გერმანიის იუსტიციის მინისტრი მაასი: თურქეთს, ერდოღანის სურვილისამებრ არავის არ გადავცემთ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:51

თურქეთში პოლიტიკური მოტივით დაწყებული გამოძიებების შესახებ ექსტრადირების მოთხოვნას დადებითად არ ვუპასუხებთ. ამის შესახებ განცხადება გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა.

″თურქეთში მიმდინარე მოვლენებს, ბოლო დროს ჟურნალისტების დაკავების ჩათვლით, შეშფოთებით ვადევნებთ თვალ.″-განაცხადა ჰეიკო მაასმა.

უცხოელ ჟურნალისტთა ასოციაციის (WAP) წევრებთან ბერლინში გამართულ შეხვედრაზე მაასმა, თურქეთში გაზეთ Cumhuriyet-ზე განხორციელებული ოპერაცია და ჟურნალისტრების დაკავება გააკრიტიკა.

მაასმა კითხვაზე,″ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით თურქეთს დემოკრატიულ სახელმწიფოდ შეაფასებდით?″- ასე უპასუხა:

“პრესის თავისუფლება, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მთავარი ელემენტია. ევრო კავშირში გაწევრიანების მსურველიმა პრესის თავისუფლებაც უნდა უზრუნველყოს. პრესის თავისუფლება მხოლოდ გაზეთების არსებობის გაგრძელებას კი არა, ამავდროულად ჟურნალისტებზე ზეწოლის გარეშე, დამორჩილების გარეშე და რა თქმა უნდა დაკავების გარეშე თავიანთი საქმის თავისუფლად გაკეთებასაც მოიცავს. ზუსტად ამ თემას დიდი მღელვარებით ვადევნებთ თვალს. შეშფოთებას მხოლოდ მედია ორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებები არ იწვევს. გულახდილად რომ ვთქვათ გადატრიალების მცდელობის შემდეგ დიდი რაოდენობით სახელმწიფო მოხელე, ოფიციალური პირი და მასწავლებელი დააკავეს. ′პროცესი მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოს კრიტერიუმების შესაბამისად მიმდინარეობს?′ -ამ დროის განმავლობაში ამ კითხვას საკუთარ თავს ვუსვამდი.″-განაცხადა მაასმა.

მინისტრ მაასის თქმით, თურქეთში სიკვდილიდთ დასჯის ხელახლა შემოღების შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერალური მთავრობის პოზიცია ცნობილია. ″ვფიქრობ ფედერალურმა მთავრობამ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა. მთავრობამ განაცხადა, რომ თუ ამ დონემდე მივა საქმე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი დაუყონებლივ შეაჩერებდა.″-აღნიშნა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა, გერმანიაში გიულენის მოძრაობის საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით თურქეთის მოთხოვნაზეც ისაუბრა.

″მე რამდენადაც ვიცი გიულენის მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რაიმე გამოკვლევა არ მიმდინარეობს და გერმანიაში მათი როგორც დაჯგუფრბად არსებობის შესახებაც საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.″-განაცხადა მან.

მაასმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიულენის მოძრაობის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებითაც არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.

წყარო: http://www.dw.com/tr/almanya-siyasi-soru%C5%9Fturmalarda-t%C3%BCrkiyeye-iade-olmayacak/a-36223891

რუსი გენერლის სკანდალური განცხადება: ყველაფერი ტყუილია... პუტინი და ერდოღანი ვერ შეთანხმდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 13:30

გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტის, გენერალ ლეონიდ ივაშოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში ოპერაციების ჩატარების თაობაზე არ შეთანხმებულან, მოსკოვმა ამ თანხმობაზე უარი განაცხადა.

ივაშოვმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ″პოლიტიკაში ყოველთვის ნაკლები სიმართლეა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი თურქეთის მხრიდან სიმართლე არ არსებობს. იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქული პრესა რასაც წერს სიმართლეს არ შეესაბამება, ყველაფერი ტყუილია.″

ივაშოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანკტ-პეტერბურგში ორი ლიდერის შეხვედრის დროს როგორც ISIS, ისე სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

″მაგრამ რუსეთს ამ სპეცოპერაციისთვის თანხმობა არ მიუცია და ვერც მისცემდა. რადგან რუსეთი საერთაშორისო წესებსა და გაერო-ს კანონებს ემორჩილება. თურქეთი საკუთარი ქმედებებით რეგიონში არსებული სამართლებრივ სისტემას ზიანს აყენებს.″-განაცხადა ივაშოვმა. 

გიორგი კვირიკაშვილი ერდოღანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 09:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობას და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების დროულად ამოქმედების აუცილებლობას.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და კმაყოფილება გამოთქვა ვიზიტის ნაყოფიერად დასრულების გამო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქი ხალხისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად განამტკიცებს.

ამბოხებისთვის დაკავებულები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, - ერდოღანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 17:04

„ამდენი ტერორისტული აქტის შემდეგ ხალხის სურვილია, რომ ტერორისტები ადგილზე განადგურდნენ. ისინი სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ,"  - თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფიქრობს, რომ სამხედრო ამბოხებისთვის დაკავებულები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, არნიშნული განცხადება ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. 

ფეთულაჰ გიულენი: სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 14:58

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის თაობაზე.
“მე არ მგონია, რომ მსოფლიო საზოგადოებას სჯეროდეს იმ ბრალდებების სინამდვილის, რასაც ერდოღანი და მისი რეჟიმი მე მიყენებენ“ - განაცხადა გიულენმა. “შესაძლებელია სახელმწიფო გადატრიალება ინსცენირებული იყოს, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო შემდგომი ბრალდებები (გიულენისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ).“
გიულენი, რომელიც ცხოვრობს გადასახლებაში, უძღვება საზოგადოებრივ მოძრაობას სახელით “Hizmet“ (“მსახურება“) და რომელიც განუდგა ერდოღანს 2013 წელს კორუფციის სკანდალის შემდეგ, ინტერვიუ მისცა მცირე სალოცავ ოთახში რომელიც მოფენილია ხალიჩებით, მორთული ისლამური კალიგრაფიის ნიმუშებითა და ტყავის ყდიანი რელიგიური შინაარსის წიგნებით. ჟურნალისტებს გაუმასპინძლდნენ თურქული ჩაითა და ტკბილეულით მის საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში, სადაც იგი დასახლდა 1999 წელს თურქეთიდან გადასახლების შემდეგ.
გიულენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია სამხერო გადატრიალებებისა და რომ იგი თავად გამხდარა გადატრიალებათა მსხვერპლი 90-იან წლებში.
“სამხედრო გადატრიალებების შემდგომ პერიოდებში ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაპატიმრებულიც კი ვყოფილვარ. ყოველივე ამის შედეგად მრავალი ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტი გავმხადრვარ“ - განაცხადა გიულენმა თავის ინტერვიუში.
მან ასევე ისიც დაამატა, რომ: “ახლა, როდესაც თურქეთი უკვე მყარად დგას დემოკრატიულ რელსებზე, მისი შებრუნება სხვა მიმართულებით შეუძლებელია“.
Guardian-ის ჟურნალისტის შეკითხვას, დაბრუნდებოდა თუ არა იგი თურქეთში იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დასრულდებოდა, გიულენმა უპასუხა: “რათქმაუნდა, მე ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც, ეს არის თავისუფლება. მე ვიმყოფები აქ, შორს პოლიტიკური პრობლემებისგან თურქეთში და ვაპირებ თავისუფლად ცხოვრებას მომავალშიც“.
შაბათს, სტამბულში ხალხისადმი მიმართვისას ერდოღანმა მიმართა ბარაკ ობამას და მოთხოვა მას გიულენის დაკავება და მისი გადაცემა თურქეთის მხარისათვის. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს არასდროს უარუყვია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამა თუ იმ “ტერორისტის“ ექსტრადირების მოთხოვნა და დაამატა: “თუკი ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი მოთხოვნაც“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადების მიხედვით, რომელიც მან ლუქსემბურგში ვიზიტისას გააჟღერა, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ამერიკულ მხარეს არ მიუღია. “ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ იქნება გარკვეული სახის კითხვები გიულენთან დაკავშირებით“ - აღნიშნა ჯონ ქერიმ.
“რასაკვირველია, ჩვენ მოვიწვევთ თურქეთის მთავრობას ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე იმ მიზნით, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები ლეგიტიმური მტკიცებულებების წარდგენის მხრივ, რათა დეტალურად შევისწავლოთ საკითხი და ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას. ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით“.

საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს ფეთულაჰ გიულენმა ბოლო ინტერვიუ 2014 წელს მისცა. იგი იშვიათად ტოვებს თავის ამჟამინდელ საცხოვრებელს სადაც იგი იძლევა რელიგიური შინაარსის დარიგებებს თავისი მიმდევრებისათვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. შაბათის ინტერვიუმდე მასთან იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც მას წნევა გაუზომა.
მისი საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს პენსილვანიის პოკონოს რეგიონში, არაფრით არ ჰგავს კონსპირატორის ადგილსამყოფელს. გიულენი ცხოვრობს მცირე ზომის ოთახში, რომელიც მდებარეობს ორსართულიან სალოცავში, რომელსაც მნახველები სტუმრობენ რელიგიური რიტუალის აღსასრულებლად და დარიგებების მისაღებად. დიდი სურათი სტამბულის ხედით ფარავს მთელს კედელს.
დერეფნის ბოლოს მდებარეობს მცირე ზომის საძინებელი, რომელიც აჩვენეს ორ რეპორტიორს. საძინებლის მოწყობა მიუთითებს მასში მაცხოვრებლის ცხოვრების სპარტანულ წესზე: მცირე საწოლი, აგრეთვე მცირე თაროები არაბული კალიგრაფიის ნიმუშებით, მაღვიძარა საათი და კრიალოსანი ლოცვისთვის. ხის თაროზე ჩანს წიგნები სათაურებით: “სულიერი სამყაროს შესწავლა“ და “ისლამის განახლება მსახურების მეშვეობით“, მათთან ახლოს კი ნელსაცხებელთა ბოთლებია განთავსებული.
საძინებლის პირისპირ მცირე “ფიტნეს“ ოთახია სარბენი ბილიკითა და ორთოპედიული საწოლით.
შენობის გარეთ დაცვის პუნქტი მდებარეობს. ფართო ასფალტის გზა კი მიუყვება დიდი საცხოვრებელი სახლების ქუჩას. ინგლისურ და თურქულენოვანი წარწერები მიანიშნებენ, თუ სად შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება.
ალფ ასლანდოღანის, ფეთულაჰ გიულენის მედია მრჩეველისა და საერთო ღირებულებათა ალიანსის (Alliance for Shared Values) აღმასრულებელი დირექტორის, მოძრაობა “Hizmet“ (“მსახურება“)-ის ამერიკის განყოფილების უფროსის თქმით დაცვის პერსონალი მობილიზების რეჟიმში იქნა გადაყვანილი სოციალურ მედიაში გიულენის მისამართით გაჟღერებული მუქარების გამო.
საცხოვრებლის ახლოს შეიკრიბა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომლებიც თურქეთისა და ამერიკის დროშებს აფრიალებდნენ.
“თქვენ მისი მომხრეები ხართ; ჩვენ არ გვსურს თქვენთან საუბარი“ - განაცხადა ერთერთმა დემონსტრანტმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გაჟღერება და დაამატა: “ის არის მეორე პოტენციური ბინ ლადენი და ამერიკა მას მფარველობს“.
ერთერთი ქალბატონი დროშას აქნევდა, რომელზეც ერდოღანის სურათი იყო დატანილი. მან შემდეგი რამ თქვა: “სენატორები მისგან (გიულენისგან) თანხებს იღებენ“.
შაბათს, გიულენის საცხოვრებელში შესვლამდე რეპორტიორები გააფრთხილეს არ გადაეღოთ იქ მაცხოვრებელთა სახეები.
“ისინი ან მათი ოჯახების წევრები შეიძლება გახდნენ დევნის ობიექტები, თუკი მათ ამოიცნობენ თურქეთში“ - განაცხადა ასლანდოღანმა.
ერდოღანის მიერ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აგრეთვე აღნიშნა ისიც, რომ: “ამერიკის მთავრობის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუკი არსებობს ბატონი გიულენის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქმე შესაბამისად განიხილებოდა. აქამდე კი თურქეთის მთავრობას არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება ამ მხრივ. მადლობა ღმერთს, ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს და ჩვენც სწორედ ამის იმედი გვაქვს“.
ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აღნიშნა, რომ პარასკევს განვითარებული მოვლენები არ ავლენენ მსგავსებას წინა გადატრიალებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თურქეთში.
“სახელმწიფო გადატრიალება საკმაოდ არაორგანიზებულად ჩატარებული ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს“ - აღნიშნა ასლანდოღანმა და დაამატა შემდეგი: “როგორც დეტალები მიგვითითებს, ყველაფერი ერდოღანის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩნდება ბევრი კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა ჩატარებული სახელმწიფო გადატრიალების ხსენებული ოპერაცია“.
ფეთულაჰ გიულენის მიმდევრები გაოცებით შეხვდნენ მათი ლიდერის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.
“ეს არის ჩვეულებრივი შეთქმულება გიულენის წინააღმდეგ“ - განაცხადა ჰარუნ გულთექინმა რომელიც მოხალისედ მსახურობს გიულენის ცენტრში და ცხოვრობს მახლობელ დასახლებაში.

https://www.theguardian.com/world/2016/jul/16/fethullah-gulen-turkey-coup-erdogan

 

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიელების მცდელობის ავტორის ვინაობის გამოსაძიებლად საერთაშორისო კომისია შეიქმნას და შედეგს მაშინვე ვაღიარებ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 17 ივლისი 2016 12:33

ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ საერთაშორისო კომისიის გამოძიების შემდეგ, მზად არის მიღებული შედეგი აღიაროს.

გიულენმა სხვადასხვა მეადი საშუალებებთან საუბრისას განაცხადა, რომ არმიის მცირე ჯგუფის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო პასუხისმგებლობას მას ვერ დააკისრებენ.

″ასეთი ბრალდება თუ არის საერთაშორისო კომისიამ გადატრიალების მცდელობა გამოიძიოს, შედეგი რაც არ უნდა იყოს მაშინვე ვაღიარებთ, თუნდაც ტყუილი იყოს მაინც ვაღიარებთ″, - განაცხადა მან.

ფეთჰულაჰ გიულენი მწერალი და პრეზიდენტ ერდოღანის ყოფილი მოკავშირეა. იგი 2013 წელს ჟურნალმა „თაიმსმა” 100 ყველაზე გავლენიან პირს შორის დაასახელა. გულენი მუდმივად უსვამს ხაზს მეცნიერებისა და განათლების როლს საზოგადოების განვითარებაში, გმობს ტეორიზმს. იგი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

https://www.facebook.com/TurkishRealities/?fref=nf

გადატრიალების არც ერთი მცდელობა არ იქნება წარმატებული - თურქეთის პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 03:23

"გადატრიალების არც ერთი მცდელობა არ იქნება წარმატებული," - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და განაცხადა, რომ გამოთქვამს მწუხარებას, რომ საფრთხე შეექმნა დემოკრატიას.

ერდოღანის განცხადებით, ამბოხებულები და ის ადამიანები, ვინც ამბოხებულებთან კავშირში არიან, დაისჯებიან შესაბამისად.

"თურქეთი არ არის ძველი თურქეთი. ამბოხებულები, რომლებიც დაკავებულები არიან, ისინი აგებენ პასუხს სამართლის წინაშე. ეს ამბოხება არის ის მცირე ოპოზიცია, რომელიც არიან თურქეთის შეიარაღებულ ძალებში," - განაცხდა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა "ასეთი ადამიანები აღარ იყვნენ შეიარაღებულ ძალებში".

"ასეთი რამ არ მომხდარა 1992 წლიდან თურქეთში," - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ეს აჯანყებულები არიან ის მცირე ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თურქეთის დემოკრატიულ გზას.

ერდოღანი მადლობას უხდის თურქეთის მოსახლეობას, რომლებიც გადატრიალებას წინ აღუდგნენ.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე მთავარია, შეინარჩუნონ სიმშვიდე და აღკვეთონ არეულობა.

„რაც უნდა მოხდეს თურქეთში, ყველა ადამიანი ყოველთვის დადგება ერთად,“ - განაცხადა ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 01:40

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეარხ "CNN თურქეთის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო. იგი დაუდგენელი ადგილიდან საუბრობს „აიფონის“ საშუალებით.
თურქეთის პრეზიდენტმა მომხდარს „ამბოხი“ უწოდა და ქვეყნის მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა. აღნიშნულ „ამბოხში“ ერდოღანმა ერთი მუჭა სამხედროები დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ თურქული წყაროები იუწყებოდნენ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოჩენის თაობაზე. ასევე ისმის სროლის ხმაც.
თურქეთის ხელისუფლებამ გადაკეტა ბოსფორის სრუტეზე გადებული ორი ხიდი. ანკარისა და სტამბულის აეროპორტის მიმართულებით გადასროლილია ტანკების კოლონა.

 

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 00:56

თურქმა სამხედროებმა, რომლებმაც ხელისუფლების ხელში აღებაზე გააკეთეს განცხადება, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადებს. სტამბოლში მთავარი ხიდები გადაკეტილია და შეირაღებული პირები აკონტროლებენ. ქუჩებში ისმის სროლის ხმა.

შეირაღებულმა პირებმა ანკარის პოლიციის დაკავებაც სცადეს. სამხედრო თვითმფრინავები საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. 

Reuters იუწყება, რომ ქვეყანას ამ დროისთვის მართავს ე.წ. "მშვიდობის საბჭოს" (peace council),  რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

მეორე ინოფრმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. 

უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, შეირაღებულ პირებს თურქეთის გენშტაბის ხელმძღვანელი მძევლად არის აყვანილი. 

 

აშშ-ს სასამართლომ ერდოღანის მიერ გიულენის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 13:12

აშშ-ში ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 9 დეკემბერს, ვაშინგტონში, AKP-ს მთავრობამ (ერდოღანის პარტია)მიერ ფეთჰულაჰ გიულენის (ამერიკაში მცხოვრებ თურქი მოღვაწე) წინააღმდეგ სარჩელის შესატანად „Amsterdam & Partners LLC და Fox Rothscild LLP„ იურიდიული ფირმებთან შეთანხდნენ. კომპანიის ადვოკატებმა, რობერტ ამსტერდამმა და პატრიკ ეგანმა პრესკონფერენცია გამართეს და გიულენის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

თურქეთში დაჯგუფება ″თაჰშიე″ს(2010 ში თურქეთის სასამართლომ მისი წევრებს ელ-კაიდას სასარგებლო ქმედების გამო დააკავა. ამ დაჯგუფების ლიდერმა ისევამბობს რომ იგი უსამა ბენლადენს უყვარს)სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმეში გასამართლებულმა 3 ადამიანმა, რომლებიც მათი მტკიცებით ამ საქმით დაზარალდნენ და მათი დაკავების ბრძანება მაშინ გიულენმა გასცა.ისინი, ზემო ხსენებული ამერიკული იურიდიული ფირმების მეშვეობით გიულენის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. ამერიკელმა მოსამართლემ რობერტ მარიანიმ კი ოთხშაბათს 29 ივნისს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამსტერდამის კომპანიას საქმის მსვლელობისას გაწეული ხარჯები კი თურქეთის სახელმწიფომაუნაზღაურა.

სავარაუდოდ,ამ საქმის ასე დასრულების გამო პრეზიდენტ ერდოღანს უდავოდ არ მოეწონება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სხვადასხვა უფლებამოსილების მქონე ორგანოები არიან, ერდოღანი ამ გადაწყვეტილების გამო ობამას ანდა ამერიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებს დაადანაშაულებს თუ არა ჯერჯერობით უცნობია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური