ჩინეთის ელჩი ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 30 აგვისტო 2019 16:52

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი ლი იანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

ქალბატონმა ლი იანმა მოინახულა ეროვნული საგანძური, ასევე საგანგებოდ დაათვალიერა ჩინური ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის საცავშია დაცული.

მუზეუმის თანამშრომლებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. ჩინეთთან მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების კვალდაკვალ, სულ უფრო ღრმავდება ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობებიც. მუზეუმის დაგეგმილ თითოეულ აქტივიობას, რომელიც მიმართულია ჩინური კოლექციების პოპულარიზაციისკენ, მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

 

სამხედროები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 14:35

IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T), წინამოსამზადებელ წვრთნებში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა საბჭოთა ოკუპაციის ექსპოზიცია, მუზეუმში დაცული ოქროს ფონდი და ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა დაათვალიერეს.

სამხედროების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

სამხედრო მოსამსახურეებისათვის მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთხელ განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

ფილმების ჩვენება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 01 მაისი 2017 11:40

ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფესტივალის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ფილმების ჩვენება მოეწყო.

კინოჩვენება ბრაზილიის ელჩმა საქართველოში სისერო მარტინს გარსიამ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გახსნეს.

ჩვენებას სტუდენტები,  საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მივესალმები ფესტივალის ჩატარებას და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები ხალხთა შორის კულტურის გაზიარებისა და დაახლოებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ლათინურ ქვეყნებთან მრავალი მიმართულებით და წელს არგენტინასა და მექსიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავს სწორედ ამ ღონისძიებებით აღვნიშნავთ.“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

პროგრამა HEREIN-ის ვორქშოპი კულტურის სამინისტროში

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 18:28

29 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა ვორქშოფი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზის გამართული მუშაობის შესახებ. ღონისძიება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, პროგრამა HEREIN-ის ფარგლებში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
HEREIN „ევროპის მემკვიდრეობის ქსელი“ ევროპის საბჭოს პროგრამას წარმოადგენს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ მონაცემთა ბაზისა და საინფორმაციო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოდფად შეიქმნა. ამ დროისთვის, პროგრამაში უკვე ჩართულია 42 ქვეყანა.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ HEREIN-ის ეროვნული კოორდნატორები ლატვიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და საქართველოდან, ასევე წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურიდან - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები.

კონფერენცია „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“ გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 16:34

25 სექტემბერს,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით,  გაიხსნა ICOM-ICLM-ის (ლიტერატურის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი) საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“.
 
საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა ფოკუსირებულია თანამედროვე მუზეუმების საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მიზნად ისახავს საქართველოს მუზეუმებში ქმედითი რეფორმის განხორციელების ხელშეწყობას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას და მათ ინტეგრირებას მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში. 
 
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 60-ზე მეტი უცხოელი ექსპერტი და ქართველი სპეციალისტი. მათ შორის არიან: ა.  რიგოლი (იტალია), ა. კოჩუბეი (აშშ), გ. სოდერსტროენი (შვედეთი), ლ. ჯორდანი (გერმანია), ფრ. ჰეგნარ ფონ უბიში (ნორვეგია), ბ. ლაურერი (გერმანია), მ. მუნტალი (ესპანეთი), ა. მედნე (ლატვია), ე. მასტენიცა (რუსეთი), ვ. დელიკ-გოზზე (ხორვატია), გ. გაბრიელა (უნგრეთი), ტ.რიედლბაუჩოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ა. ბაირამოვა (აზერბაიჯანი) და სხვ.
 
კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ლიტერატურისა და  მუსიკალური პროფილის  მუზეუმების განსხვავებული როლის გაანალიზება და მათი მენეჯმენტის საკვანძო საკითხები; ვიზიტორთა მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესება; მუზეუმების მდგრადი განვითარება; უახლესი ინფორმაცია ლიტერატურისა და მუსიკის, მუზეუმების საქმიანობისა და  კრეატიული განვითარების თანამედროვე  მეთოდოლოგიების შესახებ.
 
კონფერენცია 29 სექტემბერს დასრულდება. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური