ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 12:18

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სხვადასხვა საგანში პირველი-23 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდების განრიგი შემდეგნაირია:

1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;

1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;

1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;

5 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;

უცხოური ენა:

8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

8 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;

8 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

 

10 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;

11 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;

12 ივლისი (მეორე სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;

16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;

19 ივლისი (მეორე სესია) – სამოქალაქო განათლება;

22 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;

23 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი - აბიტურიენტებმა ჩარიცხვის შესახებ დამუშავების პროცესში მყოფი ინფორმაცია მიიღეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 10:10

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია 25 აგვისტოს გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების  ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე  - 93333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც.

"ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ გამოქვეყნდება 25 აგვისტოსთვის. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე  - 93333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც",-ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 12:29

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა, კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება. მისივე განმარტებით, რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 9 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და 15 მარტს, 18:00 საათამდე გაგრძელება, მის ფარგლებში კი აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ. "შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1-ელ ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, საგანთა ჩამომათვალში ცვლილება ვეღარ გნხორციელდება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა, თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური