რეგისტრაცია 2019 წლის გამოცდების ჩასაბარებლად 12 მარტიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 მარტი 2019 12:50

რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

მნიშვნელოვანი სიახლე:

ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - გამოცდები სტრესული საქმეა და იქაც, სადაც კონდიცირებაა, გულის წასვლა და ბევრი ასეთი რამ ხდება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 14:49

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მშობლების უკმაყოფილებას, რომ ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერებს არ რთავენ და ერთ-ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე გული წაუვიდა.

მინისტრის განმარტებით, ზოგან ტექნიკური, ზოგან კი, სხვა სახის პრობლემაა.

”გამოცდები ძალიან სტრესული საქმეა და სამწუხაროდ, იქაც, სადაც კონდიცირება არის, გულის წასვლა და სხვა სტრესის გამო ძალიან ბევრი ასეთი რამ ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. სიცხე ნამდვილად არის პრობლემა, თან სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ეროვნული გამოცდების დაწყებას დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. საგამოცდო ცენტრები ადრე სხვადასხვა ადგილას იყო. ბოლო წლებში დავიწყეთ თავმოყრა, ერთსა და იმავე ადგილებში ტარდება ეროვნული გამოცდები. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება. რაც შეეხება კითხვას, რომ კონკრეტულ ადგილებში კონდიციონერს არ რთავენ, ზოგან ტექნიკური პრობლემაა, ზოგან სხვა სახის პრობლემაა და სამწუხრაოდ, ისეთი ვითარებაც გვაქვს, როდესაც ვიღაცას ხელს უშლის, პირიქით, პრობლემაა. ეს უდავად არის რაღაც, რის გამოსწორებაზეც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3%-მდე არ გამოცხადდა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 03 ივლისი 2017 12:09

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 5-მა აბიტურიენტმა დააგვიანა. 

”პირველ ნაკადზე უნდა გამოცხადებულიყო დაახლოებით 9 000 აბიტურიენტზე ოდნავ მეტი და დაახლოებით 3% არ გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებულების რაოდენობას, იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებიც, სამწუხაროდ, არ დაიშვნენ გამოცდაზე, არის 5. აქედან დაგვიანების 2 შემთხვევა იყო თელავის საგამოცდო ცენტრში, 1 - ბათუმის საგამოცდო ცენტრში და 2 - თბილისში. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ ყოფილა. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსად არანაირი, ოდნავი შეფერხება არ ყოფილა”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია 13:15 საათზე დასრულდება. 

27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 11:27

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი გამოცდებზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 745-ზე მეტს შეადგენს.

სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო 4000-მდე პირველკურსელი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელწიფო სრულად აფინანსებს.

აბიტურიენტები შედეგების ნახვას 12:00 საათიდან შეძლებენ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ოფიციალურად დღეს გასაჯაროვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 10:48

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ოფიციალურად დღეს უნდა გასაჯაროვდეს.როგორ გავრცელდა აბიტურიენტების საგამოცდო შედეგების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ერთი დღით ადრე,  არც განათლების სამინისტრო და არც გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ.შეტყობინება ასობით ახალგაზრდამ შედეგების საბოლოო შეჯამებამდე მიიღო. იმ შემთხვევაში თუ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე მონაცემები შეიცვალა, აბიტურიენტთა ნაწილი მის გასაჩივრებას გეგმავს.გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი შედეგების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგის გამართვას აპირებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოოს შედეგი ცნობილი 25 აგვისტოსთვის გახდება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 14:12
სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოოს შედეგი ცნობილი იქნება. ნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 25 აგვისტოსთვის აბიტურიენტებს ეცოდინებათ თუ რომელ უნივერსიტეტში გაგარძლებენ სწავლას.

2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 12:32
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს:
 
 ქართული ენა და ლიტერატურა

აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 09:59

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ. 

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. წელს პირველად აბიტურიენტები გამოცდას ყველა საგანში, ნაწილობრივ, ელექტრონულად აბარებენ.

საგამოცდო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება. 

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 სექტემბერს დაიწყება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 16:27

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდისთვის 30 სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყება და 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდას კი აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს: პრაქტიკოს მასწავლებელს და ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი. მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება. 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ.

ისინი გამოცდას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასო. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები კი გადაიხდიან 50 ლარს. ყველა აპლიკანტს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

აპლიკანტმა რესურსცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.

მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ საშუალება ექნებათ საგნის გამოცდა ივლისის თვეში ჩააბარონ.

დამხმარე კრებულები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტების აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 31 აგვისტო 2015 15:24

ამ წუთებში განათლების სამინისტროს შესასვლელთან ტროტუარზე, აბიტურიენტებისა და მათი მშობლების მჯდომარე აქცია მიმდინარეობს. 
აქციის მონაწილეები მეორად ჩარიცხვებს მოითხოვენ.   
აბიტურიენტები აცხადებენ, რომ თუ საჭირო იქნება სამინისტროსთან მოიტანენ ლეიბებს და აქციას არ შეწყვეტენ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური