ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 11:10

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო ლუქსემბურგთან, ამჯერად მეტოქის მოედანზე - 29:35. ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელად ამ ჯგუფიდან, 11 და 15 იანვარს, იტალია და ლუქსემბურგი იბრძოლებენ, ხოლო საქართველო იმავე მიზნის მიღწევას ივნისში, ჩელენჯ ტროფიდან შეეცდება.

ლუქსემბურგში ნაკრებმა უკვე აუღო ალღო მეტოქის 3-2-1 დაცვას და ჩვენმა ხაზის მოთამაშემ, შოთა გრიშიკაშვილმა 6 გოლიც გაიტანა, მაგრამ ლუქსემბურგელთა პივოტმა შრიოდერმაც შეგვიგდო 7, ხოლო დაცვაში პრობლემების გამო მეტოქე თავიდანვე გავუშვით წინ, განსხვავებით პირველი მატჩისგან, როცა ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა იყო.

მასპინძლებმა 18:13 მოიგეს პირველი ტაიმი, შესვენების შედეგ თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ტორონჯაძე, რამაც საშუალება მოგვცა, ორჯერ სამამდე შეგვემცირებინა სხვაობა (23:26, 27:30), მაგრამ მეტი ვეღრ მოვახერხეთ.

ჩელენჯ ტროფი გაიმართება 2017 წლის ივნისში და გათამაშდება ევრო-2020-ის მთავარი შესარჩევი ეტაპის ბოლო საგზური. უკვე განვლილ შესარჩევ რაუნდში ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ლიდერები, რუსია და მსხვილიძე, ხოლო იტალიასთან ორი მარცხის შემდეგ აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდა, რადგანაც ჩელენჯ ტროფიზე მოთამაშეთა ასაკი 25 წლით იქნება შეზღუდული.

7 იანვარი, 2017. ევრო 2020 - შესარჩევი მატჩი. ლუქსემბურგი, დე კოკის ცენტრი. 800
29:35 ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი: სტივ მორეირა, ქრის ოჟე, ივან პავლოვიჩი - მაქს კოლი (7), ერიკ შრიოდერი (7), დანი სხოლტენი (6), იან ჰოფმანი (4), მარტინ მიულერი (3), ტომი ვირცი (3), ქრისტიან ბოკი (2), ანტუან ბილი (1), ჯიმი ჰოფმანი (1), ალენ ზეკანი (1), საშა მარზადორი, ლუკა ტომასინი
მწვრთნელი: ადრიან სტოტი
საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე - რევაზ ჭანტურია (7), შოთა გრიშიკაშვილი (6), თემურ ორჯონიკიძე (5), ირაკლი ჩიქოვანი (5), ირაკლი კბილაშვილი (2), ხაზეინ რუსტამოვი (2), რატი წითელიშვილი (1), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიორგი დიხამინჯია (2), ზურაბ სიმონია, გიორგი მიქავა
მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე
მსაჯები: მარტინ ლილეპეა, მარიონ კული (ესტონეთი)

ქართველი წყალბურთელები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 13:15

საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშებას იწყებს. 
პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 15 ნოემბერს თბილისში, "ოლიმპიკის" აუზში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩი 18:300 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან მატჩის წინ, მოსამზადებელი შეკრება ორი კვირის განმავლობაში სერბეთსა და უნგრეთში გაიარა. ჩვენი გუნდი რუსეთის ნაკრებს დღეს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა (კ), გიორგი ხვედელიანი, ალექსანდრე რუსიშვილი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ანდრია ბითაძე, რეზი იმნაიშვილი, ბექა ქავთარაძე, მარკო ელაჩა, ნიკოლოზ შუშიაშვილი, გიორგი მესხი, დამირ ცრეპულია.

მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი და ვლადიმერ ისელიძე. 

სულ შეჯიბრებაში ევროპის 11 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ: ჩვენს ჯგუფში იყო თურქეთიც, მაგრამ მათ ბოლო მომენტში თამაშზე უარი თქვეს.

A ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, სლოვაკეთი, სერბეთი
B ჯგუფი: ჰოლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, საფრანგეთი
C ჯგუფი: საქართველო, იტალია, რუსეთი

მოლოდინი ვერ გავამართლეთ, - ვაისი ბოდიშს იხდის

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 12 ნოემბერი 2016 23:23

„ყველანი იმედგაცრუებულები ვართ,  გულშემატკივრის მოლოდინი ვერ გავამართლეთ. მადლობა ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და გვიგულშემატკივრა, ბოდიშს ვუხდი ქომაგებს, მაგრამ ასეთია ფეხბრუთი,“ - ამის შესახებ  საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა საქართველო : მოლდოვას მატჩის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

შეგახსენებთ, 12 ნოემბერს საქართველოს ერვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მოლდოვას უმასპინძლა და ფრედ 1:1ითმაშა. 

მორიგი იმედგაცრუება - თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო, მაგრამ ...

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 12 ნოემბერი 2016 23:29

50 000-მდე იმედგაცრუებულმა გულშემატკივარმა „დინამო არენა“ სინანულით დატოვა. მატჩი, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის იმედისმომცემი უნდა ყოფილიყო არ შედგა, არ შედგა რადგან ვერ ვიხილეთ ის, რასაც ველოდით.

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შსარჩევი ეტაპის მატჩში მოლდოვას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა 9 ოქტომბერს სტუმრად უელსთან 1:1 ითამაშა, აღნიშნული შეხვედრის გათვალისწინებით, ქართველი გულშემატკივარი ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერთან მოლდოვასთან მხოლოდ მოგებას ელოდა. თამაშიც ისე დაიწყო ქომაგის იმედი რომ უნდა გამართლებულიყო, ბურთს ქართველები აკონტროლებდნენ, შეხვედრის მე-16 წუთზე კი ყაზაიშვილმა ანგარიში გახსნა, ჯვაროსნებს სხვაობის გაზრდის შანსი პირველი ტაიმის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ.

მეორე ნახევარს გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა. ნაკრებს უნდა დაემტკიცებინა, რომ ქართველები ფეხბურთს კარგად ვთამაშობთ, თუმცა სტუმრების კარში გოლის გატანის ნაცვლად, ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ. ანგარიში  გაცკანმა 78-ე წუთზე გაათანაბრა. მეორე ტაიმში ქართველებს რეალური მომენტი არ შეუქნიათ. მწვრთელმა კი აღიარა, რომ მისმა ცვლილებებმა არ გაამართლა და ამ საკითხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ვაისის გადაწყვეტილებით, მოედანზე ქვილითაიას ნაცვლად კანკავა შემოვიდა, გვილია დვალიშვილმა, ყაზაიშვილი კი სხირტლაძემ ჩაანაცვლა. 

ქართველი გულშემატკივრის ოცნება 2018 წლისთვსაც აუხდენელ ოცნებად დარჩება.  საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა, ოთხი ტურის შემდე მხოლდ 2 ქულა გვაქვს.

ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 17:06

12 ნოემბერს, დინამო არენაზე, საფეხბურთო ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას მოლდოვასთან გამართავს.  მატჩის დაწყებამდე, 20:40 წთ. ალექსანდრე ამისულაშვილის ეროვნული ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ამისულაშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარს დინამო არენას მედია-ცენტრში გააკეთებს.
ალექსანდრე ამისულაშვილი 15 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს საქართველო - სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. 15-წლიანი სანაკრებო კარიერა ალექსანდრე ამისულაშვილმა 2016 წლის 5 სექტემბერს დაასრულა. საქართველო-ავსტრიის შეხვედრაში ალექსანდრემ კაპიტნის სამკლაურით ითამაშა.

ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 13:34

საქართველოს საფეხბურთო  ნაკრები  მსოფლიოს 2018 წლის  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მოლდოვას უმასპინძლებს.  ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა. ვლადიმირ ვაისმა საწვრთნელი პროცესი სწორედ იმ მოთამაშეებთან ერთად ჩაატარა,რომლებიც მოლდოვასთან შეხვედრის განაცხადში იქნებიან. ჯანო ანანიძე, რომელიც თბილისში საკუთარი კლუბიდან ტრავმირებული ჩამოვიდა, ეროვნული ნაკრების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და შაბათს დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს.  საქართველოს ეროვნული ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩი "დინამო არენაზე" 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა "დინამო არენასა" და ფილარმონიის სალაროებში მატჩის დაწყებამდე გაგრძელდება. ბილეთების რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში www.tkt.ge/geovsmol მიმდინარეობს.


საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი  (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

ხელბურთელთა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 12:28

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. ქართველი ხელბურთელები 2 ნოემბერს, კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზაში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩს  იტალიასთან გამართავენ, 6 ნოემბერს კი იმავე მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მიიღებენ.

ხელბურთის ევროპულმა ფედერაციამ შეჯიბრების ფორმატი შეცვალა და ევრო 2020-ზე, რომელიც შვედეთში, ნორვეგიასა და ავსტრიაში გაიმართება, პირველად ითამაშებს 24 გუნდი. შესარჩევ ტურნირში გათამაშდება უკვე 20 საგზური და არა 15, რაც ბევრად უკეთესს შანსს იძლევა საქართველოს დონის გუნდებისთვის.

ოღონდ, მთავარ შესარჩევი რაუნდში მოსახვედრად, ჯერ გასავლელია პირველი საკვალიფიკაციო ფაზა, რომელსაც 2 ნოემბერს სამ ჯგუფად განაწილებული 9 ეროვნული ნაკრები იწყებს. ჩვენი ჯგუფის მესამე წევრია ლუქსემბურგი, რომელსაც იანვარში ვეთამაშებით და იანვარშვე გამოვლინდება 3 ჯგუფის 3 გამარჯვებული, რომლებიც მთავარ შესარჩევ რაუნდში ჩაებმებიან 2018 წლის შემოდგომიდან, ყველა უძლიერეს ევროპულ ნაკრებთან ერთად.

აქ მონაწილეობის შანსს პირველ ეტაპზე დამარცხებული 6 გუნდიც იღებს 2017 წლის ჩელენჯ ტროფიდან, თუმცა, სჯობს, აქამდე საქმე არ მივიყვანოთ და ორწრიან ტურნირში ვაჯობოთ იტალიასა და ლუქსემბურგს 

 

ხელბურთიევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი. ნოემბერი 2016 - იანვარი 2017

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

2 ნოემბერი, 20:30, სირაკუზა. კონჩეტო ლო ბელო

იტალია-საქართველო

მსაჯები: დორუ მანეა, რადუ ილიესკუ (რუმ), დელეგატი: სოტირის კონსტანტინუ (კვი)

საქართველოს ნაკრები იტალიაში

GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)

RW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, ბათუმი)

უკანა ხაზი: ლექსო წითელიშვილი (1992, ბათუმი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ), ირაკლი ჩიქოვანი (1989, კელერაში, რუმ), სერგო დათუკაშვილი (1978, ვოივოდინა, სრბ), ზურაბ სიმონია (1994, ქუთაისი)

LW: რევაზ ჭანტურია (1982, პელისტერი, მკდ), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)

P: შოთა გრიშიკაშვილი (1984, ბათუმი), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ)

მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, დელეგაციის თავი ვახტანგ მეიფარიანი, ექიმი გურამ ადამია

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00 საქართველო-იტალია

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო

ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე

დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.

მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან:  დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.

დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017.  აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა,

ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი - შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.

2020 ევროპის ჩემპიონატი
2 ნოემ. იტალია - საქართველო
6 ნოემ. საქართველო - იტალია

უელსი - საქართველო 1:1

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:25

ოქტომბერსსაქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში „კარდიფ სიტის“ სტადიონზე უელსისეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა

მატჩი ფრედ 1:1  დასრულდაანგარიში მასპინძლებმა მე-10 წუთზე გახსნესკუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გიორგი ლორიას კარში გარეთბეილმა გადაგზავნა.  57- წუთზე ვაკო ყაზაიშვილის  გადაცემით ასევე თავური დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა აღადგინა წონასწორობადარჩენილ დროშიქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნესმაგრამ გატანა ვერ მოახერხეს და გუნდებმა შეხვედრაში თითო ქულამოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერსთბილისში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

ვლადიმირ ვაისის მატჩის შემდგომი კომენტარი:

-თამაშის წინ რომ გეკითხათ, დავკმაყოფილდებოდი თუ არა ამ თამაშში ერთი ქულის მოპოვებით, ალბათ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის ფრე ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ კვლავ კარგი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ჩვენ რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ, და მოედნის ბოლო მესამედში ცოტა ხარისხი დაგვაკლდა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ევროპის 10 საუკეთესო ნაკრების სიაში შედის, და პირველ ტაიმში მან ძალიან კარგად ითამაშა. პირველი 30 წუთის მანძილზე ჩვენ ალბათ ზედმეტად ვუფრთხილდებოდით ბეილსა და უელსის სხვა მოთამაშეებს. კიდევ ერთი პოზიციური შეცდომა დავუშვით კუთხურის ჩაწოდების დროს, რის შედეგადაც ბეილი მარტო დარჩა და გოლი გაგვიტანა. ამის მიუხედავად, ჩვენ ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, და 3 ქულის მოპოვებაც შეგვეძლო.
-ირლანდიასთან თამაშის წინ აღვნიშნე, რომ ჩვენ ამ ორ თამაშში ქულების მოპოვება გვჭირდებოდა, რათა ჯგუფში მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა. დღეს ჩვენ პირველი ქულა ავიღეთ, და მომავალშიც უნდა შევეცადოთ გასვლაზე დადებითი შედეგების მიღწევას. ვფიქრობ, რომ საკუთარ მოედანზე ჩვენ ჯგუფის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს მხოლოდ მესამე ტური იყო, და იმის მიუხედავად, რომ ერთი ქულა ცოტაა, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა ნიჭიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს კარგი მომავალი აქვს, და დღეს მე ამ მოთმაშეებით ვამაყობ.
-იმედია, რომ მოლდოვასთან თამაშზე სტადიონი გაივსება, და ჩვენ შევძლებთ პირველი გამარჯვების მოპოვებას. პირველად ვიქნებით ფავორიტის როლში, თუმცა, მთელს ევროპაში ფეხბურთის დონე მაღალია, და ჩვენ მეტად რთული თამაში გველის წინ.


უელსი - საქართველო 1:1

კარდიფი, „კარდიფ სიტის“ სტადიონი

უელსი: ჰენესი, განტერი, ტეილორი (70’ კოტერილი), დეივისი, ჩესტერი, უილიამსი, კინგი (61’ რობსონ-კანუ), ბეილი, ედვარდსი, ლედლი (73’ ჰიუვსი), ვოუქსი

მთ. მწვრთნელი: კრის კოულმანი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დაუშვილი, ანანიძე (90’ კაჭარავა), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (90’ ჯიღაური), გვილია, ნავალოვსკი, მჭედლიძე (75’ დვალიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: პაოლო მაზოლენი, რიკარდო დი ფიორე, ლორენცო მანგანელი, დანიელე ორსატო

გაფრთხილება: 45’ დაუშვილი, 63’ გვილია, 76’ ოქრიაშვილი, 85’ კაშია

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)

ეროვნულმა ნაკრებმა დუბლინში ივარჯიშა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 12:38

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის მეორე ოფიციალური მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო. ვლადიმერ ვაისის გუნდმა, 3 ოქტომბერს ადგილობრივი კლუბის, „მალაჰაიდ იუნაიტედის“ მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო. გიორგი მაკარიძე, სოლომონ კვერკველია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე  ეროვნულ ნაკრებს დღის ბოლოს შეურთდნენ. ამ ეტაპზე ირლანდიასთან და უელსთან გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და დუბლინში დაგეგმილი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ტრავმების და არასასურველი სავარჯიშო კონდიციების გამო ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ოთარ მარცვალაძე ვერ დაეხმარებიან. 

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად სერბეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა.
ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება დუბლინის „ავივას“ სტადიონზე, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.


საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი) 

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი) 

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)

ერთი ნაბიჯი ევრობასკეტამდე

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 15:48

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთი 28 ქულის სხვაობით - 96:68 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს ნაკრებს ამ საკვალიფიკაციოში 1 მატჩი დარჩა სათამაშო - ბარში მონტენეგროსთან, რომელთანაც 7 სექტემბერს თბილისში 2 ქულით წააგო. გამარჯვების შემთხვევაში ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტზე გავა, თუმცა სლოვაკეთის დიდი ანგარიშით დამარცხებით ისეთი მარაგი შეიქმნა, რომ დიდი შანსია, მონტენეგროში წაგების შემთხვევაშიც მოახერხოს კონტინენტის პირველობაზე გასვლა.

სლოვაკეთი ქართველებმა ბრატისლავაში 31 ქულით დაამარცხეს და ლოგიკურად, თბილიშიც იოლად უნდა ემარჯვათ. საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სლოვაკებმა საკაოდ კარგად ითამაშეს პირველ ტაიმში და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 12 ქულით აგებდნენ. სლოვაკებმა რეაბილიტაცია მოახერხეს თორნიკე შენგელიას შტორმისებური შეტევების შემდეგ. 11:11 ანგარიშზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს სპრტი მოუწყო და 14:0 გაქცევის შემდეგ 25:11 დაწინაურდა.

აღნიშნულ ეპიზოდში და მთლიანად, მოედანზე ყოფნისას შეუჩერებელი იყო თორნიკე შენგელია. ქართველმა სუპერფორვარდმა მატჩის საწყის 6 წუთში 17 ქულა ჩააგდო, რის შემდეგმაც მწვრთნელმა მოედნიდან დასასვენებლად გაიხმო. შენგელია მეორე პერიოდში დაბრუნდა და ტაიმი 24 ქულით დაასრულა.

მესამე პერიოდში სლოვაკებმა კიდევ მცირე ხნით მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდეგაც ქართველების მწყობრმა და შედეგიანმა გარჯამ, ფარის მოგებამ და დაცვაში თამაშის გაუმჯობესებამ შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ქართველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს ფარზე და საბოლოოდ მეტოქეზე 20-ით მეტი ბურთი მოხსნეს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ზაზა ფაჩულიას, გიორგი შერმადინს, ვიქტორ სანიკიძეს. უკანა ხაზში ბადალი არ ჰყავდა გიორგი ცინცაძეს, რომელიც 7 ქულით, 8 პასითა და 9 (!) პასით დიდად სარგებლიანი იყო.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური