Apple Pay ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს გადახდის მარტივ, უსაფრთხო და კონფიდენციალურ გზას სთავაზობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019 11:09

თბილისი, საქართველო - 3 სექტემბერი 2019 - დღეს, სს ლიბერთი ბანკი, სიდიდით მესამე ბანკი საქართველოში, თავის მომხმარებლებს წარუდგენს Apple Pay-ს - სწრაფი და მოსახერხებელი მობილური გადახდების ყველაზე მარტივ, უსაფრთხო და კონფიდენციალურ საშუალებას.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში, სადაც გააქტიურებულია 2200-ზე მეტი უკონტაქტო გადახდის ტერმინალი, შესაძლებელი იქნება Apple Pay-ს საშუალებით გადახდა.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. თქვენი ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას, ბარათის მონაცემები არ შეინახება თქვენს მოწყობილობასა და Apple-ის სერვერებზე. თქვენს ბარათს მიენიჭება დაშიფრული უნიკალური ანგარიშის ნომერი (Device Account Number), რომელიც უსაფრთხოდ ინახება თქვენი მოწყობილობის Secure Element-ში. თითოეული ტრანზაქცია ავტორიზებულია ერთჯერადი უნიკალური დინამიური კოდით.

Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. ნებისმიერი ბარათის Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო და სადებეტო ბარათების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სარგებელის მიღებას. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.

ონლაინ შოპინგი აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. ასევე, არ არის საჭირო ვრცელი განაცხადებისა და ფორმების შევსება. აპლიკაციებსა და Safari-ში Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას შესაძლებელია iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, iPhone SE, iPad Pro, iPad Air 2, iPad mini 3 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების გამოყენება. ასევე, შესაძლებელია Apple Pay-ს გამოყენება Safari-ში ნებისმიერი Mac მოწყობილობით, რომელიც 2012 წლის შემდეგ არის გამოშვებული და მუშაობს ოპერაციული სისტემა macOS Sierra ვერსიაზე. Mac მოწყობილობაზე განხორციელებული გადახდის დადასტურება შესაძლებელია iPhone 6 ან მის შემდეგ გამოშვებული მოდელების გამოყენებით, Apple Watch-ით, ან Touch ID-ით ახალ MacBook Pro და MacBook Air-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: http://www.apple.com/apple-pay/

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500 თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 362 მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING .

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური