არჩევნების მეორე ტური საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:21

საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა. აქედან 18 ოლქი თბილისში, 32 კი რეგიონებშია. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. გარდა ამისა საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდიანრეობს ლაგოდეხსა და სენაკში.

არსად წასვლას არ ვაპირებთ, ...აუცილებლად გავიმარჯვებთ, - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 18:14

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას. შექმნილი ვითარება ქმნის რეალობას, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ძალა, არამედ ყალიბდება ერთადერთ ძალად. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი, იმისთვის რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და ოპოზიცია. ამიტომ ჩვენი ბროლა გრძელდება, არსად წასვლას არ ვაპირებთ და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა, - ტარიელ ლონდარიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 17:34

„მე პირადად, როგორც ბორჯომის, ასპინძის და ახალქალაქის მაჟორიტარი კანდიდატი ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა.  სუს-მა მოახერხა და პირდაპირ მიაკუთვნა ახალქალაქის ხმები გედი ფოფხაძეს. ჩვენ წარმომადგენელს უკვე შეაქვს ოლქში საჩივარი 8 უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ იქნას დანიშნული მეორე ტური. ზოგადად, როგორც მაჟორიტარი ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა. მე ვარ მაჟორიტარი და ვიბრძვი ამ სამ რაიონში, არ ვაპირებ ვუღალატო ჩემს ამომრჩეველს,” - არნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ტარიელ ლონდარიძემ გააკეთა.

დიდუბის რაიონის მე-14 უბანზე ორი საჩივარი დაიწერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:42

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დარღვევების შესახებ,   დიდუბის რაიონის მე-14 უბანზე  ორი საჩივარი დაწერა. 

საჩივარი,  საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის მეორედ ჩაგდებასა და კენჭისყრის პროცედურის დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებით დაიწერა. 

 

ე.წ. ჩანაწერები ბრმადმორწმუნე „ქოცებზეა“ გათვლილი, - აკაკი ბობოხიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 17:57

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის დესტაბილიზაციის დაგეგმვას, მათ შორის რევოლუციური სცენარის არსებობას ან მასზე მუშაობას.

აღნიშნულის შესახებ დღეს პარტიის წარმომადგენელმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

”პარტია რევოლუციისთვის არ ემზადება. თუმცა, თუ საჭირო გახდა, ჩვენ ხმებს აუცილებლად დავიცავთ.

რაც შეეხება ე.წ. ჩანაწერებს, ეს  ბრმადმორწმუნე „ქოცებზეა“  გათვლილი. მიმდინარე წელს იმ შემადგენლობით, რომელიც აქ ფიგურირებს, სააკაშვილთან არ ვყოფილვართ. წელს მასთანსატელეფონო საუბარი არ მქონია.აქედან გამომდინარე, დასკვნები გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ლოგიკურად აზროვნება შეუძლია,“ - განაცხადა  აკაკი ბობოხიძემ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' რაიონული ორგანიზაციის ოფისს თავს დაესხნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 13:48

გუშინ ღამით  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს  რაიონული ორგანიზაციის ოფისს თავს დაესხნენ. ქვებისა და საღებავის გამოყენებით  დაზიანებულია ფანჯრის მინები და შეღებილია რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერი.  მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 მაისი 2016 10:18

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  საარჩევნო სიის პირველი ნომერი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, - აღნიშნულიკომენტარი ჟურნალისტებთან პარტიის ლიდერებმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, სიის პრეზენტაციას დღეს გაიმართება. 

პარტიის სიის სავარაუდო ათეულს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს, სიის პირველი ათეულის ასე გამოიყურება : 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია; 3. რომან გოცირიძე; 4. ნიკა მელია; 5. გიორგი ტუღუში; 6. ოთო კახიძე; 7. სალომე სამადაშვილი; 8. ირაკლი აბესაძე; 9. სერგი კაპანაძე და 10. სერგო რატიანი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 10:22

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომებს არ დაესწრებიან. 

ისინი პარტიაში მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ კანონშემოქმედებით საქმიანობას ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის” საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააგრძელებენ. 

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, რომ ქვეყანის დემოკრატიული განვითარება ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. 

სევდია უგრეხელიძემ ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 14:37

 საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს ჯეროვნად მომზადებული არ შეხვდა, რის გამოც ბავშვების გარკვეული რაოდენობა ბაღების გარეშე დარჩა.
"პატარებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში ჩაირიცხნენ, გადავსებულ ჯგუფებში უწევთ სიარული", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ბავშვთა კვებაზე და აღნიშნა, რომ 
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებისათვის კვების პროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების ჩატარება ვერ უზრუნველყო.
მისივე ინფორმაციით, იმ კომპანიების წარმომავლობის დადგენის მიზნით, რომელთაგანაც ბავშვებისათვის საჭირო კვების პროდუქტების შეძენა ხდება, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოითხოვს. 
სევდია უგრეხელიძის განცხადებას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური