5 სექტემბერს, D ჯგუფში კიდევ 2 შეხვედრა გაიმართა. სერბეთმა ირლანდიას უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა. უელსი კი, საკუთარ მოედანზე მოლდოვას დაუპირისპირდა და 4-0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ირლანდიის წინააღმდეგ 6 ოქტომბერს გამართავს.

საქართველო - ავსტრია 1-2

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (84’ ჭანტურია), კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი (76’ ოქრიაშვილი), დაუშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი (63’ სხირტლაძე), ჯიღაური, ნავალოვსკი
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ავსტრია: ალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, არნაუტოვიჩი, ალაბა, იუნუზოვიჩი (69’ შიოპფი), ჰარნიკი (71’ ზაბიცერი), ზუტნერი, ბაუმგარტლინგერი, კლეინი, იანკო (76’ გრეგორიჩი)
მთ. მწვრთნელი: მარსელ კოლერი

მსაჯები: ალექსეი კულბაკოვი, ვიტალი მალიუტინი, ოლეგ მასლიანკო, დენის შერბაკოვი

გაფრთხილება: 51’ ჰინტერეგერი, 90’ ალმერი

გოლები: 0-1 ჰინტერეგერი (16), 0-2 იანკო (42), 1-2 ანანიძე (78)

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 11:31

საქართველოს ეროვნული საფეხბურთი ნაკრების ავსტრიასთან მატჩის ოფიციალური განაცხადი ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა 23 კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. საწვრთნელი შეკრების დასკვნით ეტაპზე ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ მარცვალაძემ ტრავმა მიიღო და გუნდს წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ეროვნულმა ნაკრებმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე, ს.კ. ზესტაფონის მოედანზე ჩაატარა. მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღების შესაძლებლობა პირველი 15 წუთის განმავლობაში ჰქონდათ. ვარჯიშის დაწყებამდე კი, "დინამო არენას" საკონფერენციო დარბაზში ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია შედგა. მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ეროვნული გუნდის წევრმა ოთარ კაკაბაძემ უპასუხა.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე
tkt.ge/georgiavsaustria. და დინამოს სალაროებში შეუძლიათ.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები  20:00 საათზე, ”დინამო არენაზე” ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ, - ზურაბ ხიზანიშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 10:51

ფეხბურთელი, რომელიც 16 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა სანაკრებო კარიერას ასრულებს. ზურაბ ხიზანიშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია დღეს დინამო არენაზე, წლის პირველი ოფიციალური მატჩის დაწყებამდე  გაიმართება. 

სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს:

"16 წელი იმ საქმეს ვემსახურე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელშიც ყველაფერი ჩავდე. ამ პერიოდში არაერთ სახელოვან გუნდში მომიწია თამაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატივცემულო საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. 93-ჯერ მოვირგე ეროვნული მაისური და ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა. იყო წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და საამაყოა, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, თანაგუნდელს, რომლებთან ერთადაც მომიწია მრავალი წლის გატარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელთა თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს მაძლიერებდა. დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ და იმედი მაქვს რომ ყველა ერთად გავხდებით მოწმე ქართული ფეხბურთის იმ დიდი წარმატებისა და გამარჯვებისა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით!'- წერს ზურაბ ხიზანიშვილი.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხიზანიშვილის გულიანი და თავდადებული თამაში. საქართველო ავსტრიის დაპირისპირებასთან ერთად ქომეგისთვის დღევანდელი მატჩი გამორჩეული და ემოციური იქნება. იმედია, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და  ყველა ერთად ვეტყვით მადლობას ხიზანას.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები  20:00 საათზე, ”დინამო არენაზე” ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური