იბსუ-ის სტუდენტებმა Walmart Vs. Amazon – ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრში გაიმარჯვეს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019 09:06

იბსუ-ის სტუდენტებმა Walmart Vs. Amazon – ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრში გაიმარჯვეს. გამარჯვებულებს დღეს იბსუს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და სტუდენტებს წარმატება მიულოცეს. საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით 24 თებერვალს ტექნო პარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა. სტუდენტთა ხუთ გუნდს წინასწარ გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისები. მსხვილი ორგანიზაციების ურთულესი, რეალური ამოცანების ანალიზისა და ამოხსნისთვის მათ ორკვირიანი ვადა ჰქონდათ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, (IBSU) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), კავკასიის უნივერსიტეტისა (CU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გუნდებმა საკუთარი ხედვა ჟიურის – ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელი პირების წინაშე წარადგინეს. რის შედეგადაც, იბსუ-ის სტუდენტებმა პირველი ადგილი დაიკავეს. მათ ფულადი ჯილდო ხვდათ წილად. ღონისძიებას კომპანიების ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების გარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბიზნეს ასოციაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 11:58

გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

„ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

„2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია  საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018 15:44

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება გახლდათ.

კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აქტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით.  

,,მეხუთე წელია, რაც  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორები ვართ  და  წელსაც ვაგრძელებთზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერას. ამ კონფერენციის მიზანი მასწავლებლებს შორის ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკისა და  ინოვაციური იდეების ურთიერთგაზიარებაალიბერთის რჩეულები წელსაც პედაგოგები გახდნენ, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს”განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

ლიბერთი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

 

 

Visa და საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობენ ცნობიერების ამაღლებას ფინანსური განათლების მიმართულებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 16:38

Visa და საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობენ ფინანსური განათლების ხელშეწყობას ბავშვებისათვის განკუთვნილი სპეციალური საგანმანათლებლო-გასართობი ღონისძიების ორგანიზებით თბილისი მოლში. ღონისძიება გაიმართება Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების კამპანიის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2018 წლის მაისში კომპიუტერული ვიდეოთამაშის „ფინანსური ფეხბურთის“ წარდგენით და მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერით.

 Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის ღონისძიება ჩატარდება თბილისი მოლში,22 სექტემბერს, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ, უფრო მეტი შეიტყონ ფულის გონივრულად ხარჯვის შესახებ მარტივი და სახალისო გზით, ფინანსური ფეხბურთის ვიდეოთამაშის მეშვეობით, ისიამოვნონ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით და მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკისაგან.

„მოხარულები ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან საქართველოში ფინანსური განათლების პლატფორმების ხელშეწყობისა და ახალი სასწავლო წლის აღნიშვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თამაშზე დაფუძნებული მიდგომის განვითარება ფინანსური განათლების თვალსაზრისით უფრო საინტერესო და სახალისოა, განსაკუთრებით მოზარდებისა და სტუდენტებისათვის. ონლაინ-ვიდეოთამაში „ფინანსური ფეხბურთი“ სწორედ ამაში გვეხმარება. ის ხელს უწყობს ადამიანებს, გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები და მიაღწიონ ფინანსურ სტაბილურობას. ეს გულისხმობს ადამიანის უნარს, დაზოგოს თანხა, განარჩიოს ერთმანეთისაგან სურვილები და საჭიროებები, მართოს ბიუჯეტი და მიიღოს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები“. - განაცხადა დიმიტრო კრეპაკმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში.

„ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  2016 წელს ჩვენ შევიმუშავეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და ამჟამად ვართ სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე.  ამასთან,  2018 წელი „ფინანსური განათლების წლად“ გამოვაცხადეთ და მის ფარგლებში, მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, VISA-სთან ერთად ქართულენოვანი „ფინანსური  ფეხბურთი“ განგვევითარებინა. ეს ვიდეოთამაში სახალისო და ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ვასწავლოთ პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპები.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდები აქტიურად თამაშობენ „ფინანსურ ფეხბურთს“, 22 სექტემბრის ღონისძიება კი სწორედ იმას ემსახურება, რომ მოსახლეობას შევახსენოთ ამ პროექტის შესახებ და წავახალისოთ სკოლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომ ეს თამაში და მისი თანმდევი საგანმანათლებლო რესურსი, აქტიურად გამოიყენონ სასწავლო პროცესში. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ Visa-სთან თანამშრომლობას ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით.“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

ხოჯალის გენოციდისა და ეროვნული გლოვის დღე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 11:21

1992 წლის 26 თებერვალს სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა ყოფილი სსრკ-ს ხანქანდში მდებარე 366-ე მოტომსროლელთა დივიზიის მონაწილეობით აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ უანალოგო ხოჯალის გენოციდი განახორციელეს. სომხებმა ქალაქ ხოჯალის მოსახლეობა დაარბიეს, ასობით კაცი, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები მხეცურად აწამეს და მოკლეს, ტყვეებად აიყვანეს, ქალაქი მიწის პირისაგან აღგავეს. ხოჯალის ოკუპაციის დროს მოსახლეობას ქალაქიდან გასასვლელად დერეფანი არ დაუტოვეს, უმოწყალოდ ამოხოცეს ყოველი სულიერი. ამ საშინელი მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტელერეპორტიორის მიერ გადაღებულმა საშინელმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. ათობით მოხუცის, ბავშვის და ქალის გვამი ატყავებლი იყო, სახეები ტყვიებით და ავტომატისა კონდახებით დაჩეხილი ჰქონდათ. ამ არაადამიანურმა მოქმედებებმა სომხების ნამდვილი სახე წარმოაჩინა. 

ხოჯალის მოსახლეობის 613 კაცი მოკლული, 487 კაცი დასახიჩრებული იქნა. 1275 კაცი - მოხუცი, ქალი და ბავშვი კი ტყვედ იქნა აყვანილი და  საშინელი სომხური ტანჯვა-წამების  მსხვერპლად იქცა. 150 კაცის ბედი კი დღემდე გაურკვეველია, ისინი უგზოუკვლოდ არიან  დაკარგული. ხოჯალიში ამოხოცილი 613 კაციდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. ამ გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული, 24-მა ბავშვმა მშობლები 130-მა კი მშობელთაგან ერთი დაკარგა.

ეს მასობრივი და მხეცური ჟლეტვის აქტი სომეხთა მხრიდან აზერბაიჯანელთა სახელმწიფო დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიზანმიმართული გამანადგურებელი პოლიტიკის ერთ-ერთი  ეტაპი იყო. მათი ეს ნამოქმედარი როგორც  უსასტიკესი არაადამიანური დასჯის მეთოდით შესრულებული მხეცობა და შავი ლაქასავით შემორჩება მსოფლიო ისტორიას.

ხოჯალი გასული საუკუნის ყველაზე დიდი  ტრაგედიაა. ხოჯალის ტრაგედია,როგორც  გენოციდის აქტი  მრავალი წლების მანძილზე დაუვიწყარი დარჩება. ხოჯალის  ტრაგედია, ეს არის სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკის სისხლიანი ფურცელი.

ქალაქ ხოჯალის ოკუპაციის დროს  მშვიდობიანი აზერბაიჯანელი  მოსახლეობის წინააღმდეგ მხეცური სისასტიკის განმახორციელებლები და ჟენევის კონვენციის,”ადამიანის უფლებების შესახებ“ საერთო  დეკლარაციის (გეო მთავარი მეჯლისის მიერ 10.12.1948 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული) 2,3,5,9 და 17 მუხლების, “ სამხედრო კონფლიქტების დროს ქალებისა და ბავშვების დაცვის შესახებ “დეკლარაციის (გეო მთავარი მეჯლისის  მიერ 14.12.1974 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული)“, გენოციდის დანაშაულთა წინააღმდეგ და დამნაშავეთა დასჯის შესახებ“ კონვენციის (გეო მთავარი მეჯლისის  მიერ 09.12.1948 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული) მოთხოვნათა უხეშად დამრღვევები დღემდე არ არიან დასჯილნი. დაუსჯელობის გარემო კი პირობებს ქმნის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 25 თებერვალი საქართველოში აღინიშნება, როგორც საბჭოთა ოკუპაციის დღე. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია და განახორციელა საქართველოს ოკუპაცია. ამ თარიღს საქართველო ყოველწლიურად აღნიშნავს 2011 წლიდან. ალბათ სიმბოლურია ის ფაქტიც რომ ორივე ქვეყანა საქართველოც და აზერბაიჯანიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდენ და აგრესორი ქვეყნები ცდილობდნენ ამ მისწრაფების ჩახშობას. შემდგომმა მოვლენებმა მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ არც საქართველო და არც აზერბაიჯანი არ შეურიგდებოდნენ დამოუკიდებლობის დაკარგვას. ორივე ქვეყანამ გააგრძელა ბრძოლა და დღეისათვის ისინი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნების იმ რიგში დგანან, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

კომპანია ბი-პი და საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი აგრძელებენ თანამშრომლობას 2020 წლის ჩათვლით

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 17:15
კომპანია ბი-პი საქართველომ დღეს განაცხადა, რომ ის აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტთან და საქართველოს პარასპორტსმენებთან 2020 წლის ჩათვლით. თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბატონ შალვა მაისურაძეს და კომპანია ბი-პი საქართველოს გენერალურ მენეჯერს, ბატონ კრის შლიტერს შორის პარასპორტის განვითარების ცენტრში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე. ღონისძიების მონაწილეებს მიმართა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში პარასპორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმები აქვს და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან, რასაც კომპანია ბი-პი-ს და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობა ადასტურებს. ხელშეკრულების თანახმად კომპანია ბი-პი საქართველომ საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი 2016 წელს რიოში შემდგარი პარალიმპიური თამაშების შემდეგაც შეინარჩუნა, 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ჩათვლით, რომელსაც ტოკიო უმასპინძლებს. კომპანია ბი-პი გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტთან და ხელს შეუწყობს თავის ელჩ პარასპორტსმენებს - ზვიად გოგოჭურს, რიოს პარალიმპური თამაშების ოქროს მფლობელი ძიუდოში, ნიკა თვაურს, მოცურავე და ირმა ხეცურიანს, მოფარიკავე - საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციაში და 2020 წელს ტოკიოს პარალიმპიური თამაშებისთვის მზადებაში. ბატონმა კრის შლიტერმა, კომპანია ბი-პი-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში განაცხადა:’ჩვენ გვეამაყება რომ ჩვენი ელჩი-სპორტსმენები მსოფლიო დონის პარასპორტსმენები არიან. მათი შინაგანი ენერგია და წარმატება ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის შთაგონების წყაროა. კომპანია ბი-პი პრივილეგიად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პირველი ოფიციალური პარტნიორია 2011 წლიდან დღემდე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა. ჩვენ ვაგრძელებთ თამანშრომლობას საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტთან და ჩვენ ელჩ პარასპორტსმენებთან მათ მიერ საერთაშორისო არენაზე, რიოს პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგების განსამტკიცებლად’. ბატონმა შალვა მაისურაძემ, საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა: ‘საქართველოს პარაოლიმპიური მოძრაობისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი კომპანიების თანადგომა, როგორიც ბი-პი საქართველოა. იგი იყო საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პირველი ოფიციალური პარტნიორი და მოხარულები ვართ რომ ჩვენი ურთიერთობა გრძელდება 2020 წლამდე, რაც ხელს შეუწყობს პარალიმპიური მოძრაობის კიდევ უფრო განვითარებას საქართველოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბი-პი-ს ელჩი სპორტსმენების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც არის კომპანიის პარა სპორტსმენისადმი თანადგომის უპრეცედენტო მაგალითი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა იქნება გადამდები და სხვა კომპანიებიც გამოთქვავენ სურვილს გახდნენ საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის სპონსორები’. პარასტპორტსმენები ამჟამად სხვადასხვა ტურნირებისთვის ემზადებიან. ირმა ხეცურიანმა ახლახანს ეგერში გამართულ მსოფლიო თასის შეჯიბრზე ეტლით მოფარიკავეთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს პარასპორტის განვითარების ცენტრში ირმა ხეცურიანმა საჩვენებელი თამაში გამართა და განაცხადა: „ვემზადები იტალიაში მსოფლიო თასის თამაშებზე გასამგზავრებლად, რომელიც იტალიის ქალაქ პიზაში გაიმართება 16-20 მარტს. ორი სახის იარაღით ბროძოლაში გამოვალ. რაპირა, რომელიც პარალიმპიური სახეობაა და რომელშიც ვერცხლის ან ისევ ბრინჯაოს მოპოვების დიდი შანსი მაქვს. ხმალში კი აუცილებლად პირველი ადგილის და ოქროს მედალისთვის ვიბრძოლებ’. ნიკა თვაური განაგრძობს მზადებას ღია ჩემპიონატისთვის ცურვაში უსინათლოთა შორის, რომელიც ივლისში გერმანიაში გაიმართება. ‘წელს ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრია ჩემს კატეგორიაში და ყოველდღე ინტენსიურად ვვარჯოშობ რომ გამარჯვება მოვიპოვო. გერმანიის საკვალიფიკაციო რაუნდის წარმატებით ჩატარების შანსი მინდა გამოვიყენო და მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრო, რომელიც სექტემბერში მექსიკაში ჩატარდება’. განაცხადა ნიკამ. ზვიად გოგოჭური ბაკურიანში ორკვირიანი სპორტული შეკრების შემდეგ აგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელიც გაიმართება ა.წ აგვისტოს თვეში, ბირმინგემში. შენიშვნები რედაქტორებისთვის კომპანია BP კომპანია ბი-პი საქართველოში საქართველოს პარალიმპური კომიტეტის და საქართველოს ელჩი პარასპორტსმენების ოფიციალური პარტნიორია 2011 წლიდან დღემდე. კომპანია ბი-პი საქრთველომ ხელი შეუწყო საქართველოს პარალიმპიურ გუნდს განვითარების გეგმების განხორციელებაში და ლონდონის 2012 და რიოს 2016 წლის თამაშებისთვის მზადებაში. კომპანია ბი-პი პარალიმპიური მოძრაობის მარეგულირებელი ორგანოს საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის საერთაშორისო პარტნიორია. კომპანია ბი-პი საქართველოში 1996 წელს შემოვიდა და პარტნიორების სახელით, 20 წელზე მეტია ახორციელებს ნავთობისა და გაზის ტრანზიტს საქართველოში. BP საქართველოში სამი სტრატეგიული ენერგო პროექტის ოპერატორი და წამყვანი ინვესტორია. კომპანია ახორციელებს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენების, აგრეთვე სამხრეთ კავკასიის მოქმედი გაზსადენის ოპერირებას და მისი გამტარუნარიანობის გაზრდის სამუშაოებს. საქართველოში დღემდე კომპანია ბი-პი-მ სამ მილირდზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბიზნეს და სოციალურ პროექტებში. აღსანიშნავია ჩვენი წვლილი საქართველოს გაზით მომარაგებაში სამხრეთ კავკასიის გაზსადენიდან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს მისი გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ. დღეს სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების სამუშაოებზე დასაქმებულია 3200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. საქართველოში ჩვენ 500–ზე მეტ თანამშრომელს ვასაქმებთ და ვქმნით ბიზნესშესაძლებლობებს ადგილობრივი მომწოდებლებისა და კონტრაქტორებისთვის. გასული წლების განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინიციატივები, განათლების, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის პროგრამები. საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი პარალიმპიურ მოძრაობას საფუძველი დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა და სპინალური დაზიანების მქონე ვეტერანთა სოციალურ რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად. პირველი პარალიმპიური თამაშები რომში 1960 წელს გაიმართა, ხოლო 1988 წლიდან ის ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიურ წელს იგივე ქალაქებში და სპორტულ არენებზე ტარდება, სადაც ოლიმპიური თამაშები. საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი (სეპკ) 2003 წელს დაარსდა. პირველად პარალიმპიადაზე საქართველომ 2008 წელს პეკინში 1 პარასპორტსმენით იასპარეზა, ხოლო 2016 წელს რიოში უკვე წარმოდგენილი იყო 5 ლიცენზიანტით. ამჟამად, იწყება 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშებისთვის მზადების ციკლი. პარასპორტსმენები შეეცდებიან ლიცენზიების მოპოვებას სპორტის შემდეგ სახეობებში: პარა ძიუდო, პარა ცურვა, ეტლით ფარიკაობა, პარა წოლჭიმი, პარა მშვილდოსნობა, პარა სროლა, მჯდომარე ფრენბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ბოჩა, პარა ჩოგბურთი, პარა მაგიდის ჩოგბურთი და მძლეოსნობა. 2011 წლიდან BP საქართველო არის სეპკ-ის ოფიციალური პარტნიორი და ხელი შეუწყო პარასპორტსმენების მზადებას და მონაწილეობას ლონდონის 2012 წლის და რიოს 2016 წლის პარალიმპიურ თამაშებზე. იგი იქნება ასევე ოფიციალური პარტნიორი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე.

მეკო კვირიკაშვილი ავტოავარიაში მოჰყვა - მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2016 23:38

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტოფაში მოჰყვა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ (მეკო) კვირიკაშვილი. ის ავტომანქანაში ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტში განაცხადეს, კვირიკაშვილს თავის ქალის ზედაპირული ტრამვა აქვს მიღებული, ხოლო მისი მეუღლე მრავლობითი ტრამვებით სამტრედიის კლინიკაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტოფას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - არიან დაშავებულები. მაღალი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

ეროვნული გამოცდები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 11:19

ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მისულ აბიტურიენტებს მერხებზე წელს მონიტორები დახვდებათ. სიახლის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველებს ტესტები ელექტრონულად მიეწოდებათ, თუმცა მათ პასუხების დაწერა ფურცლებზე მოუწევთ.აბიტურიენტთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, თუმცა ახალგაზრდებს საგნების შეცვლა 1 ივნისამდე შეუძლიათ. გამოცდები კი პირველ ივლისს იწყება.ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელს 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 17:42

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასკომმა საქართველოს 2015-2016 წ.წ. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების ჩემპიონატის მეორე წრის კალენდარი დაამტკიცა. ამასთანავე, აღმასკომმა ცვლილება შეიტანა დებულებაში და გადაწყვიტა, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 26 მაისის ნაცვლად, 18 მაისს ჩატარდება. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე იმსჯელეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებს პროექტის დეტალები გააცნო. ფართო საზოგადოებისთვის კი ხუთწლიანი პროგრამის პრეზენტაცია 18 თებერვალს, 18 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იგეგმება. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, წესდების შესაბამისად სფფ-ს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარედ, აღმასკომის წევრი, ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე დაამტკიცეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღმასკომის სხდომის შესახებ სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა:

„მოგეხსენებათ, რომ 19 თებერვალს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე იწყება. განახლებამდე აღმასკომი შეიკრიბა და დავამტკიცეთ კალენდარი. რაც შეეხება დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშებას, თქვენ იცით, რომ დებულების თანახმად ფინალი 26 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ რადგან ეროვნული ნაკრები შეკრებაზე მიემგზავრება ავსტრიაში და ამხანაგური მატჩები უკვე დაგეგმილია სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებების წინააღდეგ,ამიტომ თასის ფინალი 18 მაისს შედგება. დღეს, ჩვენ ძირითადად იმ 5 წლიანი პროექტის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც სახელწიფომ დაამტკიცა. 18 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციას დაგეგმილი აქვს ამ პროექტის პრეზენტაცია და ფართო საზოგადოება დეტალურად გაეცნობა პროექტის ყველა დეტალს”.

 

ეროვნული პროფესიული საბჭოს შეხვედრა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 12:00
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, თემატური სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის მუშაობას შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, ფასილიტაციას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება” (UNDP). აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფცია, მისი არსი და მეთოდოლოგია, მართვის სტრუქტურა და ინსტიტუციური ჩარჩო, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და ა.შ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების წარმომადგენლები, თემატური სამუშაო ჯგუფის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, ასევე მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური